ორშაბათი, მარტი 24, 2025

“მჯერა, ძალიან მალე გვექნება ცეცხლის სრული შეწყვეტა” – დონალდ ტრამპი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი აცხადებს, რომ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მხარეები მალე მიაღწევენ. დონალდ ტრამპის თქმით ხელშეკრულების მოსამზადებლად მოლაპარაკებები, რუსეთთან და ომში მყოფ ქვეყანასთან აქტიურად მიმდინარეობს. 47-ე პრეზიდენტის განცხადებით, მთავარი მიზეზი, რის გამოც ამერიკა ამ პროცესში მონაწილეობს ხანგრძლივი მშვიდობის დამყარება და ომის მონაწილე ჯარისკაცების სიცოცხლის გადარჩენაა.

“მჯერა, ძალიან მალე გვექნება ცეცხლის სრული შეწყვეტა, შემდეგ კი გვექნება სამშვიდობო ხელშეკრულება, რაზეც ახლა ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს. მიწების გაყოფასთან და სხვა დეტალებთან დაკავშირებით ახლა, ამ წუთებში მიმდინარეობს მსჯელობა. ვფიქრობ, ჩვენ უკვე გვაქვს შეთანხმების ძირითადი ჩარჩო.

მე ამ პროცესში ორი მიზეზის გამო ვმონაწილეობ. პირველი, და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია: ათასობით ახალგაზრდა ადამიანი, რომლებიც იღუპებიან. ისინი ამერიკელები არ არიან – რუსები და უკრაინელები არიან, რომლებიც ყოველ კვირა ომს ეწირებიან; მეორე კი სულს ეხება, – ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ბაიდენის გამო, 350 მილიარდი დოლარი გადაიხადა ომში, რომელიც არასდროს უნდა მომხდარიყო, თუ კომპეტენტური პრეზიდენტი გვეყოლებოდა,” – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

შალვა პაპუაშვილი – ევროკავშირის ელჩმა უნდა უპასუხოს კითხვას, იცოდა თუ არა, რომ „ენჯეოებს“ სტრასბურგში არ ჰქონდათ მოთხოვნილი გამჭვირვალობის კანონის შეჩერება და თუ იცოდა, რატომ...

