სამშაბათი, სექტემბერი 16, 2025

“მშვიდობით სკოლა!!!” – ვინ არის ბათუმელი ბიჭუნა, რომლის განცხადებამ ინტერნეტი გაახალისა

“გთხოვთ, გა­მა­თა­ვი­სუფ­ლოთ სას­წავ­ლო პრო­ცე­სი­დან, რად­გან ძა­ლი­ან მე­ზა­რე­ბა სწავ­ლა და ეს სა­კი­თხი ოჯახ­ში მუდ­მი­ვად კონ­ფლიქ­ტის სა­გა­ნია.

მივ­დი­ვარ სო­ფელ­ში ბე­ბი­ას­თან, სა­დაც დილა, სა­ღა­მო, შუ­ა­დღეს ჩემს ნე­ბა­ზე ვიქ­ნე­ბი. მშვი­დო­ბით სკო­ლა!!!” – ბა­თუ­მის მე-15 სა­ჯა­რო სკო­ლის მე­სა­მე კლა­სის მოს­წავ­ლის, გეგა წი­ტა­იშ­ვი­ლის ამ გან­ცხა­დე­ბამ, რამ­დე­ნი­მე დღის წინ, “ფე­ის­ბუ­ქი” მო­ი­ა­რა და ქარ­თვე­ლი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბე­ლი გა­ა­ხა­ლი­სა.

8 წლის ბი­ჭუ­ნას გაც­ნო­ბა ჩვენც გა­დავ­წყვი­ტეთ და მის დე­დას და­ვუ­კავ­შირ­დით, რო­მე­ლიც ბა­თუ­მე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტია. ხა­ტია იაშ­ვი­ლი გა­ზეთ “აჭა­რა­ში” მუ­შა­ობს და AMBEBI.GE-ს უყ­ვე­ბა მისი

შვი­ლის შე­სა­ხებ:

– გეგა სამი წლის ასა­კი­დან სო­ფელ­ში ბე­ბი­ას­თან იზ­რდე­ბო­და, ბებო, იქა­უ­რო­ბა ძა­ლი­ან უყ­ვარს… თუ რა­მის გა­კე­თე­ბა არ უნდა, გვე­უბ­ნე­ბა, რომ სო­ფელ­ში მი­დის – ასე აპ­რო­ტეს­ტებს. თუმ­ცა, იქ რომ არის, აქეთ უნდა… მოკ­ლედ, როცა ის ცნო­ბი­ლი გან­ცხა­დე­ბა და­წე­რა, მის მო­რიგ პრო­ტესტთან გვქონ­და საქ­მე…

კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში დატ­ვირ­თუ­ლი გრა­ფი­კი აქვს, კარ­გად სწავ­ლობს, ყო­ჩა­ღი ბავ­შვია, მაგ­რამ ხან­და­ხან სი­ზარ­მა­ცე შე­მო­უ­ტევს ხოლ­მე. იმ დღე­საც შა­ბა­თი იყო, მთე­ლი დღე კომ­პი­უ­ტერ­ზე დე­ი­დაშ­ვილს ეთა­მა­შე­ბო­და ინ­ტერ­ნე­ტით.

mshoblebi

ვი­რას ვუ­თხა­რი, ვი­მე­ცა­დი­ნოთ-მეთ­ქი და სწავ­ლა აღარ მინ­და, სო­ფელ­ში წა­ვა­ლო. წას­ვლა ასე არ ხდე­ბა, სკო­ლას შენ­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა აქვს აღე­ბუ­ლი, ვინ­მე საქ­მის კურ­სში უნდა ჩა­ა­ყე­ნო, თან, ჩემ­ზეც იტყვი­ან – ცუდი დე­და­აო. რად­გან შენი სურ­ვი­ლია, გან­ცხა­დე­ბა უნდა და­წე­რო-მეთ­ქი. რა

გან­ცხა­დე­ბაო? ფორ­მა არ­სე­ბობს და ახლა მო­გი­ძებ­ნი ინ­ტერ­ნეტ­ში-მეთ­ქი.

მოკ­ლედ, დაჯ­და და იმ ფორ­მის მი­ხედ­ვით წერა და­ი­წყო, ტექ­სტი თვი­თონ მო­ი­ფიქ­რა. და­წე­რა­ში ცოტა მი­ვეხ­მა­რე. რომ და­ას­რუ­ლა, წინ და­მი­დო. ხომ ვამ­ბობ, მის­გან ასეთ პრო­ტეს­ტებს მიჩ­ვე­უ­ლი ვარ, მაგ­რამ ამ წე­რი­ლო­ბით ფორ­მა­ზე ძა­ლი­ან გა­მე­ცი­ნა. მერე გან­ცხა­დე­ბა მის დამ­რი­გე­ბელს ზე­ი­ნაბ შა­ვა­ძეს გა­და­ვუგ­ზავ­ნე – და­მეხ­მა­რე, მიშ­ვე­ლე-მეთ­ქი. ზე­ი­ნა­ბი გე­გას აღ­ზრდის სა­კი­თხებ­ში გვერ­დში მიდ­გას, ჩარ­თუ­ლია, მისი მად­ლო­ბე­ლი ვარ…

– ინ­ტერ­ნეტ­ში რო­გორ მოხ­ვდა გან­ცხა­დე­ბის ფოტო?

