ეთელ კატერჰემი 1909 წლის 21 აგვისტოს, ტიტანიკის ჩაძირვამდე 3 წლით ადრე დაიბადა. ბრიტანელი ქალი უკანასკნელი ადამიანია, რომელიც ედუარდ VII-ს მეფობას მოესწრო, რომლის შვილთაშვილის შვილმა, მეფე ჩარლზ მესამემ, კატერჰემს სპეციალური მისალოცი ბარათი გამოუგზავნა.
მსოფლიოს ყველაზე ხანდაზმული ადამიანი ეთელ კატერჰემი 116 წლის ასაკში გარდაიცვალა

ირინოლა ჩარკვიანი-წავიდა ჩვენი სიკეთე და სიყვარული…. შენ აფეთქდები და იცოცხლებ ყველა ბგერაში, სტრიქონში…სტროფში…. მა, ჩემო ძვირფასო ბიჭო, ჩემო თვალისჩინო… ჩემ სევდას გულში შევინახავ და...
,,სიცარიელე… სევდის სინაზე…
…წავიდა ჩვენი სიკეთე და სიყვარული….შენ აფეთქდები და იცოცხლებ ყველა ბგერაში, სტრიქონში…სტროფში….
მა, ჩემო ძვირფასო ბიჭო, ჩემო თვალისჩინო…
ჩემ სევდას გულში შევინახავ და მეყვარები სამარადისოდ“ახლა რა ვუყო…”-წერს მამუკა ჩარკვიანის ქალიშვილი ირინოლა ჩარკვიანი.
მიხეილ ყაველაშვილი: ძვირფასო სამხედროებო, თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების გარანტი და მყარი საფუძველი, რომელზეც დაფუძნებულია საქართველოს მშვიდობიანი აწმყო. სწორედ თქვენს პროფესიონალიზმსა და ერთგულებაზე დგას...
„ძვირფასო სამხედროებო, თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების გარანტი და მყარი საფუძველი, რომელზეც დაფუძნებულია საქართველოს მშვიდობიანი აწმყო. სწორედ თქვენს პროფესიონალიზმსა და ერთგულებაზე დგას ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი მომავალი“,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიის 106 წლის იუბილესა და აკადემიის კურსდამთავრებულთა დაჯილდოვების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
საქართველოს თავდაცვის ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმა, ეროვნული თავდაცვის აკადემიის პირად შემადგენლობას, იუნკრებსა და მსმენელებს აკადემიის 106 წლის იუბილე მიულოცა და კურსდამთავრებულებს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.
„ამაყი ვარ, რომ მაქვს შესაძლებლობა, სიტყვით მოგმართოთ ღირსეულ, მამაც და პატრიოტ მამულიშვილებს, ჯარისკაცებს, ვინც საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის ყველაზე ძვირფასს - ჩვენი სამშობლოს სუვერენიტეტსა და თავისუფლებას იცავთ. დღეს ჩვენ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის 106 წლის იუბილეს აღვნიშნავთ. თითოეულ თქვენგანს გილოცავთ და წარმატებებს გისურვებთ ჩვენი ქვეყნისთვის საკეთილდღეო საქმიანობაში. განსაკუთრებით გილოცავთ კურსდამთავრებულებს, ვინც იმ დიდებული ქართველი ოფიცრების რიგებს უერთდებით, რომელთა სიმამაცეზე, პატრიოტიზმსა და პროფესიონალიზმზე იდგა, დგას და მომავალშიც იდგება ჩვენი ქვეყნის ღირსება და უსაფრთხოება!“- განაცხადა პრეზიდენტმა.მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, ქართული სამხედრო საქმიანობა, ყოველთვის ეფუძნებოდა ერთი მხრივ წინდახედულობას, სიბრძნესა და ისტორიულ გამოცდილებას, ხოლო მეორე მხრივ, ერთგულებას, თავდადებას და სამშობლოს უანგარო სიყვარულს.