შაბათი, იანვარი 18, 2025

მსახიობი ბაჩო ქაჯაია უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ის 5000 ლარით დააჯარიმეს, თუმცა ადასტურებს, რომ სასამართლოდან უწყება მიიღო

მსახიობი ბაჩო ქაჯაია უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ის 5000 ლარით დააჯარიმეს.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ქაჯაია აცხადებს, მას უბრალოდ სასამართლოდან უწყება მიუვიდა.

ბაჩო ქაჯაიას მხრიდან ჰქონდა თუ არა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ადგილი და დაეკისრება თუ არა მას ადმინისტრაციული სახდელი, აღნიშნულზე სასამართლო 21 იანვარს, 17:00 საათზე იმსჯელებს.

ადვოკატის თქმით, ბაჩო ქაჯაიას   ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის მეოთხე ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას ედავებიან.

რაც შეეხება კიდევ ერთ მსახიობს, ანა ტყებუჩავას, არსებული ინფორმაციით, მასაც იგივე ქმედების ჩადენას ედავებიან და მისი სასამართლო პროცესი 22 იანვარს გაიმართება.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

მილოცვა იუბილარ მეუღლეს, ოჯახური ბედნიერება და პატარა ილია: დავით კაჭარავასა და ქეთი ხატიაშვილის პორტრეტი

დავით კაჭარავა იუბილარია. ყოფილი სპორტსმენი 40 წლის გახდა. ოს სოციალურ ქსელში უამრავ მილოცვას იღებს, მათ შორის მეუღლის, ქეთი ხატიაშვილისგანაც:    

