„ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე დაგეგმილი სამუშაოების გამო, საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება, – ამის შესახებ განცხადებას თბილისის მერია ავრცელებს.
„თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე, გმირთა მოედნიდან ზვიად გამსახურდიას სახელობის სანაპირომდე არსებული საგზაო მონაკვეთის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციას იწყებს.
დაგეგმილი სამუშაოების გამო, 17 იანვრის 00:00 საათიდან, ორი თვის განმავლობაში, საავტომობილო მოძრაობა ეტაპობრივად, სხვადასხვა მონაკვეთში შეიზღუდება.
პირველ ეტაპზე მოძრაობა შეიზღუდება კოსტავას ქუჩიდან მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ჩამსვლელ მხოლოდ ერთ განაპირა საავტომობილო ზოლზე.
მოძრაობა ასევე, ნაწილობრივ შეიზღუდება მტკვრის მარჯვენა სანაპიროდან თამარ მეფის გამზირისკენ მიმავალ საგზაო მონაკვეთში“, – ნათქვამია განცხადებაში.