პარასკევი, იანვარი 17, 2025

“მჭირდება დახმარება ჩემი დედიკოსთვის” – ნინო ქირიას საზოგადოების თანადგომა სჭირდება

61 წლის ნინო ქირიას საზოგადოების დახმარება სჭირდება. ქალი, 6 წელია, ლეიკემიას ებრძვის. დახმარების თხოვნით, საზოგადოებას მისი ქალიშვილი მიმართავს.

“მჭირდება დახმარება ჩემი დედიკოსთვის.

ბევრი იცნობთ, ბევრიც არ იცნობთ… დედა ყველასთვის ძვირფასი და ერთადერთია. ჩემი დედიკო განსაკუთრებული სიძლიერის, სიკეთისა და სიყვარულის მატარებელია. მეექვსე წელია, ლეიკემიას ებრძვის და, მისი პოზიტიურობით და სიცოცხლის სიყვარულით, აი, ასე გამოიყურება… სამწუხაროდ, ბოლო 3 თვეა, მდგომარეობამ პირი იცვალა და გაუარესება დაიწყო. ახლა მივედით იქამდე, რომ, ფაქტობრივად, უმართავია მდგომარეობა…

დავაწვინეთ კლინიკაში 7 დღით, თუმცა, ექიმის თქმით, (ვციტირებ) ბეწვის ხიდზე გავდივართ. აქ ყველაფერი ვცადეთ, მოვისმინეთ და გავაკეთეთ, ახლა კი იძულებული ვარ, დახმარება გთხოვოთ – დახმარება იმისთვის, რომ დედა გადავარჩინო.

ვეკონტაქტებით თურქეთს, გველოდებიან და ძალიან გვაიმედებენ, თუმცა ეს ყველაფერი ჩვენთვის შეუძლებელ თანხებს უკავშირდება… რომც არ წავიყვანოთ, აქაური ექიმის დანიშნულებით, თვეში 1200$-ის ღირებულის მედიკამენტი სჭირდება… მოკლედ, ძალიან რომ არ გამიგრძელდეს, თითოეული თქვენგანის ძალიან მცირედი დახმარება დედაჩემისთვის სიცოცხლის შენარჩუნება იქნება. მადლობა და ბოდიში”, – წერს ნინო ქირიას შვილი და ანგარიშის ნომრებს აქვეყნებს:

TBC ბანკი

GE93TB7845545064300032

მიმღები ვ.ა.

საქართველოს ბანკი

GE70BG0000000523507386

მიმღები ე.ა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ევროკომისიაში აცხადებენ, რომ ილონ მასკის სოციალურ ქსელ X-ის მიმართ გამოძიებას ამკაცრებენ

ევროკომისიაში განაცხადეს, რომ ამკაცრებენ გამოძიებას ილონ მასკის სოციალურ ქსელ X-ის მიერ ევროკავშირის კონტენტის მოდერაციის წესების დარღვევასთან დაკავშირებით. ბრიუსელი სოციალური ქსელისგან გარკვეული ინფორმაციის მიწოდებას და დოკუმენტაციის შენახვას ითხოვს. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ წერს. 2023 წლის დეკემბერში დაწყებული გამოძიების ფარგლებში, ევროკომისიამ განაცხადა, რომ სთხოვს სოციალურ ქსელ X-ს, 15 თებერვლამდე წარადგინოს შიდა დოკუმენტაცია რეკომენდაციების სისტემის შესახებ, რომელიც მომხმარებლებს კონტენტს სთავაზობს. „დღეს ჩვენ ვდგამთ შემდგომ ნაბიჯებს, რათა ნათელი მოვფინოთ X-ის რეკომენდაციების სისტემების შესაბამისობას ევროკავშირის „ციფრული მომსახურების აქტის” ვალდებულებებთან“, – განაცხადა ევროკავშირის ციფრული დირექტორატის ხელმძღვანელმა, ჰენა ვირკუნენმა. კომისიამ ასევე გასცა „შენახვის ბრძანება“, რომელიც X-სგან მოითხოვს, შეინახოს შიდა დოკუმენტები და ინფორმაცია რეკომენდაციების ალგორითმების დიზაინსა და ფუნქციონირებაში მომავალი ცვლილებების შესახებ, 17 იანვრიდან 2025 წლის ბოლომდე პერიოდში. ევროკომისიამ ასევე მოითხოვა წვდომა X-ის გარკვეულ ტექნიკურ ინტერფეისებზე. „ეს ნაბიჯები საშუალებას მისცემს კომისიის სამსახურებს, გაითვალისწინონ ყველა შესაბამისი ფაქტი, „ციფრული მომსახურების აქტის” ფარგლებში სისტემური რისკებისა და მათი შემცირების კომპლექსურ შეფასებაში“, – განაცხადეს კომისიაში. თარგმანი: პირველი არხი

