ამის შესახებ ინფორმაციას მოდის სახლი „Paco Rabanne” იუწყება.
ბასკური წარმოშობის ფრანგი მოდის დიზაინერი, 88 წლის პაკო რაბანი საფრანგეთში, ბრეტანის სოფელ პორტსოლში გარდაიცვალა.
ესპანეთში დაბადებული პაკო რაბანი საფრანგეთში სამოქალაქო ომის წლებში, რესპუბლიკელების არმიის პოლკოვნიკი მეუღლის ფრანკისტების მიერ დახვრეტის შემდეგ ჩაიყვანა დედამ სხვა შვილებთან ერთად. 50-იანი წლებში პაკო რაბანი არქიტექტურის სპეციალობის დაუფლებასთან ერთად ესკიზებს ქმნიდა„დიორისთვის”, „ჟივენშისთვის”, თანამშრომლობდა შარლ ჟურდანთან, ხოლო შემდეგ საბოლოოდ თქვას უარი არქიტექტურაზე და მუშაობდა „ჟივენშიში”, „დიორში” და „ბალენსიაგაში”.
1966 წელს კი პარიზში თავისი მოდის სახლი დააარსა. იგი ხშირად იყენებდა მეტალს, ქაღალდს, პლასტმასს.