შაბათი, თებერვალი 22, 2025

მურმან ჯინორია 78 წლის- საკუთარ იუბილეს იმ თეატრის სცენაზე შეხვდა, რომელზეც ცხოვრების 42 წელი გაატარა

რუსთაველის თეატრის მსახიობი და მხატვრული კითხვის ოსტატი მურმან ჯინორია 78 წლის გახდა, საიუბილეო თარიღს ის მაყურებელთან ერთად ხვდება, ჩვეულებად ქცეულ პროფესიას ასაკი ვერაფერს აკლებს, პირიქით, მაყურებელთან დამაკავშირებელ ემოციურ ძაფს დღეს უფრო კარგად პოულობს.

თეატრი დედამ შეაყვარა, ბავშვობაში წარმოდგენების შესახებ ხშირად უყვებოდა. პერსონაჟები ჯერ საკუთარ წარმოსახვაში შექმნა და განასახიერა, შემდეგ კი თეატრში მივიდა, სადაც ნახევარ საუკუნეზე მეტხანს დაჰყო.

14 წლის წინ, ქართული პოეზიის ნიმუშებზე აგებული სპექტაკლი, დღემდე ანშლაგით მიმდინარეობს.

მის ბიოგრაფიაში მნიშვნელოვანი ადგილი სატელევიზიო სპექტაკლს – “ჯერ დაიხოცნენ მერე იქორწინეს” უკავია, 1975 წელს გადაღებულ დადგმაში მის მიერ განსახიერებული სერგო მაყურებლის მეხსიერებაში დიდხანს დარჩა.

მთავარი შემოქმედებითი სივრცე რუსთაველის თეატრია, სადაც 1983 წლიდან მუშაობს. სწორედ აქ ჩაეყარა საფუძველი მხატვრულ კითხვას, რომელიც მის მრავალწლიან კარიერაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს.

რამდენიმე დასამახსოვრებელი როლი 70-იანი წლების ქართულ კინოც შექმნა. მსახიობის შემოქმედება მრავალი ჯილდოთია აღიარებული, მათ შორის კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემიით.

მურმან ჯინორია თეატრისთვის არა მხოლოდ გამორჩეული მსახიობი, არამედ კინოსა და პოეზიის სცენური ინტერპრეტაციის ნამდვილი ოსტატია, რომელმაც თეატრალურ სამყაროს ახალი ემოციური და ესთეტიკური განზომილება შესძინა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

საპენსიო სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს

საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი ჭიჭინაძემ 2024 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში საპენსიო სააგენტოს მიერ გაწეული საქმიანობის და განხორციელებული ღონისძიებების ანგარიში, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტს, წარუდგინა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საპენსიო სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, აქტივების წმინდა ამონაგებმა 2019 წლის 1-ლი იანვრიდან 2024 წლის 30 ივნისამდე 67.9%, ხოლო ამავე პერიოდში რეალურმა ამონაგებმა ინფლაციის გათვალისწინებით 21.4% შეადგინა. ამასთან, საპენსიო სააგენტოს მონაცემებით, მოცემული პერიოდის მანძილზე, პენსია გაიცა სხვადასხვა კატეგორიის 4 019 პირზე და ჯამურად შეადგინა 17 433 462 ლარი. „აღსანიშნავია, რომ 2024 წლის 3 იანვარს, ყველა იმ მონაწილის საპენსიო აქტივები, რომლებმაც არ გამოიყენეს საინვესტიციო პორტფელის არჩევის უფლება 2023 წლის აგვისტოდან, დაბრუნდა კონსერვატიულ საინვესტიციო პორტფელში, სხვა პორტფელის არჩევის შესაძლებლობით. შედეგად, 2024 წლის 4 იანვარს, კონსერვატიულმა პორტფელმა მთელი საპენსიო აქტივების 99.1% შეადგინა. 2024 წლის 30 ივნისის მდგომარეობით საპენსიო სააგენტოს მიერ მართულმა 3 პორტფელმა - კონსერვატიული, დაბალანსებული და დინამიკური - საკმაოდ კარგი შედეგი აჩვენა და ფონდების გაშვებიდან 30 ივნისამდე დაგენერირებულმა ამონაგებმა შესაბამისად 9.8%, 13.4% და 15.0% შეადგინა. 2023 წლის ნოემბერში შეიქმნა საინვესტიციო რისკების მთავარი ოფიცრის პოზიცია და 2024 წელს დაინიშნა შესაბამისი კადრი. ამ საქმიანობის ფარგლებში საინვესტიციო რისკების მონიტორინგის სამსახურის მიერ რეგულარულად ხდება საინვესტიციო რისკების ანგარიშის მომზადება. 2024 წლის 15 თებერვალს ხელი მოეწერა სპეციალიზებული დეპოზიტარული მომსახურების ხელშეკრულებას. რისკების კონტროლის დეპარტამენტმა წარმატებით გაიარა ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის ISO 27001-თან შესაბამისობის საკონტროლო შემოწმება, რომელიც 2024 წლის მაისში ჩატარდა. აღსანიშნავია, რომ საზედამხედველო აუდიტის ფარგლებში ISO 27001 სტანდარტთან შეუსაბამობა არ დაფიქსირებულა. საქართველოს პარლამენტის მიერ შერჩეული აუდიტორული კომპანიის შპს დელიოტი და ტუში მიერ 2024 წლის 22 მაისს დასრულდა სააგენტოსა და საპენსიო ფონდის 2023 წლის ფინანსური ანგარიშგების აუდიტის პროცესი და მომზადდა აუდიტის დასკვნები. კვლავ პრიორიტეტს წარმოადგენს, სქემაში ჩართული პირებისთვის ინფორმაციის მიწოდება, 2024 წლის განმავლობაში გამოქვეყნდა 499 სატელევიზიო, რადიო, ონლაინ და ბეჭდური მასალა. ასევე, საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება ხორციელდებოდა საპენსიო სააგენტოს სოციალური ქსელების, ელექტრონული ფოსტის, ვებ გვერდის, ბლოგის, მოქალაქეთა მისაღების, იუსტიციის სახლების 117 ფილიალის და ცხელი ხაზის დახმარებით. ამავე პერიოდში განხორციელდა ვებ-გვერდის რებრენდინგი და შშმ პირებზე ადაპტაცია,“ - აღნიშნულია საპენსიო სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ჯეი დი ვენსი – იდეა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა მოლაპარაკება უნდა დაიწყოს სიტყვებით „იქნებ უკრაინა ნატო-ში შევუშვათ“, საღ აზრს ეწინააღმდეგება

