აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე მინიფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში, საქართველოს ნაკრები სერბეთთან 2:3 დამარცხდა.
სერბები მე-6 წუთზე ნიკოლა ტომიჩის მიერ გატანილი ბურთით დაწინაურდნენ. მე-11 წუთზე, ვიდეორეფერიზე გადამოწმების შემდეგ, მსაჯმა საქართველოს სასარგებლოდ პენალტი დანიშნა, რომელიც გიორგი ქურდაძემ უნაკლოდ შეასრულა და ანგარიში გაათანაბრა.
სერბები უპირატესობა დაეუფლნენ, მომენტებს ხშირად ქმნიდნენ და 25-ე წუთზე ჟარკო მატიჩმა გუნდი კვლავ წინ გაიყვანა, 42-ე წუთზე კი იოვარ ბობარის ზუსტი დარტყმის შემდეგ მეტოქის უპირატესობა ორბურთიანი გახდა.
ერთ წუთში ტურნირის ერთ-ერთი გამორჩეული გოლით გიორგი აფციაურმა სხვაობა შეამცირა, მაგრამ საქართველოს ნაკრებმა თამაშის გადარჩენა ვეღარ მოახერხა და გათამაშებას გამოეთიშა.