კვირა, ივნისი 1, 2025

ნათია თურნავა: ოზურგეთის მუნიციპალიტეტში დაიწყო ფართოზოლოვანი ინტერნეტის ქსელის მშენებლობა და 30 000-მდე მოსახლე მაღალი ხარისხის ინტერნეტს მიიღებს

„რამდენიმე თვეში სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მთავრობის მიერ შერჩეულ საპილოტე რეგიონში – ოზურგეთის მუნიციპალიტეტში 49 სოფლის 30 000-მდე მოსახლეს შესაძლებლობა ექნება მიიღოს მაღალი ხარისხის ინტერნეტი. პარალელურად, მსოფლიო ბანკთან ერთად ვაგრძელებთ ტექნიკურ პროექტირებას დანარჩენი საქართველოსთვის და ეს პროექტიც ძალიან მალე დაიწყება“, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომელმაც პარლამენტის თავმჯდომარესთან, არჩილ თალაკვაძესთან და რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულთან, ზურაბ ნასარაიასთან ერთად ოზურგეთში ინტერნეტის ქსელის მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა.

ნათია თურნავასთან ერთად რეგიონში იმყოფებოდნენ ეკონომიკის მინისტრის მოადგილე აკაკი საღირაშვილი და „ოუფენ ნეტის“ ხელმძღვანელი მარიამ სულაბერიძე.

„ვასრულებთ დაპირებას, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ მისცა მოსახლეობას – დავიწყეთ „ოუფენ ნეტის“ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი და საპილოტე მუნიციპალიტეტში სამუშაოები უკვე რამდენიმე დღეა, ძალიან მაღალი ტემპით მიმდინარეობს. საპილოტე რეგიონად გამოვყავით ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, სადაც ზოგან არ არის ინტერნეტი, ზოგან კი ძალიან დაბალი ხარისხისაა. მაქსიმუმ თებერვალში უკვე გვექნება ე. წ. „განათებული ქსელი“, რაც იმას ნიშნავს რომ მაღალხარისხიანი ინტერნეტით უკვე ისარგებლებენ აქაური ოჯახები“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

აშენებული ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურა უზრუნველყოფს ნებისმიერი ოპერატორისთვის თავისუფალი, შეუზღუდავი და არადისკრიმინაციული პირობებით ღია დაშვების მომსახურების მიწოდებას – ოპერატორებს მიეცემათ შესაძლებლობა განავითარონ საკუთარი ქსელები, ხოლო მომხმარებლებმა ისარგებლონ ხარისხიანი ინტერნეტით.

საპილოტე ქსელის პარალელურად, მსოფლიო ბანკმა, საქართველოს ფართოზოლოვანი ქსელების განვითარების 2020-2025 წლების ეროვნული სტრატეგიისა და მისი განხორციელების სამოქმედო გეგმის მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობით, შეიმუშავა პროექტი “Log in Georgia”, რომელიც უზრუნველყოფს რეგიონებში ფართოზოლოვან ინტერნეტქსელებთან ხელმისაწვდომობას. მსოფლიო ბანკთან ერთად დაგეგმილია ინტერნეტიზაცია მთელი საქართველოს მასშტაბით – ეს იქნება 1000 -მდე დასახლებული პუნქტი, მათ შორის, მაღალმთიანი სოფლები.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ყველას გილოცავთ ამ დიდ გამარჯვებას-ბერა ივანიშვილი კვარას გამარჯვებას ულოცავს

,,ყველას გილოცავთ ამ დიდ გამარჯვებას''-ბერა ივანიშვილი კვარას გამარჯვებას ულოცავს და სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს.ხვიჩა კვარაცხელია „პარი სენ-ჟერმენთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია. პარიზულმა კლუბმა მილანის „ინტერი“ ანგარიშით 5:0 დაამარცხა. ხვიჩა კვარაცხელია ისტორიაში პირველი ქართველი ფეხბურთელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში გოლი გაიტანა. 

თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

თურქეთში, ქალაქ ბინგოლში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ბიძგების სიმძლავრემ 4,4 მაგნიტუდა შეადგინა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.თურქეთის საგანგებო სიტუაციებისა და კატასტროფების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, მიწისძვრა ადგილობრივი დროით 12:26 საათზე დაფიქსირდა. ეპიცენტრი 7 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.მედიის ცნობით, პირველი მიწისძვრის შემდეგ, ბინგოლში, კიგის რაიონში კიდევ ერთი 3,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი 11 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.

კალაძე და კვარაცხელია – 2 ქართველის მიერ მოგებული ჩემპიონთა ლიგა

გუშინ ფეხბურთის მოყვარულებისთვის და არა მხოლოდ მათთვის, დიდი დღე იყო. ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-მ ჩემპიონთა ლიგა მოიგო. მანამდე 2003 და 2007 წლებში კახა კალაძის „მილანი“ 2-ჯერ გახდა ჩემპიონი. თუმცა ამ დრომდე ხვიჩა კვარაცხელია ერთადერთი ქართველია, რომელმაც ჩემპიონატში გოლი გაიტანა.კახა კალაძე ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონობას გამოეხმაურა:„გილოცავ კვარა! გილოცავ საქართველო! ეს მხოლოდ დასაწყისია!“, – წერს კახა კალაძე სოციალურ ქსელში.

პარიზში, სადაც „პსჟ“-ს გამარჯვებას აღნიშნავდნენ, 2 ადამიანი დაიღუპა

მასობრივი არეულობების შემდეგ, რომლებიც საფრანგეთში საფეხბურთო კლუბ „პარი სენ-ჟერმენის“ ჩემპიონთა ლიგაში გამარჯვების შემდეგ მოხდა, პოლიციამ სულ მცირე 559 ადამიანი დააკავა.როგორც Le Figaro წერს, არეულობების დროს სულ მცირე 192 ადამიანი დაშავდა, მათ შორის უსაფრთხოების სამსახურის 22 თანამშრომელი და შვიდი მეხანძრე. პოლიციამ დააფიქსირა 264 სატრანსპორტო საშუალების დაწვა.დაღუპულია ორი ადამიანი. კომუნა დაქსში 17 წლის მოზარდს, რომელიც „პსჟ“-ს გამარჯვებას ქუჩაში ზეიმობდა, გულმკერდში დანა ჩაარტყეს. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. პარიზის მე-15 ოლქში კი მანქანა დაეჯახა ქალს, რომელიც სკუტერით გადაადგილდებოდა. ქალი გარდაიცვალა.მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია 300-მდე დაკავებულის შესახებ.

„გილოცავ დე, ოცნებები ხდება იქ, სადაც შენ ხარ…“ – მაკა ლუკავა შვილს, ხვიჩა კვარაცხელიას უმნიშვნელოვანეს გამარჯვებას ულოცავს

„გილოცავ დე, ოცნებები ხდება იქ, სადაც შენ ხარ…“ – მაკა ლუკავა შვილს, ხვიჩა კვარაცხელიას უმნიშვნელოვანეს გამარჯვებას ულოცავსხვიჩა კვარაცხელია „პარი სენ-ჟერმენთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია. პარიზულმა კლუბმა მილანის „ინტერი“ ანგარიშით 5:0 დაამარცხა. ხვიჩა კვარაცხელია ისტორიაში პირველი ქართველი ფეხბურთელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში გოლი გაიტანა. 

ბოლო სიახლეები