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა უნდა გასცეს პასუხი კითხვას, იცოდა თუ არა, რომ „ენჯეოებს“ სტრასბურგში დროებითი ღონისძიების სახით არ ჰქონდათ მოთხოვნილი გამჭვირვალობის კანონის შეჩერება და თუ ეს იცოდა, რატომ გვიმალავდა ამას საქართველოს პარლამენტს და საქართველოს მოსახლეობას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.პაპუაშვილმა უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, რომლის მიხედვით, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში „გამჭვირვალობის კანონის“ გასაჩივრების დროს, დროებითი ღონისძიების სახით კანონის შეჩერება არ მოუთხოვიათ.„ეს სკანდალური ინფორმაციაა, რომელიც ექვსი თვის თავზე, როგორც იქნა, გავიგეთ საია-სგან. როგორც გახსოვთ, მე საჯაროდაც ვეუბნებოდი მათ, რომ გაეცათ პასუხი კითხვაზე, ითხოვდნენ თუ არა სტრასბურგის სასამართლოსგან, ისევე როგორც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსგან გამჭვირვალობის კანონის დროებით შეჩერებას იქამდე, ვიდრე მიმდინარეობს განხილვა. ამ პასუხს გაურბოდნენ და ექვსი თვის თავზე, როგორც იქნა, აღიარეს, რომ თურმე არც კი მოუთხოვიათ. ეს მაშინ, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო მათი სარჩელი განსახილველად. გამჭვირვალობის კანონი დღეს საკონსტიტუციო სასამართლოს განხილვის ქვეშ არის, თუმცა არ დააკმაყოფილო დროებითი ღონისძიების სახით კანონის შეჩერება და ამას მოჰყვა თავდასხმა ექსტრემისტი პოლიტიკოსების და ექსტრემისტი „ენჯეოების“ მხრიდან საკონსტიტუციო სასამართლოზე. შეგახსენებთ, მათ მოღალატეებს უწოდებდნენ სოროსის ფონდის წარმომადგენლები, „ისფედი“, თავად საია-ს წარმომადგენლები თავს ესხმოდნენ საკონსტიტუციო სასამართლოს იმის გამო, რაც საბოლოო ჯამში, აღიარეს, რომ არანაირი საფუძველი არ არსებობდა კანონის შეჩერების. რატომ არ მიმართეს, რას გვეუბნება ეს ყველაფერი – პირველი, რომ საია და ის უცხოეთიდან დაფინანსებული 100 „ენჯეო“, რომელიც ავტორია ამ სარჩელის, თავად აღიარებენ, რომ გამჭვირვალობის კანონი რაიმე მყისიერ რისკებს თუ საფრთხეებს არ წარმოშობს მათთვის. თავადვე აღიარეს, როცა ეს არ მოითხოვეს და ამავე დროს, აღიარეს, რომ ეს რომ მოეთხოვათ, მიიღებდნენ უარს სტრასბურგის სასამართლოსგან. ამის საპირწონედ კი, საქართველოში მოითხოვეს ის, რაც თავადაც იცოდნენ, რომ არ ეკუთვნოდათ კანონის შეჩერება. როდესაც საკონსტიტუციო სასამართლომ სრულიად სამართლიანად არ დააკმაყოფილა მათი ეს მოთხოვნა, საკონსტიტუციო სასამართლო გახადეს თავდასხმის ობიექტი“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მას უცხოეთიდან მართული „ენჯეობის“ მიმართ კითხვები უკვე დიდი ხანია, აღარ აქვს, რადგან, მისივე განცხადებით, ამ შემთხვევაში, კითხვა არსებობს მათი დონორების მიმართ.„მათ შორის „საია“ ფინანსდება ბრიუსელიდან. ასე რომ, ეს ექვსთვიანი თავდასხმა საკონსტიტუციო სასამართლოზე და ძირის გამოთხრა სახელმწიფო ინსტიტუტების, ამ ყველაფრის უკან დგას ბრიუსელის ფული. ამიტომ, პასუხი იმ კითხვებზე, რატომ ხდებოდა პროპაგანდისტული მეთოდებით, დეზინფორმაციით საქართველოს კონსტიტუციურ ორგანოზე თავდასხმა, პასუხი გასაცემი აქვთ საქართველოში ევროკავშირის ელჩს, ბატონ ჰერჩინსკის, რადგან მისი დაფინანსებულია ეს „ენჯეოები“. მან უნდა გასცეს პასუხი და მან დიდი ალბათობით, ძალიან კარგად იცოდა. როგორც სხვა დროს გავარკვიეთ, პარალელურ დათვლასთან დაკავშირებით. მე ვერ დავუშვებ იმას, რომ მან არ მოიკითხა ამ „ენჯეოებში“, იყო თუ არა მოთხოვნილი დროებითი ღონისძიება, რადგან ეს იყო მთავარი საკითხი. მთელი პანიკა აწიეს, რომ კანონი არ შეაჩერა საკონსტიტუციო სასამართლომ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ბატონმა ჰერჩინსკიმ იცოდა, რომ მათ არ ჰქონდათ მოთხოვნილი კანონის შეჩერება სტრასბურგში. ისიც კარგად იცოდა, რომ ჩვენ ამ პასუხს ველოდით და გვაინტერესებდა საქართველოს პარლამენტს, რომ იმის ფონზე, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოს თავს ესხმოდნენ, კანონის არშეჩერების გამო ითხოვნდნენ თუ არა სტრასბურგიდან კანონპროექტის შეჩერებას და ეს იცოდა ჰერჩინსკიმ, ამაში დარწმუნებული ვარ. ამას უმალავდა ქართველ ხალხს და საქართველოს ხელისუფლებას. ამიტომ, ახლა პასუხი გასაცემი აქვს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობას, იცოდნენ თუ არა მათ, რომ ამხელა კამპანია, რომელიც მათი ფულით იყო ასევე დაგეგმილი და განხორციელებული, გასაჩივრებებს ვგულისხმობ, იყო საბაბი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე პიროვნული თავდასხმებისა, იცოდა თუ არა მან, რომ საია-ს არ ჰქონდა მოთხოვნილი სტრასბურგში კანონის პროექტის შეჩერება და თუ იცოდა, რატომ მალავდა ამ ყველაფერს. ასე რომ, არაფერ შუაში აღარ არიან უცხოეთიდან მართული „ენჯეოები“, მათმა დონორებმა უნდა გასცენ პასუხი ყველაფერს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.ამასთან, ჟურნალისტებთან საუბრისას შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია „საფარის“ წარმომადგენლების მხრიდან თავდასხმა მოხდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრზე და შემდეგ საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტზეც, რაც არის თავდასხმა და ზიზღის ენა.„ეს იყო შეურაცხყოფა, თავდასხმა, ზიზღის ენა, ყველაფერი ის, რასაც ვითომ გვიმტკიცებენ, რომ ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს. ვნახეთ, რომ რამდენიმე დღით ადრე საფრანგეთის ელჩი მისული იყო მხარდაჭერის გამოსახატად ამ ორგანიზაციაში. ერთი არ ჩათვალა საჭიროდ, რამენაირად შეეფასებინა, როდესაც ამ ორგანიზაციის ქალი ხელმძღვანელი, ქალთა უფლებების დამცავი ორგანიზაციის ხელმძღვანელი ქალ მინისტრზე და ქალ ჟურნალისტზე ამ ტერმინებს იყენებს, რომელიც ჩვენ ვნახეთ. საფრანგეთის ელჩის ეს დუმილი არის წახალისება ძალადობრივი რიტორიკისა, რომელიც შემდეგ უკვე ძალადობაში გადაიზრდება ხოლმე. მე პირადად, კითხვები მაქვს მხოლოდ დონორების მიმართ. არც „საფართან“, არც საია-სთან, არც „ისფედთან“, კითხვები არ არსებობს. დონორებმა გასცენ პასუხები. კერძოდ, საქართველოში ევროკავშირის ელჩმა გასცეს პასუხი კითხვას, იცოდა თუ არა მან, რომ „ენჯეოებს“ სტრასბურგში არ ჰქონდათ მოთხოვნილი დროებითი ღონისძიების სახით გამჭვირვალობის კანონის შეჩერება და თუ ეს იცოდა, რატომ გვიმალავდა ამას საქართველოს პარლამენტს და საქართველოს მოსახლეობას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ტოქსიკური ქაფი თუ ბუნების საიდუმლო? – იდუმალი მოვლენა კალიფორნიის სანაპიროზე