„თქვენ ხართ ადამიანები, ვინც უნდა იყოს ქართული, პატრიოტული, შეუდრეკელი სულის მაგალითი დანარჩენი საზოგადოებისთვის. ქართული სამხედრო საქმიანობა, ყოველთვის ეფუძნებოდა ერთი მხრივ წინდახედულობას, სიბრძნესა და ისტორიულ გამოცდილებას, ხოლო მეორე მხრივ, ერთგულებას, თავდადებასა და სამშობლოს უანგარო სიყვარულს. სწორედ აღნიშნული პრინციპების დაცვა იქნება თქვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი. გერქვას ღირსეული ჯარისკაცი, ნიშნავს რომ განუხრელად იცავდე ამ პრინციპებს“, - განაცხადა პრეზიდენტმა.საქართველოს პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობასა და უწყების თითოეულ თანამშრომელს დაკისრებული მოვალეობის უმაღლეს დონეზე შესრულებისთვის მადლობა გადაუხადა.„საქართველოს თავდაცვის ძალების გაძლიერება და ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებაზე ზრუნვა თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობაა. მინდა მადლობა გადაგიხადოთ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობას და თითოეულ თანამშრომელს დაკისრებული მოვალეობის უმაღლეს დონეზე შესრულებისთვის. მიხარია, რომ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში ყველა პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ გაიზარდონ უმაღლესი დონის ოფიცრები. პროფესიული მომზადების მიღმა, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ენთუზიაზმს, სიყვარულსა და პატრიოტიზმს, რომელიც ამ ქვეყნის შვილებს ისტორიულად მოგვდგამს. ეს განსაკუთრებით თვალსაჩინოა მაშინ, როდესაც საქმე სამშობლოს დაცვას ეხება“- განაცხადა პრეზიდენტმა.ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტმა, საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის კურსდამთავრებულებს დიპლომები გადასცა. ასევე, მიხეილ ყაველაშვილმა, თავდაცვის მინისტრთან და თავდაცვის ძალების მეთაურთან ერთად, აკადემიის ბიბლიოთეკაში ოკუპაციის მუზეუმი გახსნა.
ალეკო ელისაშვილი – ვიცი, რომ ლევან ხაბეიშვილს უნდა ამათი დამარცხება, ჩვენც გვინდა, უბრალოდ, ჩვენ სხვანაირად ვუყურებთ პროცესს, სხვა სტრატეგია გვაქვს და ჩვენი გზებიც აქ...
ვიცი, რომ ლევან ხაბეიშვილს უნდა ამათი დამარცხება, ჩვენც გვინდა, უბრალოდ, ჩვენ სხვანაირად ვუყურებთ პროცესს, სხვა სტრატეგია გვაქვს და ჩვენი გზებიც აქ იყოფა, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.როგორც ელისაშვილმა აღნიშნა, ლევან ხაბეიშვილს დიდ პატივს სცემს.„ლევანს ძალიან დიდ პატივს ვცემ. ძალიან ყოჩაღი, გულადი ბიჭია და ძალიან მონდომებული. ვიცი და ეჭვიც არ მეპარება, რომ ლევან ხაბეიშვილს უნდა ამათი დამარცხება, ამ ხელისუფლების. უბრალოდ, ჩვენც ანალოგიურად გვინდა, რომ დავამარცხოთ და გამოვყაროთ ამ ხელისუფლებიდან, მაგრამ ჩვენ აბსოლუტურად სხვანაირად ვუყურებთ ამ პროცესს და სხვა სტრატეგია გვაქვს, ლევანს და დანარჩენებს – სხვა სტრატეგია, ჩვენი გზებიც მანდ იყოფა. ჩვენ ჩვენს გზაზე გაგვიმარჯოს, ლევანს – თავის გზაზე“, – განაცხადა ელისაშვილმა.ჟურნალისტის კითხვაზე, უწერია თუ არა მშვიდობიან რევოლუციურ გზას განხორციელება, ელისაშვილმა უპასუხა, რომ 4 ოქტომბერს გამოჩნდება.„აღდგომა და ხვალეო, მაგას გავიგებთ 4 ოქტომბერს“, – აღნიშნა ელისაშვილმა.ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა: „პოლიტიკოსი თუ უარს ამბობს არალეგიტიმური ხელისუფლების „არჩევნებში“ მონაწილეობაზე, მაშინ მეორე გზა არის მშვიდობიანი დამხობა, არანაირი მესამე გზა არ არსებობს“.
