რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ, ხმაურია. ანტისაოკუპაციო აქციაზე, სადაც შეკრებილები მხარდაჭერას უცხადებდნენ უკრაინას, პოლიციასა და აქტივისტებს შორის დაპირისპირება მოხდა.
მოძრაობა „სირცხვილიას“ აქტივისტებმა, საკანონმდებლო ორგანოსთან ტუალეტის ქაღალდები მიიტანეს და შენობას ესროლეს.
სამართალდამცავმა განმარტა, რომ აქტივისტებმა დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი. კერძოდ, მათ ტუალეტის ქაღალდები ესროლეს პოლიციელებს.