Fox News-ის ინფორმაციით, სამხრეთ კალიფორნიის სანაპიროზე იდუმალი ქაფი და მკვდარი თევზები გამოჩნდა, რამაც სანაპიროზე მყოფებს ჯანმრთელობის პრობლემები შეუქმნა. რამდენიმე სერფერმა და ადგილობრივმა მცხოვრებმა განაცხადეს, რომ განიცდიდნენ სუნთქვის გაძნელებას, ხველას და თვალების გაღიზიანებას.ოკეანისა და ატმოსფეროს ეროვნული ადმინისტრაციის (NOAA) თანახმად, აყვავებამ შეიძლება გამოიწვიოს წყალმცენარეების უკონტროლო ზრდა, "ტოქსინების წარმოქმნით, რომლებსაც შეუძლიათ თევზის, ძუძუმწოვრების და ფრინველების მოკვლა".ნივთიერებამ შეიძლება გამოიწვიოს დაავადებები, ამბობს NOAA.მეცნიერები და გარემოს დაცვის სააგენტოები იკვლევენ ამ მოვლენას, რათა დაადგინონ, უკავშირდება თუ არა ეს ტოქსიკურ წყალმცენარეებს ან სხვა გარემოს დაბინძურების ფაქტორებს.

„ეს სასწაულია, თვალებზე ცრემლი მომადგა…“ – რას წერს ტრაგიკულად დაღუპული შორენა ონიანის მეუღლე

ტრაგიკულად დაღუპული, შორენა ონიანის მეუღლე, გიგა ცხელიშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს გვიზიარებს.როგორც კადრში ვხედავთ, ერთ-ერთმა გვერდმა მას შორენას და მისი პატარების ნახატი გაუგზავნა.„ეს სასწაული საჩუქარია ჩემთვის. თვალებზე ცრემლიც კი მომადგა…დიდი მადლობა „ანნას ნახატები • Anna’s nakhateb-ს“, – წერს გიგა ცხელიშვილი და ფოტოს აქვეყნებს.ცნობისთვის, 28 წლის შორენა ონიანი, რომელიც ტყუპებზე მშობიარობის შემდეგ მძიმე მდგომარეობაში იყო და რომელსაც მთელი საქართველო გულშემატკივრობდა, 15 ნოემბერს გარდაიცვალა.

ბაია პატარაია ამერიკული FARA-ს ზუსტ ასლზე: თუ მისი გამოყენება დაიწყო არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ, მაშინ ჩვენ გვაქვს უბრალოდ შეფუთული რუსული კანონი