– მას მერე ეს თემა ზე­ი­ნაბ­თან გან­ვი­ხი­ლეთ, „ფე­ის­ბუკ­ზე“ ჩემს გვერ­დზე დავ­დე, რო­გორც გე­გას მო­რი­გი აქ­ტი­ვო­ბა, მაგ­რამ არ დარ­ჩე­ნი­ლა ჯგუ­ფი, სა­მე­გობ­რო წრე, გვერ­დი, ადა­მი­ა­ნი, არ გა­ე­ზი­ა­რე­ბი­ნა. არ მე­გო­ნა, თუ ამ­ხე­ლა ამ­ბავს გა­მო­იწ­ვევ­და…

mshoblebi.ge

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

შსს – 30-მდე აქტივისტი სიტყვიერად დაუპირისპირდა რამდენიმე მოქალაქეს, საიდანაც ერთ-ერთმა მოახდინა პისტოლეტის დემონსტრირება, აქტივისტებმა შებოჭეს და წაართვეს იარაღი, რაც სავარაუდოდ, პნევმატური პისტოლეტია – დაკავებულია...

შსს-ს ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს 2009 წელს დაბადებული პირი, რომელიც აქციის მონაწილეებთან იარაღის დემონსტრირებას ახდენდა. შსს ბესიკის ქუჩაზე მომხდარ ინციდენტზე ინფორმაციას ავრცელებს და აცხადებს, რომ 30-მდე აქტივისტი რუსთაველისა და ბესიკის ქუჩის კვეთაზე სიტყვიერად დაუპირისპირდა რამდენიმე მოქალაქეს, საიდანაც ერთ-ერთმა მოახდინა პისტოლეტის დემონსტრირება, რის გამოც აქციის ორი მონაწილე გაეკიდა მას. შსს-ს თანახმად, აღნიშნული პირი შევიდა ბესიკის ქუჩის მიმდებარედ არსებულ კაფეში, სადაც აქტივისტებმა შებოჭეს და წაართვეს იარაღი, რომელიც პირველადი დათვალიერებით, სავარაუდოდ, არის პნევმატური პისტოლეტი. უწყების ცნობით, დადასტურების შემთხვევაში დანაშაული 7 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. "შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 2009 წელს დაბადებული დ.გ. დააკავეს. გამოძიებით დგინდება, რომ 2025 წლის 15 სექტემბერს, საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან მსვლელობით წამოსული ოცდაათამდე აქტივისტი რუსთაველისა და ბესიკის ქუჩის კვეთაზე სიტყვიერად დაუპირისპირდა რამდენიმე მოქალაქეს, საიდანაც ერთ-ერთმა მოახდინა პისტოლეტის დემონსტრირება, რის გამოც აქციის ორი მონაწილე გაეკიდა მას. აღნიშნული პირი შევიდა ბესიკის ქუჩის მიმდებარედ არსებულ კაფეში, სადაც აქტივისტებმა შებოჭეს და წაართვეს იარაღი, რომელიც პირველადი დათვალიერებით, სავარაუდოდ, არის პნევმატური პისტოლეტი. ხსენებული პირი და წართმეული იარაღი აქტივისტებმა გადასცეს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს. დადასტურების შემთხვევაში დანაშაული 7 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - ნათქვამია ინფორმაციაში.

მარკო რუბიო აცხადებს, რომ დონალდ ტრამპმა რუსეთთან მიმართებაში შესაძლოა, სანქციების დაწესების გადაწყვეტილება მიიღოს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო აცხადებს, რომ დონალდ ტრამპმა რუსეთთან მიმართებაში, შესაძლოა, სანქციების დაწესების გადაწყვეტილება მიიღოს.ამის შესახებ მარკო რუბიომ „ფოქს ნიუსთან“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. რუბიოს ჟურნალისტმა ჰკითხა, კიდევ რამდენ დროს მისცემს ტრამპი პუტინს იქამდე, ვიდრე იმ სანქციებს დაუწესებს, რომლითაც იმუქრება.„ვიცით, რა ტიპის სანქციების გამოყენების შესაძლებლობა გვაქვს და გარკვეულ ეტაპზე პრეზიდენტმა, შეიძლება, მათი გამოყენების შესახებ გადაწყვეტილება მიიღოს. ეს მის მიერ მისაღები გადაწყვეტილება იქნება. ის ხელოვნურ ვადას არ დაასახელებს. მაგრამ მან ასევე აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, სანქციები ევროპამაც დააწესოს. ევროპაში არიან ქვეყნები, რომლებიც კვლავ ყიდულობენ რუსულ პროდუქტებს, მათ შორის რუსულ ნავთობს. პრეზიდენტმა ჩვენს ევროპელ პარტნიორებს მოუწოდა, რომ თავად დააწესონ ის სანქციები, რომელთა დაწესებასაც ჩვენგან ითხოვენ“, – თქვა რუბიომ.სახელმწიფო მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ მათ სურთ, წაახალისონ ევროპა, რეალურად გააკეთონ ის, რასაც ამერიკისგან ითხოვენ.