ღამით, ზედმეტი განათება იწვევს თუ არა კიბოს – კვლევა

ამერიკის რამდენიმე სამეცნიერო და კლინიკური ცენტრის მეცნიერთა ჯგუფის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები ჟურნალ Cancer-ში გამოქვეყნდა. მკვლევრებმა გააანალიზეს 50 წელზე მეტი ასაკის 450 000-ზე მეტი ამერიკელის მონაცემები, რომელთა ჯანმრთელობას საშუალოდ 13 წელი აკვირდებოდნენ. ამ დროის განმავლობაში მათ შორის ფარისებრი ჯირკვლის კიბოს 856 შემთხვევა გამოვლინდა. მეცნიერებმა ეს ინფორმაცია შეადარეს თანამგზავრების ინფორმაციას ღამის განათების დონის შესახებ იმ ადგილებში, სადაც მონაწილეები ცხოვრობდნენ. ანალიზმა აჩვენა, რომ ღამის განათების მაქსიმალური დონე, მინიმალურთან შედარებით, ფარისებრი ჯირკვლის კიბოს განვითარების რისკს 55 პროცენტით ზრდის. ეს ურთიერთკავშირი ძირითადად ფოკუსირებული იყო ფარისებრი ჯირკვლის კიბოს ყველაზე გავრცელებულ ფორმაზე, ფარისებრი ჯირკვლის პაპილარულ კიბოზე და უფრო გამოხატული იყო ქალებში, ვიდრე მამაკაცებში. უფრო მეტიც, ქალებში სიმსივნე უფრო ხშირად ლოკალური იყო, ხოლო მამაკაცებში უფრო ხშირად დაავადების მძიმე სტადია აღინიშნებოდა. კავშირი ღამის განათების დონესა და ფარისებრი ჯირკვლის კიბოს რისკს შორის დაფიქსირდა სხვადასხვა ფაქტორებისგან დამოუკიდებლად, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს ფარისებრი ჯირკვლის კიბოს განვითარების ალბათობაზე, მონაწილეთა სხეულის მასის ინდექსისა და მათი სოციოდემოგრაფიული მახასიათებლების ჩათვლით. წინა კვლევებმა აჩვენა, რომ ღამით ხელოვნური განათება ასევე ზრდის ძუძუს კიბოს, ნაადრევი მშობიარობის და სხვა დარღვევების რისკს ადამიანის ორგანიზმში. მეცნიერებმა ჯერ არ იციან ზუსტად რა ბიოლოგიური მექანიზმები უდევს ამ კავშირს. შესაძლოა, ეს ეფექტი გამოწვეული იყოს იმით, რომ ღამით ზედმეტი განათების გამო ორგანიზმი თრგუნავს ჰორმონ მელატონინის გამომუშავებას, რაც იწვევს ჰორმონალური დარღვევების მთელ კასკადს და შესაბამის შედეგებს. გარდა ამისა, ღამით სინათლის ზემოქმედებამ შეიძლება დაარღვიოს ორგანიზმის შინაგანი ბიოლოგიური საათი (ცირკადული რიტმი), რაც ასევე წარმოადგენს კიბოს განვითარების რისკ-ფაქტორს.

აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ირაკლი კობახიძის ვიზიტი დაიწყო

აზერბაიჯანის რესპუბლიკაში პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ვიზიტი დაიწყო. საქართველოს მთავრობის მეთაურს ბაქოს ჰეიდარ ალიევის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში აზერბაიჯანის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი სამირ შარიფოვი დახვდა. ირაკლი კობახიძე ვიზიტის ფარგლებში პირისპირ შეხვედრებს გამართავს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევსა და პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვთან. ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრების ხელმძღვანელობით საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-10 სხდომა გაიმართება. საქართველოს პრემიერ-მინისტრი აზერბაიჯანის დედაქალაქს დელეგაციასთან ერთად ეწვია, რომლის შემადგენლობაში პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური განცხადებას ავრცელებს