კავშირ "საფარის" ხელმძღვანელმა, ბაია პატარაიამ, არასამთავროების ორგანიზაციების მიერ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, რომ თუ "ქართული ოცნების" მიერ ინიცირებული კანონი მედიაორგანიზაციებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებზეც გავრცელდება, მაშინ ის "შეფუთული რუსული კანონი იქნება"."აუცილებლად უნდა გვახსოვდეს, რომ ამერიკა არის პრეცედენტული საქმეების და სამართლის ქვეყანა, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონების დანერგვაში და განმარტებაში სასამართლოს ძალიან დიდი როლი აქვს. ასევე, უნდა გვახსოვდეს, რომ ამერიკაში სასამართლო ამ კანონს არ ავრცელებს მედია ორგანიზაციებზე და არასამთავრობო ორგანიზაციებზე, ხოლო ივანიშვილის "ფარა", რომელიც იტყუება, რომ ამერიკული კანონია, რეალურად თავის განმარტებით ბარათში ახსენებს სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციებს. ვერ აღასრულა რა რუსული კანონი, ის ცდილობს, რომ ცხვრის ფორმაში გადაფუთოს მგელი და ისე შემოგვთავაზოს, თითქოს ეს კანონი არის ამერიკული. ძალიან მალე ყველა გაიგებს, ეს კანონი რეალურად ივანიშვილის "ფარაა", თუ ამერიკული "ფარაა". თუ მისი გამოყენება დაიწყო არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ, მაშინ ჩვენ გვაქვს უბრალოდ შეფუთული რუსული კანონი“, - განაცხადა ბაია პატარაიამ.

სერბეთში აქციები ჩვენი ევროკრეტინების მოწონების საგანია, რადგან საკუთარი პრიმიტიული ლოგიკით ისინი ცდილობენ პარალელი გაავლონ და თქვან, აგერ სერბეთში გამოვიდნენ ახალგაზრდები და ახალი არჩევნები დაინიშნა...

სერბეთში აქციები ჩვენი ევროკრეტინების მოწონების საგანია, რადგან საკუთარი პრიმიტიული ლოგიკით ისინი ცდილობენ პარალელი გაავლონ და თქვან, აგერ სერბეთში გამოვიდნენ ახალგაზრდები და ახალი არჩევნები დაინიშნა. შესაბამისად, დადებითად აფასებენ სერბეთის პროტესტანტებს,- წერს ექსპერტი, დავით ჩიხელიძე, სოციალურ ქსელში.ჩიხელიძის განცხადებით, წერა-კითხვა და ცოტა გეოპოლიტიკა რომ იცოდნენ ქართველმა ევროკრეტინებმა გაიგებდნენ, რომ დემონსტრაციები ბელგრადში ნაციონალისტური ნიშნით მიდის, მთავრობას კოსოვოს მიმართ პოლიტიკის გამკაცრებას სთხოვენ და ითხოვენ მილორად დოდიკის აქტიურ მხარდაჭერას, რომელსაც დასავლეთი პუტინის მეგობრად მოიხსენიებს.„ევროკრეტინი შეიძლება სხაპასხუპით ლაპარაკობდეს ჭკვიანური ტერმინებით, მაგრამ სინამდვილეში სრულიად მოკლებულია ინფორმაციის მოკვლევისა და ანალიზის უნარს. ახალი მაგალითი: სერბეთში აქციები ჩვენი ევროკრეტინების მოწონების საგანია, რადგან საკუთარი პრიმიტიული ლოგიკით ისინი ცდილობენ პარალელი გაავლონ და თქვან, აგერ სერბეთში გამოვიდნენ ახალგაზრდები და ახალი არჩევნები დაინიშნა. შესაბამისად, დადებითად აფასებენ სერბეთის პროტესტანტებს.მაგრამ წერა-კითხვა და ცოტა გეოპოლიტიკა რომ იცოდნენ, გაიგებდნენ, რომ დემონსტრაციები ბელგრადში ნაციონალისტური ნიშნით მიდის, მთავრობას კოსოვოს მიმართ პოლიტიკის გამკაცრებას სთხოვენ და ითხოვენ მილორად დოდიკის აქტიურ მხარდაჭერას,რომელსაც დასავლეთი, პუტინის მეგობრად მოიხსენიებს და ეს ასეცაა. რანაირად ჩაჯდება ეს ევროკრეტინის დოგმებში, გაუგებარია, მაგრამ რადგან რეალურად არაფერი არ იციან, არც ეგ პრობლემა აღელვებთ. სხვა საკითხია, რომ პროტესტის უკან მდგომი ძალები შეიძლება სპეციალურადაც აქეზებენ ასეთ მოთხოვნებს, კვალის დაფარვის მიზნით, შემდეგ კი არეულობაში უკვე მნიშვნელობა აღარ ექნება, ვინ რა მოთხოვნით გამოდიოდა აქციებზე. მაგრამ ეს უკვე კვანტური ფიზიკაა ევროკრეტინისთვის,“- წერს დავით ჩიხელიძე.

ბოლო სიახლეები