სიღნაღში, სასტუმრო „ბოდბე“ გაიხსნა.
ღონისძიებას ესწრება პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და მინისტრები.
„მოხარული ვარ, რომ ძალიან მაღალი დონის სასტუმრო შეემატა კახეთს, შეემატა ჩვენს ქვეყანას და მართლაც მოსალოცი ამბავია. მქონდა საშუალება, დამეთვალიერებინა სასტუმრო, არის არაჩვეულებრივი არქიტექტურა, დიზაინი, პროექტი ძალიან გემოვნებითაა შესრულებული, არის არაჩვეულებრივი ხედები, მომსახურება – ყველა პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ საუკეთესო დღეები გაატაროს ადამიანმა ამ სასტუმროში. კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ ყველაფერს. ასეთი პროექტები, ასეთი სასტუმროების გახსნა არის ძალიან მნიშვნელოვანი სიღნაღისთვის, კახეთისთვის და ქვეყნის განვითარებისთვის; ქვეყნის პოპულარიზაციისთვის საერთაშორისო დონეზე“, – აღნიშნა პრემიერმა.