სპეციალური საგამოძიებო სამსახური 2024 წლის ნოემბერსა და დეკემბერში დაწყებულ სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: „სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში, 2024 წლის ნოემბერსა და დეკემბერში, ქ. თბილისში, საპროტესტო აქციის მონაწილეთა მიმართ განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებისა და ჟურნალისტების პროფესიულ საქმიანობაში უკანონო ხელშეშლის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით, გამოძიება აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, თითოეულ შემოსულ შეტყობინებაზე სწრაფი სამართლებრივი რეაგირება მოახდინა. გამოძიების დაწყებიდან დღემდე გამოკითხულია 343 პირი, მათ შორის 49 ჟურნალისტი. აქციაზე დაშავებული 226 პირის მიმართ, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში დაინიშნულია სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა. სამსახური დეტალურად სწავლობს საპროტესტო აქციის გამართვის ადგილსა და მიმდებარე ქუჩებზე დამონტაჟებული სამეთვალყურეო ვიდეოკამერების, ასევე სხვა წყაროებიდან მოპოვებულ ჩანაწერებს, რომელთა ჯამური ხანგრძლივობა 1400 საათს აღემატება. მტკიცებულებათა შეგროვების მიზნით, სასამართლო განჩინების საფუძველზე, ამოღებული იქნა 59 პირის ტანსაცმელი, რომელზეც ბიოლოგიური და ტრასოლოგიური ექსპერტიზები დაინიშნა.დროებითი მოთავსების იზოლატორებიდან და თბილისის საქალაქო სასამართლოდან მიმდინარეობს აქციაზე დაკავებულ პირთა ადმინისტრაციული სამართალწარმოების მასალების გამოთხოვა და შესწავლა.ასევე, მიმდინარეობს საპოლიციო ღონისძიებების განხორციელებასა და დაშავებულ მოქალაქეთა დაკავებაში მონაწილე სამართალდამცავების გამოკითხვები.სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ მოპოვებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, საქართველოს პროკურატურის მიერ, დაზარალებულის სტატუსი უკვე 52 პირს მიენიჭა.სამსახური აქციაზე დაშავებული მოქალაქეების უფლებების დასაცავად კანონით გათვალისწინებულ ყველა საშუალებას იყენებს, ამ მიზნით თითოეულ მათგანს უტარდება სამედიცინო ექსპერტიზა, მათი დაზიანების დოკუმენტირებისთვის კლინიკებიდან ხდება სამედიცინო დოკუმენტების გამოთხოვა, გამოძიება სწავლობს გამოკითხვაში მათ მიერ დაფიქსირებულ ყველა გარემოებას. თითოეულ პირს და მათ უფლებადამცველებს სისხლის სამართლის საქმის მასალებთან წვდომის და გაცნობის შესაძლებლობა ეძლევა, მაქსიმალურად ინფორმირებული არიან მიმდინარე გამოძიების პროცესის თაობაზე.სპეციალურ საგამოძიებო სამსახური, დამნაშავე პირების გამოვლენის მიზნით, ასევე, აქტიურად აწარმოებს გამოძიებას 2024 წლის 7 დეკემბერს, ქ. თბილისში, გრიბოედოვის ქუჩაზე, ტელეკომპანია „ტვ პირველის“ თანამშრომლებზე განხორციელებულ თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით.გამოძიების ფარგლებში გამოიკითხა 52 პირი.თავდასხმის ამსახველ კადრებზე, ასევე, გამოძიების მიერ შემთხვევის ადგილიდან და მიმდებარე ქუჩებიდან მოპოვებულ სამეთვალყურეო ვიდეო კამერის ჩანაწერებზე, სადაც აღბეჭდილია დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების გადაადგილება, პირთა იდენტიფიცირების, მათ შორის გამოძიებისთვის საინტერესო პიროვნებებთან შესადარებლად, ლ. სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში დანიშნულია ჰაბიტოსკოპური ექსპერტიზა.ტელეკომპანია ,,ტვ პირველის” მომართვის საფუძველზე, სასამართლოს განჩინებით 2025 წლის 16 იანვარს ამოღებულ იქნა მეხსიერების ბარათი, რომელშიც დაცულ მასალას შესაბამისი ექსპერტიზები ჩაუტარდება.პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად ამოღებულ მობილურ ტელეფონებზე და სხვა ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი ნივთებზე, მეხსიერებაში დაცული ინფორმაციის აღდგენის მიზნით, დანიშნულია კომპიუტერული ექსპერტიზა.გამოძიებისთვის საინტერესო პიროვნებების დაზარალებულთან შესაძლო ფიზიკური შემხებლობის და გენეტიკური პროფილების დასადგენად ლ.სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ბიოლოგიურ-გენეტიკური, ტრასოლოგიური და ქიმიური ექსპერტიზები ტარდება.მიმდინარე ექსპერტიზებთან დაკავშირებით, სამსახური აქტიურად თანამშრომლობს ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან.როგორც საზოაგდოებისთვის ცნობილია, ჟურნალისტი მაკა ჩიხლაძე და ოპერატორი გიორგი შეწირული ცნობილი არიან დაზარალებულად.საქმეზე გამოძიება ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის, ძარცვის და ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილის, 118-ე მუხლის მეორე ნაწილის და 178-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის კვალიფიკაციით მიმდინარეობს.სამსახური, გამოძიების შედეგების შესახებ ინფორმაციას საზოგადოებას დამატებით მიაწვდის“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

„ის ჩემს გარდაცვლილ შვილს მივამსგავსე…“ – 55 წლის კაცმა 22 წლის გოგონას თირკმელი გადაუნერგა

55 წლის ბრიტანელმა, ენდი ემოტმა 22 წლის გოგონას, სახელად ამბერს თირკმელი გადაუნერგა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.  გამოცემის ცნობით, წლების წინ ენდის ქალიშვილიც ფილტვის დაავადებამ იმსხვერპლა. სარა ორგანოს გადანერგვიდან 364 დღეში გარდაიცვალა. „როდესაც ემბერის შესახებ გავიგე, ის  ჩემს გარდაცვლილ შვილს, სარას მივამსგავსე და მაშინვე მივხვდი, რომ მისთვის რაღაც უნდა გამეკეთებინა. მე მას თირკმელი გადავუნერგე, ისევე როგორც ერთ დროს უცხო ადამიანმა ჩემს შვილს",- ამბობს ენდი.

ბოლო სიახლეები