სამშაბათი, მაისი 13, 2025

მსოფლიო პატრიარქმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა

მსოფლიო პატრიარქმა ბართოლომეოსმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა. მსოფლიო პატრიარქმა ვაქცინაცია სტამბოლის საავადმყოფოში გაიარა.

მსოფლიო პატრიარქმა საავადმყოფოს პერსონალს მადლობა გადაუხადა პანდემიის დროს გაწეული სამსახურისთვის.

მან ასევე სურვილი გამოთქვა, რომ მსოფლიოში რაც შეიძლება მეტი ადამიანი გაივლის ვაქცინაციას

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

GEO11-ისა და „ბარსელონას“ ლეგენდების მატჩის მონაწილეთა საბოლოო შემადგენლობები ცნობილია

16 მაისს თბილისში, „დინამო არენაზე“ საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ლეგენდები (GEO11) „ბარსელონას“ ლეგენდებს უმასპინძლებენ. შეხვედრა 19:00 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი და პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ.ცნობილია გუნდების საბოლოო განაცხადები.GEO11-ის შემადგენლობა:მეკარეები: გიორგი ლომაია, როინ კვასხვაძე;მცველები: კახა ცხადაძე, კახა კალაძე, ალექსანდრე ამისულაშვილი, ზურა ხიზანიშვილი, დავით კვირკველია, გიორგი ღუდუშაური, გიორგი ნავალოვსკი;ნახევარმცველები: სანდრო კობახიძე, გიორგი ნემსაძე, ლევან ცქიტიშვილი, გოჩა ჯამარაული, ლევან ყენია, გოგიტა გოგუა;თავდამსხმელები: ალექსანდრე იაშვილი, შოთა არველაძე, დავით სირაძე, გიორგი დემეტრაძე.მწვრთნელი: თემურ ქეცბაია.„ბარსელონას“ ლეგენდების შემადგენლობა:მეკარეები: ხესუს ანგოი, ხორდი მასიპი;მცველები: ოლეგერ პრესასი, სერხი ბარხუანი, ხუან პაბლო სორინი, კრისტანვალი, ფრედერიკ დეო, მაქსველი, ფერნანდო ნავარო;ნახევარმცველები: ფილიპ კოკუ, ჟერარ ლოპესი, იარი ლიტმანენი, ედგარ დავიდსი, ხოსე ედმილსონი, გაისკა მენდიეტა;თავდამსხმელბი: ლუდოვიკ ჟიული, ხავიერ სავიოლა, რონალდინიო.

ლოცვა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის „მსწრაფლშემსმენელის“ მიმართ

ტროპარი, ხმა 4 ღუთისმშობელისა მომართ მოვილტვით ჭირსა შინა მყოფნი და შეუვრდებით წმიდასა ხატსა მისსა. სიღრმით სულისაჲთ მხმობელნი სარწმუნოებითა, ესრეთ: მსწრაფლ ისმინე ლოცუა ჩუენი, ქალწულო, რომელი მსწრაფლშემსმენელად იწოდები, რამეთუ მარადის მზა ხარ შენ მონათა შენთა შეწევნად. ლოცვა ჰოი, ყოვლადწმიდაო ქალწულო, დედაო ღუთისა მაღლისაო, მსწარფლშემსმენელო მეოხო ყოველთა შენდა მოლტოლვილთაო, ზეციურისა დიდებისა შენისაგან გარდამოიხილე ჩემ ზედა - უხმარისა, რომელ ხატსა შენსა შევრდომილ ვარ, მსწრაფლ ისმინე მდაბალი ლოცუანი ცოდუილისა ამისანი და შესწირენ ძესა შენსა. მას ევედრე, რაჲთა განანათლოს დაბნელებული სული ჩემი მადლითა ღუთაებისა მისისათა და განწმიდოს გონებაჲ ჩემი ზრახუათაგან ამაოთა. მოამდოვროს აღძრული გული ჩემი და განკურნნეს წყლულებანი მისნი და დანერგნეს მას შინა საქმენი კეთილნი და შიშითა მოზღუდოს ყოველნი ღუაწნი ჩემნი, შემინდვეს ყოველნი ბოროტებანი ჩემ მიერ ქმნილნი, განმათავისუფლოს მე სატანჯუელისაგან საუკუნოჲსა და ნუ მომაკლებს ზეციურსა სასუფეველსა თვისსა, ჰოი, უფროსადკურთხეულო ღუთისმშობელო, მსწრაფლშემსმენელად სახელ-სდევ ხატსა შენსა და ყოველთა მოუწოდებ ხმობად შენდა სარწმუნოებითა: ნუ უგულებელს-მყოფ მწუხარესა ამას, რაჲთა არა დავინთქა სიღრმესა შინა მწუხარებათა ჩემთა, რამეთუ შენ ხარ სასო ჩემი და მომნიჭებელ ცხოვნებისა და შენსა საფარველსა და მეოხებასა შევვედრებ თავსა ჩემსა საუკუნოდ, ამინ.