იდეა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა მოლაპარაკება უნდა დაიწყოს სიტყვებით „იქნებ უკრაინა ნატო-ში შევუშვათ“, საღ აზრს ეწინააღმდეგება, – ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი სოციალურ ქსელ „იქსში“ გამოქვეყნებულ განცხადებაში წერს. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი პასუხობს ბრალდებებს, რომ ტრამპის ადმინისტრაციის პოზიცია რუსეთის მიმართ „დაშოშმინებას” წარმოადგენს. „ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს კონფლიქტის დასასრულებლად. ეს იქნებოდა „დაშოშმინება” მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ფიქრობთ, რომ უკრაინელებს გამარჯვების რეალური გზა აქვთ. მათ ეს გზა არ აქვთ, ამიტომ ეს დაშოშმინება არ არის. რამდენადაც ვხვდები, „დაშოშმინების“ შესახებ ბრალდებები რამდენიმე არგუმენტს ეყრდნობა. პირველი არის კრიტიკა იმისა, რომ ჩვენ საერთოდ ვსაუბრობთ რუსებთან. პრეზიდენტს სჯერა, რომ დიპლომატიის საწარმოებლად თქვენ რეალურად უნდა ესაუბროთ ხალხს. ამას ადრე სახელმწიფო მოღვაწეობას უწოდებდნენ; მეორე იდეა – ხშირად ყალბ მედიარეპორტაჟებზე დაყრდნობით – რომ ჩვენ „რუსებს ყველაფერი მივეცით, რაც სურდათ“; მესამე, რომ თუ ჩვენ დახმარების კიდევ ერთ პაკეტს მივიღებდით, უკრაინა მოსკოვამდე მივიდოდა, ნავალნის მკვდრეთით აღადგენდა და რუსეთს დემოკრატიულ და თავისუფალ ლიდერს დაუსვამდა (მე ვაზვიადებ, მაგრამ მხოლოდ ცოტათი). ყველა ეს არგუმენტი აშკარად მცდარია“, – წერს ვენსი. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ასევე აცხადებს, რომ ტრამპს დასახული აქვს მიზანი და კარგად აწარმოებს მოლაპარაკებებს. „ჩვენ არ ვაპირებთ ჩვენი მოლაპარაკების პოზიციის გამჟღავნებას იმისთვის, რომ ხალხი უკეთ გრძნობდეს თავს. პრეზიდენტი ცდილობს, მიაღწიოს მდგრად მშვიდობას და არა – დაამშვიდოს უკრაინის დროშების მოფრიალე ადამიანების ეგო ან შფოთვა. იდეა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა უნდა დაიწყოს მოლაპარაკება სიტყვებით „იქნებ უკრაინა ნატო-ში შევუშვათ“, ეწინააღმდეგება ყველანაირ საღ აზრს. კიდევ ერთხელ, ეს არ არის დათმობა, როცა აღიარებ რეალობას, რეალობას, რომელზეც პრეზიდენტი ტრამპი ზოგიერთ შემთხვევაში წლების განმავლობაში მიუთითებდა“, – წერს ჯეი დი ვენსი. ვენსი ასევე ამბობს, რომ მზადაა, დაიცვას პრეზიდენტ ტრამპის მიერ უკრაინის ხელმძღვანელობის მიმართ გამჟღერებული კრიტიკა.  

