უმრავლესობა მოსამართლეთა მიმართ დისციპლინური წარმოებისას სანქციების გამკაცრების საკითხს განიხილავს. ამის შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ თქვა და დასძინა, რომ ამ თემაზე ჯერ მხოოდ შიდა საუბრები მიმდინარეობს. ინფორმაციას სააგენტო “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.
“საუბარია სასამართლო კორპუსთან მიმართებით დისციპლინარულ წარმოებაზე. უმრავლესობის შიგნით მიმდინარეობს მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რასაც არასამთავრობო ორგანიზაციები და ჩვენი უცხოელი პარტნიორები ბოლო პერიოდის განმავლობაში ითხოვენ. ჯერ მხოლოდ საუბარია უმრავლესობის შიგნით. თუ ამას განვითარება ექნება და საკანონმდებლო ცვლილებები მოჰყება, ამის შესახებ პირველი მედია გაიგებს“, – თქვა მამუკა მდინარაძემ.