5 ქართველი ქალი, რომელთა სილამაზე აღარ განმეორდება

ქალის სილამაზე არც სახის ფორმაშია, არც ტანსაცმელში და არც ვარცხნილობაში. ნამდვილი ქალური სილამაზე სულში აისახება. ის მჟღავნდება მაშინ, როდესაც ქალი თავის სიყვარულს ჩუქნის... ქალის სილამაზე წლიდან-წლამდე იზრდება“ . ადამიანისთვის  სილამაზე  შეიძლება იყოს  ლამაზი ბუნება, პიროვნების  როგორც ვიზუალი ასევე მისი თვისებები,   პატარა ლამაზი დეტალები, რომელიც  შეიძლება  რამის  შემადგენელი ნაწილი იყოს  და მთლიანობაში შენთვის  სილამაზეს ქმნიდეს. წარმოგიდგენთ ქართული კინოს ულამაზესი წარმომადგენლების სიას, რომელთა სილამაზე აღარ განმეორდება: ლეილა ყიფიანი საკმარისია, ახსენო ხატია ნოდარ დუმბაძის მოთხრობიდან "მე ვხედავ მზეს", ყველას თვალწინ უმშვენიერესი ლეილა ყიფიანი წარმოუდგება.ის ფილმის რეჟისორმა ლანა ღოღობერიძემ ასეულობით კანდიდატს შორის გამოარჩია და ამ პერსონაჟის განსახიერება ანდო. პირველივე როლმა უსაზღვრო პოპულარობა და ულამაზეს ქართველ ქალთა სიაში მნიშვნელოვანი ადგილი მოუტანა. კირა ანდრონიკაშვილი   კირა ანდრონიკაშვილი გამორჩეულია არა მხოლოდ ნიჭითა და სამსახიობო ოსტატობით, არამედ დაუვიწყარი სილამაზითაც, რომელმაც თაობების აღფრთოვანება გამოიწვია. მისი სილამაზის საიდუმლო არა მხოლოდ ფიზიკურ გარეგნობაში, არამედ შინაგან კულტურასა და ბუნებრივ შარმშია. მისი სილამაზე უფრო ბუნებრივზე დაფუძნებული ჩანდა და ხაზს უსვამს მის ნამდვილობას. ესაა ხასიათის და გარეგნობის ჰარმონიული შერწყმა.   მისი განათლება, დახვეწილი მანერები და ინტელექტი ბევრ ადამიანს დღემდე აჯადოებს. ეს მის გარეგნობას კიდევ უფრო ელეგანტურს ხდის. პროფესიით ხელოვნებათმცოდნემ 20-მდე როლი ითამაშა ქართულ კინოში. მაყურებელს დღემდე ახსოვს მის მიერ განსახიერებული ცირა, ფილმიდან "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი"; ძაბული, ფილმიდან "მთვარის მოტაცება" და მრავალი სხვა. თათული დოლიძე თათული დოლიძე ყველასთვის საყვარელი, ცნობილი მსახიობია. მაყურებელი იცნობს რუსთაველის თეატრში შესრულებული როლებიდან და ასევე, რამდენიმე სატელევიზიო პროექტიდან, რომლებშიც მეუღლესთან - ასევე ცნობილ მსახიობ ჟანრი ლოლაშვილთან ერთად ჩანდა ხოლმე. თათული დოლიძე, როგორც ქართული კულტურის გამორჩეული ფიგურა, ხშირად აღიარებულია თავისი ელეგანტური სილამაზითა და დახვეწილი ხასიათით. მისი გარეგნობა ყოველთვის გამოირჩეოდა ბუნებრიობით, რაც ავთენტურობას და სინაზეს აძლიერებდა.  თათულის შინაგანი კულტურა, სულიერება და გამორჩეული ხასიათი მის გარეგნობაში ასხივებდა და სილამაზეს ხაზს უსვამდა. თათული ყოველთვის გამოირჩეოდა კლასიკური და ელეგანტური ჩაცმის სტილით, რაც მის იერს კიდევ უფრო დამახსოვრებად ხდიდა. ადამიანები, რომლებიც მასთან კონტაქტში იყვნენ, ხშირად აღნიშნავდნენ მის შთამბეჭდავ ენერგიასა და აურას, რაც გარეგნობასთან ერთად ამძაფრებდა მის მიმზიდველობას. ლიკა ქავჟარაძე რო­დე­საც ქარ­თვე­ლი ქა­ლის გან­სა­კუთ­რე­ბულ სი­ლა­მა­ზე­ზე ლა­პა­რა­კო­ბენ, უპირ­ვე­ლე­სად იხ­სე­ნე­ბენ ლიკა ქა­ვჟა­რა­ძეს... ცხოვ­რე­ბა თა­ვი­სი რიტ­მით მი­დის, არა­ფერს გვი­თან­ხმებს... მა­რა­დი­ულ მა­რი­ტად ქცე­უ­ლი ლიკა უკვე წლე­ბია აღარ ამ­შვე­ნებს დე­და­მი­წას. მაკა ასათიანი მაკა ასათიანი ჩვენი დროის ერთ-ერთი ულამაზესი ქართველი ქალია. მისი პერსონის გარშემო საზოგადოების ინტერესი ყოველთვის დიდი იყო. პირადი ცხოვრების გარდა, დიდ ინტერესს მაკას სტილი იმსახურებს - დიზაინერის ჩაცმულობა წლების მატებასთან ერთად კიდევ უფრო ლამაზდება და იხვეწება:

რას ჰყვება მოძღვარი, რომელსაც ტრაგედიიდან 17 წლის შემდეგ შვილი მიეცა

გადაცემაში – “რელიგიური საკითხები გიორგი დარასელიასთან ერთად” – სტუმრად მყოფმა მამა დავით წულეისკირმა საკუთარ განსაცდელზე ისაუბრა. მოძღვარს 18 წლის წინ, 16 იანვარს, ვაჟი გარდაცვლია, 17 წლის შემდეგ კი, შეეძინა ქალიშვილი. აი, როგორ ანუგეშებს ის დიდი მწუხარების მქონე ადამიანებს. მამა დავით წულეისკირი: დღევანდელ დღეს ჩემი შვილის გარდაცვალების დღეა… ეს იყო 18 წლის წინ. გიორგი 2007 წლის შობა დღეს დაიბადა და გიორგობას მოვნათლე. მაშინ ერისკაცი ვიყავი. როდესაც 16 იანვარს აღესრულა, მაშინ სასულიერო პირმა მითხრა: შენ მის შეწევნას იგრძნობ ღვთის წინაშეო. მისი გარდაცვალების გამო არ იტირო, შენ შენი ცოდვების გამო იტირეო. რამდენიმე თვეში მოძღვრის კურთხევით გავხდი სტიქაროსანი. იმ წელს ჩავაბარე სასულიერო სემინარიაში. მას შემდეგ, 17 წელი არ მყავდა შვილი. თვე ნახევრის წინ შემეძინა პატარა დედოფალი. 17 წელი ამ მოლოდინში ვიყავი. და მთელი ეს პერიოდი, 16 იანვარი, ჩემი უფროსი შვილის გარდაცვალების დღე, ჩემთვის იყო უმძიმესი, მაგრამ წლევანდელ წელს, ამ სიმძიმეს სხვა ნუგეშით შევხვდი. დღევანდელ დღეს რომ გავიღვიძე და პატარა დედოფალს დავხდე, ჩემი მდგომარეობა ცოტათი შემსუბუქდა. ღმერთს მადლობა ვუთხარი ყველაფრისთვის. როგორი რთულია ამ დროს მადლობა, ხო? დილით ერთს მოეფერები, საღამოს მეორის საფლავზე წახვალ. მაგრამ გიორგის დანახვის სურვილი მაძლევს იმის საშუალებას, ვიბრძოლო ბოლომდე, რომ მივიდე იქ, სადაც ის გველოდება… ყველას ასე ვანუგეშებ – ღმერთმა ყველა ისე გვაცხოვროს, სადაც ჩვენი მიცვალებულები გვეგულებიან, იქ მივიდეთ ჩვენი ცხოვრების წესით. განსაცდელები დაჯილდოვდება. მიენდე უფალს. მთავარი ესაა. ჩემი ცხოვრების სიმძიმეს იტანდა ჩემი მეგობრები, მამები, ძმები, ნაცნობები. მათმა ლოცვამ და შეწევნამ წლების შემდეგ ნაყოფი გამოიღო. მადლობა ყველას. ვფიქრობდი, ახლა ეს მეთქვა თუ არა. მაგრამ იქნებ ნუგეში იყოს ვინმესთვის… ყველას სიხარულს, გაბევრებას და გამრავლებას ვუსურვებ. გულში გეფერებით სულ ყველას. გაბევრდეს ქართველი ერი მადლითა და წყალობით… მშვიდობიანი წელი, ქრისტეშობა და ნათლისღება მრავალჟამიერ.

ანა დოლიძე: ბელარუსში ოპოზიცია 10 თვე იყო ქუჩაში, ჩრდილოეთ მაკედონიაში – ორი წელი, ერთი ტელევიზია ჰქონდათ, მათთან შედარებით ვპარპაშებთ