სიახლე ონკოპაციენტებისთვის – ქიმიო-ჰორმონო და სხივური თერაპიის დროს ჩასატარებელი აუცილებელი გამოკვლევების ჩამონათვალი და მომსახურების ტარიფები განსაზღვრა

ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილების შესახებ ონკოპაციენტებმა უკვე იციან. უწყებამ, როგორც ქიმიო, ასევე სხივური თერაპიის დროს აუცილებელი გამოკვლევების ჩამონათვალი განსაზღვრა. გაიწერა მომსახურების ტარიფიც. ამ დრომდე, ონკოთერაპიისთვის საჭირო გამოკვლევების ნუსხას თავად სამედიცინო დაწესებულება ადგენდა, ხშირ შემთხვევაში განსხვავებული იყო ტარიფებიც. ონკოპაციენტები ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გატარებულ სხვა რეფორმებზეც საუბრობენ. სიახლეებზე საუბრობს ჯანდაცვის მინისტრი. მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ პაციენტებისთვის საჭირო მომსახურების ტარიფი უკვე დადგენილია და მკურნალობის პროცესში ყველა აუცილებელ გამოკვლევას სახელმწიფო სრულად დააფინანსებს. ცვლილებებზე საუბრობენ ექიმები. ამბობენ, რომ სიახლე ონკოპაციენტებისთვის სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობას, კიდევ უფრო გაამარტივებს. კიდევ ერთი გადაწყვეტილება, ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან სამედიცინო დაწესებულებებში არსებული დავალიანების დაფარვას უკავშირდება. კლინიკების ხელმძღვანელები ამბობენ, რომ სიახლე საავადმყოფოების ფინანსურ ნაწილზეც დადებითად აისახება. დღეს არსებული მდგომარეობით, სახელმწიფოს მხრიდან, ქიმიოთერაპიის დროს ჩასატარებელი აუცილებელი გამოკვლევები 100 პროცენტით ფინანსდება. პაციენტის საჭიროების მიხედვით, ანაზღაურებადია დამატებითი ლაბორატორიული კვლევებიც. ასევე ფინანსდება, ქიმიო, ჰორმონო, სხივურ თერაპიასთან დაკავშირებით საჭირო კომპიუტერული ტომოგრაფია და მაგნიტურ-რეზონანსული გამოკვლევა.

დაკავებულია 22 პირი– რა ჩანს ფარულად გადაღებულ ვიდეომასალაში

ფარული აუდიო და ვიდეო მასალა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. მოსამართლის განჩინების საფუძველზე საკონტროლო შესყიდვის დროს გადაღებულ კადრებში ჩანს, თუ როგორ ყიდიან ბრალდებულები ნარკოტიკულ საშუალებებს. ნარკოდანაშაულის ფაქტზე სულ 22 პირია დაკავებული, მათგან 12-ს კი გამოძიება რეალიზაციას ედავება. ბრალდებულებს შორის არიან საქართველოს, ბელარუსის, უკრაინის, იორდანიისა და თურქეთის მოქალაქეები. ნაწილი წარსულში ნასამართლევია. ჰეროინი, ექსტაზი, მეტადონი, სუბოტექსი - ეს იმ ნარკოტიკული საშუალებების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას ამოიღეს. საქმეში მტკიცებულებების სახით დევს, ელექტრო სასწორები და სავარაუდოდ, რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხაც. "კურიერი" დღეს დაკავებულების ადვოკატებსაც ესაუბრა. ბრალდებულთა ნაწილი დანაშაულს აღიარებს და გამოძიებასთან თანამშრომლობს, ნაწილი კი ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს. ნარკოდანაშაულის საქმეზე გამოძიება რამდენიმე მუხლით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულებს 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ.  

„ვემშვიდობებით ჩვენს უძვირფასეს კოლეგას…“ – თბილისის 117-ე საჯარო სკოლა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

თბილისის 117-ე საჯარო სკოლა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. “როცა ყველა სიტყვა უძლურია. ვემშვიდობებით ჩვენს უძვირფასეს კოლეგას, კისკისას, უძლიერეს, უჭკვიანეს და ულამაზეს ქალბატონ ნინელი ფოლადაშვილს!” – ინფორმაციას თბილისის 117-ე სკოლა ავრცელებს. ცნობისთვის, მოცეკვავეს, ოთო ფოლადაშვილს დედა გარდაეცვალა. პედაგოგი მძიმე დაავადებას ებრძოდა.

ბოლო სიახლეები