არავითარი დანდობა არც ყოფილი გუნდის წევრის, არც ახლანდელი წევრის მიმართ არ უნდა იყოს, ვინც იმ პრინციპს გადაუხვევს, რასაც ეროვნული ინტერესი ჰქვია – გია ვოლსკი

"არავითარი დანდობა არც ყოფილი გუნდის წევრის, არც ახლანდელი წევრის მიმართ არ უნდა იყოს, ვინც იმ პრინციპს გადაუხვევს, რასაც ეროვნული ინტერესი ჰქვია, მათ შორის, ერთ-ერთი დამანგრეველი არის კორუფცია", - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ "ღამის კურიერში" სტუმრობისას განაცხადა."სწორად სვამთ შეკითხვას. თუ გამოძიება მიმდინარეობს, გამორიცხავთ, რომ ვიღაცის გვარები, ყოფილი წევრები ფიგურირებდნენ?... მე გამოვრიცხავ. არა მარტო მე გამოვრიცხავ ამას, მაგრამ, ინფორმაცია, რომელიც უნდა წარმოადგინოს გამოძიებამ ყველა დეტალის შემცველი უნდა იყოს. ამასთან დაკავშირებით როდესაც ამბობ - მე კი გამოვრიცხავ, მაგრამ დაველოდოთ გამოძიებას, უკვე ტოვებ გარკვეულ შეკითხვებს შენი გუნდის ყოფილი წევრების მიმართ. ასეთი შეკითხვები არ არსებობს. ეს იმიტომ დასახელდა , რომ თქვენ შეკითხვა დამისვათ, რომ ხალხში რაღაც ნიჰილიზმი გაჩნდეს, არასტაბილურობის განცდა უნდათ შემოიტანონ.ჩვენი მხრიდან მინიშნებები რაზეც კეთდება, ამის იქით საკომენტარო დღეს არაფერია. არავითარი დანდობა არც ყოფილი გუნდის წევრის, არც ახლანდელი წევრის მიმართ არ უნდა იყოს, ვინც იმ პრინციპს გადაუხვევს, რასაც ეროვნული ინტერესი ჰქვია, მათ შორის, ერთ-ერთი დამანგრეველი არის კორუფცია, ნებისმიერი ქვეყნისთვის", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

პაატა ბურჭულაძე – ჭკუა თუ შესწევთ, რამდენიმე ორგანიზატორი უნდა დატოვონ გარეთ, რომ 4 ოქტომბერს აქცია იყოს მართვადი, თორემ ვნახეთ უმართავი ხალხი ნეპალში, რვა საათზე...