იშვიათი დაავადებების სამკურნალო პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფო ცისტური ფიბროზით დაავადებული პაციენტებისთვის მედიკამენტებს შეისყიდის, იზრდება სტაციონარის დაფინანსებაც
იშვიათი დაავადებების სამკურნალო სახელმწიფო პროგრამა ფართოვდება. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სახელმწიფო ცისტური ფიბროზით დაავადებული პაციენტებისთვის საინჰალაციო პრეპარატებს, ანტიბიოტიკებს, ვიტამინებსა და სხვა მედიკამენტებს შეისყიდის. იზრდება მათთვის სტაციონარული მომსახურების დაფინანსებაც.ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ცვლილების შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების ოჯახების წევრებს ინფორმაცია პირადად მიაწოდა – შეხვედრები ქუთაისსა და თბილისში გაიმართა, სადაც დეტალურად განიხილეს აღნიშნული სიახლეები.ასევე, ისაუბრეს ბენეფიციართა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისთვის მნიშვნელოვან სხვა საკითხებზეც. მინისტრმა მშობლებთან გამართულ შეხვედრებზე ყურადღება გაამახვილა ამ მიმართულებით არსებულ სამომავლო გეგმებზეც. მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, რომ პროგრამაში განხორციელებული ცვლილება, პაციენტთა საჭიროებების გათვალისწინებით, მათი ოჯახების წევრებთან რეგულარული კომუნიკაციის საფუძველზე მოხდა.მინისტრის განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტრო განაგრძობს მუშაობას პროგრამის გაფართოებაზე, მათ შორის, პაციენტების საჭიროების შესაბამისად ფიზიოთერაპიის სერვისების შეთავაზებასა და სხვა მედიკამენტების შესყიდვაზე.როგორც პედიატრმა, პროფესორმა ივანე ჩხაიძემ აღნიშნა, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ასეთი შეხვედრები, სადაც ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების მშობლები მათთვის მნიშვნელოვან საკითხებს უშუალოდ მინისტრთან განიხილავენ და პასუხებსაც მისგანვე ისმენენ.ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, განხორციელებული ცვლილების ფარგლებში პაციენტებს დაუფინანსდებათ: ანტიბიოტიკები ტობრამიცინი და კოლომიცინი; ცხიმში ხსნადი ვიტამინების კომპლექსი (A, D, E, K); მუკონები (ჰიპერტონული ხსნარი) – 3% და 6%-იანი; კომბინირებული პრეპარატი – იპრატროპიუმ ბრომიდი მონოჰიდრატის, ფენოტეროლ ჰიდრობრომიდი; აცეტილცისტეინი (მუკოლიზური და ამოსახველებელი); ურსოდეოქსიქოლის მჟავა (ჰეპატოპროტექტორი).„აღნიშნული პრეპარატები მკვეთრად გააუმჯობესებს პაციენტის ცხოვრების ხარისხსა და ხელს შეუწყობს დაავადების მართვას, გართულებების თავიდან აცილებასა და მკურნალობის შედეგების გაუმჯობესებას. მედიკამენტებით უზრუნველყოფა ეტაპობრივად, ოქტომბერსა და ნოემბერში დაიწყება“, – აცხადებენ ჯანდაცვის უწყებაში.შეხვედრებს ესწრებოდნენ: ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე და ექიმები.ცისტური ფიბროზი პროგრესირებადი მემკვიდრული გენეტიკური დაავადებაა, რომლის დროსაც არ ხდება ორგანიზმის მიერ წარმოქმნილი სეკრეტების გათხიერება, რის გამოც პაციენტებში ხშირია მორეციდივე სასუნთქი გზების ინფექციები. ეს უკვე მეორე ცვლილებაა, რომელიც იშვიათი დაავადებების სახელმწიფო პროგრამაში 2025 წელს განხორციელდა. ივლისში სამინისტრომ რეგიონებში მცხოვრები გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტებისთვის სამკურნალო მედიკამენტებისა და კვლევების დაფინანსება დაიწყო. პროგრამის ჯამური ბიუჯეტი 55 000 000 ლარია.
კახა კალაძე – ვიზიარებ მამუკა ჩარკვიანის ოჯახის, ქართული მუსიკალური საზოგადოების დიდ გულისტკივილს, მამუკა ჩარკვიანმა სამუდამოდ დაიმკვიდრა ადგილი ქართველი მსმენელის გულში
თბილისის მერი კახა კალაძე მამუკა ჩარკვიანის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.„მუსიკოსი, მომღერალი, თბილისის საპატიო მოქალაქე მამუკა ჩარკვიანი გამოაკლდა ჩვენს რიგებს.მისი სიმღერები სავსე იყო მელოდიურობით, ლირიზმით, ჟანრობრივი მრავალფეროვნებით, გულწრფელობით, რის გამოც სამუდამოდ დაიმკვიდრა ადგილი ქართველი მსმენელის გულში.ვიზიარებ მამუკა ჩარკვიანის ოჯახის, ახლობლების, ქართული მუსიკალური საზოგადოების დიდ გულისტკივილს!“ – წერს კახა კალაძე.ქართველი მუსიკოსი მამუკა ჩარკვიანი 69 წლის ასაკში გარდაიცვალა.