,,ფერეიდუნშაჰრის გამგებლის თხოვნის საფუძველზე და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წინასწარი ინფორმირების შემდეგ, ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოში, ამერიკისა და ისრაელის თავდასხმების შედეგად დაღუპული წარმოშობით ქართველი ირანელი მოწამეებისა და ასობით უდანაშაულო მოქალაქის ხსოვნისადმი პატივის მისაგებად, გაიხსნა სამძიმრის წიგნი.
ამ დღეს საქართველოს არაერთმა მოქალაქემ გამოხატა გულწრფელი სამძიმარი. ხალხი მოდიოდა, მოწამეთა ხსოვნას პატივს მიაგებდა, გულწრფელად ტიროდა და მსჯელობდა ირანის შესახებ. ეს თავისთავად მორალური და ჰუმანური ნაბიჯი დაფასების ღირსია.
მიუხედავად მოლოდინისა, რომ საქართველოს მუნიციპალური ხელისუფლების წარმომადგენლებიც გამოცხადდებოდნენ თავიანთი ირანელი კოლეგის თხოვნის საპასუხოდ და ამ წიგნში ოფიციალურ პოზიციას დააფიქსირებდნენ, რომელიც შემდგომ გადაეცემა ფერეიდუნშაჰრის ეთნოგრაფიულ მუზეუმს — წარმოშობით ქართველ ირანელთა საცხოვრებელ და ყოფით სივრცეს — როგორც ჩანს, დატვირთულმა სამუშაო დღემ მათ ამაში ხელი შეუშალა.
მიუხედავად ამისა, ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ღირსეული ადამიანების მიერ მოგონებების, მოსაზრებებისა და ემოციების დაფიქსირება. ისინი, მიუხედავად იმისა, რომ რიგითი მოქალაქეები არიან, მოვიდნენ იმისათვის, რათა ნუგეში ეცათ წარმოშობით ქართველ მსხვერპლთა და სხვა უდანაშაულოთა ტკივილისთვის და ეთქვათ: მიუხედავად სიშორისა მაინც ჩვენთან ხართ. ისინი მოვიდნენ იმის საჩვენებლად, რომ ამ თანამედროვე სამყაროშიც არსებობს ზნეობა და სინდისი”-ამის შესახებ ინფორმაციას ირანის ელჩი ავრცელებს.

