ნათია თურნავა: კორუფციის ინდექსის მიხედვით, საქართველოს ქულა არის სტაბილურად კარგი, რაც ნიშნავს, რომ აღქმა კორუფციისა და კორუფციის საფრთხისა არის ძალიან დაბალი

Read Time:36 Second

კორუფციის ინდექსის მიხედვით, საქართველომ 2020 წელს კვლავაც შეინარჩუნა საკმაოდ კარგი ქულა, ეს არის 56 ქულა, ანუ არანაირად ჩვენი პოზიციები არ გაუარესებულა და პირიქით, კვლავაც საქართველო ინარჩუნებს რეგიონში ლიდერის პოზიციას, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო აღნიშნული მაჩვენებლით რეგიონში საუკეთესოა.

„საუკეთესოები ვართ ჩვენ ჩვენს რეგიონში, საუკეთესოები ვართ აღმოსავლეთ ევროპის და შუა აზიის რეგიონში, ასევე და 180 ქვეყანას შორის მსოფლიოში 45-ე ადგილზე ვართ. ჩვენი ქულა არის სტაბილურად კარგი, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვართ ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალე ქვეყანა, აღქმა კორუფციისა და კორუფციის საფრთხისა არის ძალიან დაბალი და ეს კვლავაც დადასტურდა ამ ინდექსით“, – განაცხადა თურნავამ.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, 2020 წლის კორუფციის აღქმის ინდექსით საქართველო რეგიონში კვლავ პირველია. ამის შესახებ საერთაშორისო გამჭვირვალობის 2020 წლის კვლევაშია ნათქვამი, რომელიც დღეს გამოქვეყნდა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ალეკო ელისაშვილი: ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას გათავისუფლება მოლაპარაკების შედეგია
Next post მამუკა მდინარაძე: თუ ასე ნერვიულობენ მანდატების გაუქმებაზე, გაბრაზებული პათოსით საუბარს თავი დაანებონ, ჯობს გაიტანონ განცხადებები და შეცვალონ პოზიცია