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მარკო რუბიო სტამბოლში ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინის მოლაპარაკებებისთვის გაემგზავრება

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო სტამბოლში გაემგზავრება უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის ხუთშაბათს დაგეგმილი შესაძლო მოლაპარაკებებისთვის.„დაუღალავად ვმუშაობ რუსეთსა და უკრაინას შორის საშინელი სისხლისღვრის დასასრულებლად. რაც მნიშვნელოვანია, ამ კვირის ბოლოს, სავარაუდოდ, ხუთშაბათს, თურქეთში გაიმართება მოლაპარაკებები, რომლებსაც შეუძლია, საკმაოდ კარგი შედეგები მოიტანოს. ჩვენი ხალხი, მარკო რუბიო, სხვებიც იქ გაემგზავრებიან და ვნახოთ, შეგვიძლია თუ არა ამის დასრულება“, – აღნიშნა ტრამპმა.მანამდე, „როიტერმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და უკრაინის საკითხებში სპეციალური წარმომადგენელი კიტ კელოგი სტამბოლში რუსეთისა და უკრაინის მოლაპარაკებებზე გაემგზავრებიან. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მზად არის პუტინთან სტამბოლში პირდაპირი მოლაპარაკებებისთვის. ამასთან, ტრამპმა არ გამორიცხა, რომ შესაძლოა,  სტამბოლში მოლაპარაკებების დღეს პირადად ჩავიდეს.

ტრამპმა სირიისთვის სანქციების გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სირიას სანქციებს მოუხსნის. ამის შესახებ მან საუდის არაბეთში საინვესტიციო ფორუმზე განაცხადა.როგორც ტრამპმა აღნიშნა, მან სირიისთვის სანქციების გაუქმების გადაწყვეტილება საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე პრინც მუჰამედ ბინ სალმანთან და ასევე, თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან განხილვის შემდეგ მიიღო.„მე გავცემ სირიის წინააღმდეგ სანქციების შეწყვეტის განკარგულებას, რათა მივცე მათ დიდების შანსი“, – თქვა ტრამპმა.ტრამპის თქმით, აშშ-ის სირიაში სტაბილურობისა და მშვიდობის ხილვა სურს.„სირიას, რომელმაც ბევრი ტანჯვა და სიკვდილი ნახა, ახალი მთავრობა ჰყავს, რომელიც იმედი მაქვს, წარმატებას მიაღწევს ქვეყანაში სიტუაციის დასტაბილურებაში და მშვიდობის შენარჩუნებაში. ეს არის ის, რისი ხილვაც სირიაში გვინდა“, – განაცხადა ტრამპმა.როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, მიმდინარე კვირაში სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო თურქეთში შეხვდება სირიის საგარეო საქმეთა მინისტრს.„ყველგან, სადაც შეგვიძლია, ჩემი ადმინისტრაცია მიისწრაფვის მშვიდობიანი ჩართულობისკენ და სთავაზობს მეგობრობის ძლიერ და საიმედო ხელს ყველას, ვინც ამას კეთილსინდისიერად მიიღებს“, – თქვა ტრამპმა.

ჟერარ დეპარდიეს 18-თვიანი პირობითი მსჯავრი შეუფარდეს

სამშაბათს, 13 მაისს, პარიზის სისხლის სამართლის სასამართლომ ფრანგ მსახიობს, 2021 წელს ფილმის გადაღების დროს, ორი ქალის სექსუალურ შევიწროებაში დასდო ბრალი. 76 წლის ჟერარ დეპარდიეს 18-თვიანი პირობითი მსჯავრი შეუფარდეს. დაცვის მხარემ უკვე განაცხადა, რომ მსახიობი გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.პარიზის სასამართლომ მსახიობი ჯერარ დეპარდიე ორი ქალის, ამელიეს (ამჟამად - 54 წლის) და 34 წლის სარას (ფიქტიური სახელი) სექსუალურ შევიწროებაში ცნო დამნაშავედ. ისინი ჟან ბეკერის ფილმის, „მწვანე ჟალუზების“ გადასაღებ მოედანზე, შესაბამისად, დეკორატორად და რეჟისორის ასისტენტად მუშაობდნენ. ფილმი 2021 წელს გადაიღეს. ამელიემ სასამართლოს განუცხადა, რომ მსახიობი სხეულის სხვადასხვა ნაწილზე ეხებოდა, ფეხებზე ხელს უსვამდა და სექსუალური სიტყვებით მიმართავდა. „ის ყველგან მეხებოდა, მათ შორის მკერდზეც (...), მე შეშინებული ვიყავი, ის კი იცინოდა“, - თქვა მან. ეს არის მოძრაობა #MeToo ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული საქმე საფრანგეთში, რაც დიდწილად იმით არის განპირობებული, რომ სკანდელი ფრანგული კინოს ერთ-ერთ ყველაზე ცნობად ფიგურას ეხება. დეპარდიემ სასამართლო პროცესზე თავი უდანაშაულოდ მიიჩნია, მაგრამ მოსამართლე ტიერი დონარმა ჩათვალა, რომ ფრანგი მსახიობის მიერ მიცემული ჩვენებები წინააღმდეგობრივი და არადამაჯერებელი იყო. 18-თვიან პირობით პატიმრობასთან ერთად, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დეპარდიე შეიყვანეს სექსუალურ დამნაშავეთა რეესტრში, პროკურატურის მოთხოვნით კი, მსახიობს ორი წლით თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთვა. თუმცა, დაცვის ადვოკატმა უკვე განაცხადა, რომ ჟერარ დეპარდიე ყველა ამ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

ბოლო სიახლეები