„რუსთაველის გამზირის“ ლიდერის, პაატა ბურჭულაძის განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ აქვს ორი ვარიანტი, „მშვიდობიანად წავიდნენ ან შეეწინააღმდეგონ და მაინც წავიდნენ“.„მაქვს მოლოდინი, რომ ჩვენ მშვიდობიანად ჩავატარებთ ეროვნულ კრებას, მშვიდობიანად გადმოვიბარებთ ხელისუფლებას. ვინმე თუ აჰყვება ბიძინა ივანიშვილის ხუშტურს, სროლა და რაღაც, ძალიან მკაცრად ვუპასუხებთ ჩვენც. ამას ვერ შეაჩერებენ. ორი ვარიანტი აქვთ, მშვიდობიანად წავიდნენ ან შეეწინააღმდეგონ და მაინც წავიდნენ. რაც შეეხება შეწინააღმდეგებას, ძალიან ინანებენ“, – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში.ამასთან, ბურჭულაძემ აღნიშნა: „ცოტათი მაინც თუ ჭკუა შესწევთ, რამდენიმე ორგანიზატორი უნდა დატოვონ, რომ აქცია იყოს მართვადი, რომ ხალხი არ იყოს უმართავი, თორემ ჩვენ ვნახეთ უმართავი ხალხი ნეპალში“.ბურჭულაძე ამბობს, რომ მათი სურვილია, მშვიდობიანად დაამხონ ბიძინა ივანიშვილი.„ჩვენ გვინდა, მშვიდობიანად დავამხოთ ბიძინა ივანიშვილი. მოგვეცით საშუალება, ეს მშვიდობიანად გავაკეთოთ. ყველას თუ დაგვიჭერთ, ხალხი გამოვა და ნახავთ, რა მოგივათ“, – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.პაატა ბურჭულაძემ 4 ოქტომბერს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ იქნება სამი ლოკაცია, ამავდროულად, განაცხადა, რომ იმავე დღეს მოხდება საზოგადოებისთვის მინისტრთა კაბინეტის შეთავაზება.„ჩვენ უნდა გვქონდეს სამი ლოკაცია. ამ ლოკაციებს მოგვიანებით ვიტყვით. ველოდებით 200-დან 300 ათასამდე ადამიანს. პირველი საკითხი იქნება – გინდა თუ არა, ხელისუფლება კონსტიტუციის ფარგლებში ჩაიბაროს ქართველმა ხალხმა. დარწმუნებული ვარ, ყველა იტყვის – კი. იმ მომენტიდან საქართველოს ვიბარებთ ჩვენ ხელში. ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ ხელისუფლება წავიდეს, რადგან დღეს ჩვენ არ გვყავს ხელისუფლება. რაც შეხება მეორე და მესამე საკითხს, ამას მოგვიანებით გეტყვით. ვფიქრობ, ეყოფათ ჭკუა, რომ სროლა არ ატეხონ და მარტო ფიზიკურად შემოვიდნენ. 4-შივე მოხდება საზოგადოებისთვის მინისტრთა კაბინეტის შეთავაზება, ხალხმა უნდა იცოდეს ვინ არის. ყველაფერი გამოცხადდება. ტექნიკური მთავრობა იქვე გამოცხადდება. მშვიდობას უნდა ბრძოლა, თორემ გამოსვლით და „ძირს ოლიგარქიას“ ძახილმა უკვე თავისი დრო მოჭამა. ბრძოლა ბოლომდე, არ უნდა დავნებდეთ. ჩემი აზრით, 8:00 საათზე უკვე დასრულებული იქნება. უკვე გადმობარებული უნდა იყოს. ჩემი გადმოსახედიდან, არჩევნები ტყუილად ტარდება“, – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.პაატა ბურჭულაძე ასევე ამბობს, რომ ამ დღეებში ძალოვნები მიმართავენ თავიანთ კოლეგებს, არ მიაყენონ შეურაცხყოფა აქციის მონაწილეებს.„ამ დღეებში ძალიან ბევრი კარგი მოწოდება იქნება, რომლებსაც ჩვენ გავასაჯაროებთ. ჯერ არ ვასაჯაროებთ, რადგან ძალიან ადრეა. ძალოვნები მიმართავენ ისევ თავიანთ კოლეგებს, რომ ხელი არ წაუცდეთ და არ მიაყენონ შეურაცხყოფა“, – აღნიშნა პაატა ბურჭულაძემ.

სიახლე, რომელიც 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება

გაგაცნობთ, სიახლეს, რომელიც 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება. ინფორმაციას შსს მომსახურების სააგენტო ავრცელებს:„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, 2025 წლის 1-ელი ოქტომბრიდან CE, DE კატეგორიების და C1E, D1E ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდების პრაქტიკული ნაწილი ორეტაპიანი ხდება.ცვლილების მიხედვით, პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპს კანდიდატი დახურულ მოედანზე ჩააბარებს, ხოლო გამოცდის მეორე ეტაპი რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული საგამოცდო მარშრუტების შესაბამისად ჩატარდება.მძღოლობის კანდიდატს უფლება აქვს პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე გავიდეს პირველი ეტაპის წარმატებით ჩაბარებიდან 365 კალენდარული დღის განმავლობაში.365 დღიანი ვადის ამოწურვის შემთხვევაში, პრაქტიკული გამოცდის პირველ ეტაპზე მიღებული დამაკმაყოფილებელი შედეგი კარგავს იურიდიულ ძალას.აღნიშნული კატეგორიების/ქვეკატეგორიების მართვის უფლების მიღების მსურველები პრაქტიკული გამოცდის ჩაბარებას მომსახურების სააგენტოს რუსთავის და ქუთაისის სტრუქტურულ ერთეულებში შეძლებენ. პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის გამოცდაზე გასასვლელად სავალდებულოა რიგის დაჯავშნა, რაც შესაძლებელია:უშუალოდ, სააგენტოს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულში გამოცხადებით;ვებგვერდის მეშვეობით;მობილური აპლიკაციის საშუალებით.

ბოლო სიახლეები