პეტრე სარაჯიშვილის ქუჩისა და მარშალ გელოვანის გამზირის დამაკავშირებელ ესტაკადაზე სადეფორმაციო ნაკერების რეაბილიტაცია იწყება – ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, დაგეგმილი სამუშაოების გამო, 14 ნოემბრიდან, ორი კვირის განმავლობაში, 00:00-დან 06:00 საათამდე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.
აღნიშნული ინფრასტრუქტურული სამუშაოები ორ ეტაპად განხორციელდება, რა დროსაც ავტომობილების გადაადგილება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ერთ სამოძრაო ზოლში.
თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო!

