მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა, მშვიდობა არის მთავარი, რისთვის უნდა იზრუნოს ყველა სახელმწიფომ, რომელიც პასუხისმგებლობით ეკიდება საკუთარი ხალხისა და სხვა ხალხების ინტერესებს – ირაკლი კობახიძე

Read Time:47 Second

მშვიდობა არის მთავარი, რისთვის უნდა იზრუნოს ყველა სახელმწიფომ, რომელიც პასუხისმგებლობით ეკიდება საკუთარ ხალხს, საკუთარი ხალხის ინტერესებსა და სხვა ხალხების ინტერესებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, პარლამენტში, დასკვნითი სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა.

„რაც შეეხება საგარეო-პოლიტიკურ კონტექსტს ვიტყვი, რომ ბევრი რამ იქნება დამოკიდებული რეგიონში მოვლენების განვითარებაზე. გლობალურად პოლიტიკური მოვლენების განვითარებაზე. მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა და მშვიდობა არის მთავარი, რისთვის უნდა იზრუნოს ყველა სახელმწიფომ, რომელიც პასუხისმგებლობით ეკიდება საკუთარ ხალხს, საკუთარი ხალხის ინტერესებს და სხვა ხალხების ინტერესებს. მე მინდა, უკრაინას ვუსურვო მშვიდობა. ჩვენ რამდენიმე დღის წინ ვუმასპინძლეთ უკრაინელს ბავშვებს, რომლებიც საქართველოს მთავრობის ინიციატივით, ჩამოსული იყვნენ საქართველოში, მიეცათ აქ დროის გატარების, დასვენების საშუალება და ამ ბავშვებს სჭირდებათ მშვიდობა. მე ძალიან დიდი იმედ მინდა, გამოვთქვა, რომ ძალიან მალე უკრაინაში ჩვენს მეგობარ ქვეყანაში დამყარდება მშვიდობა.

ასევე გლობალური მოვლენების განვითარება ვფიქრობ, მალე მოგვცემს ჩვენ ურთიერთობების გადატვირთვის საშუალებას ჩვენს მთავარ პარტნიორებთან. ეს არის აშშ, ევროკავშირი და მჯერა, რომ ეს ყველაფერი მოხდება ძალიან მალე“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მიხეილ ყაველაშვილი: პირადად მე სწორედ ფეხბურთთან დაკავშირებით ჩადენილი დანაშაულის გამო დავიწყე წინა ხელისუფლებასთან ბრძოლა – მივხვდი, რომ იმ ხელისუფლების დროს შეუძლებელი იყო რომელიმე დარგის განვითარება
Next post რა უთხრა სანიოლმა ხვიჩა კვარაცხელიას პორტუგალიასთან თამაშამდე