ბელარუსში ოპოზიცია 10 თვე იყო ქუჩაში და ის პროტესტები სისხლიანი რეპრესიებით დასრულდა, ჩრდილოეთ მაკედონიაში ოპოზიცია ორი წელი იყო და ოპოზიცია ბევრად უფრო რთულ ვითარებაში იყო, მათთან შედარებით ჩვენ ვპარპაშებთ, ერთი ტელევიზია ჰქონდათ, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა დოლიძემ „რუსუდან დუმბაძის დღის ამბებში“ განაცხადა. ანა დოლიძე ამბობს, რომ მნიშვნელოვანია დასავლეთმა კონკრეტული ნაბიჯები გადადგას, ქართული სამოქალაქო საზოგადოების მიმართ ფართომასშტაბიანი ფინანსური მხარდაჭერის პაკეტის სახით. „რამდენიმე მილიარდი დოლარის ღირებულების, სწორედ ისე, როგორც აგვისტოს ომის შემდეგ მოხდა, რომელიც მოგვცემს საშუალებას გადავიტანოთ კრიზისი. ეს ფული ყველა შემთხვევაში, საბოლოო ჯამში, ეკონომიკაში ჩაისხმება. ამ თანხებს თუ მედიას, სამოქალაქო საზოგადოებას, პროფესიულ ჯგუფებს მისცემენ, ვინც არიან ქუჩაში, თეატრებს, მცირე ბიზნესებს მისცემენ, მისცემენ უპროცენტო სესხებს, როგორც არის ხოლმე ამ ტიპის გრანტებში, როგორც მოხდა 2008 წლის აგვისტო ომის შემდეგ, ეს მილიარდობით დოლარის თანხა ჩაისხმება ეკონომიკაში და მისცემს საშუალებას ამ ადამიანებს შეამსუბუქოს ის ტვირთი, ის მსხვერპლი, რომელსაც ჩვენ ახლა ვწევთ“, – განაცხადა ანა დოლიძემ. ანა დოლიძე აცხადებს, რომ ხშირად ეუბნებიან ზედმეტად არ დაამშვიდოს ხალხი ან იმედები არ გასცეს, თუმცა, მაგალითად ბელარუსის და ჩრდილოეთ მაკედონიის პროტესტი მოჰყავს, სადაც პროცესს დიდი დრო დასჭირდა. „გვეუბნებიან, ზედმეტად არ დავამშვიდოთ ხალხი, ან რაღაც იმედი გავცეთ. ბელარუსში ოპოზიცია 10 თვე იყო ქუჩაში და ეს პროტესტები სისხლიანი რეპრესიებით დასრულდა. მეორე მხრივ, ჩრდილოეთ მაკედონიაში ოპოზიცია ორი წელი იყო და ოპოზიცია ბევრად უფრო რთულ ვითარებაში იყო, მათთან შედარებით ჩვენ ვპარპაშებთ, ერთი ტელევიზია ჰქონდათ და ორი წლის შემდეგ მათი ოლიგარქი გრუევსკი გაუშვეს და ახლა ორბანთან ცხოვრობს. ასე შეიძლება მოხდეს, მაგრამ ბზარები უდიდესი საერთაშორისო მხარდაჭერის შედეგად აუცილებლად გაჩნდება“, – განაცხადა ანა დოლიძემ.

VIDEO: „მე ვარ აქ მოგებისთვის…“ – „პსჟ“ ხვიჩა კვარაცხელიას ახალ ემოციურ კადრებს გვიზიარებს

ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერი პარი სენ-ჟერმენი უკვე ოფიციალურად დადასტურდა. 23 წლის ქართველმა წარმატებით გაიარა სამედიცინო შემოწმება და კონტრაქტსაც მოაწერა ხელი. „ნაპოლი“ ამ ტრანსფერში 70 მილიონ ევროს და + ბონუსებს მიიღებს .ცნობილია ისიც, რომ „კვარა“ პარიზულ კლუბში 7- ნომრიან მაისურს მოირგებს. პსჟ-მ სპორტსმენს კონტრაქტი 2029 წლამდე გაუფორმა. პარი სენ-ჟერმენის ოფიციალური გვერდი ხვიჩა კვარაცხელიას ფოტოებსა და ემოციურ ვიდეოს აქვეყნებს. „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, ხვიჩა“, - წერს სტატუსებზე პსჟ-ს ადმინი. „ყოველთვის რთულია თქვა ნახვამდის. მე აქ მოგებისთვის ვარ“, - ამბობს ხვიჩა კვარაცხელია ვიდეოში.

ბოლო სიახლეები