მოლდოვის სასამართლომ გაგაუზიის მეთაურ ევგანია გუცულს 7-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ინფორმაციას ამის შესახებ მოლდოვური მედია ავრცელებს.
გუცულს ბრალად დასდეს 2023 წლის საარჩევნო კამპანიის დროს უკანონო დაფინანსების მიღება, დოკუმენტების, ანგარიშებისა და დეკლარაციების გაყალბება. გამოძიება ამტკიცებს, რომ ევგენია გუცულმა, პარტია „შორის“ მდივნად მუშაობის დროს, რუსეთიდან მოლდოვაში პარტიის დასაფინანსებლად 2,4 მილიონი დოლარი ჩაიტანა.
2023 წლის ივნისში მოლდოვის საკონსტიტუციო სასამართლომ პარტია „შორი“ არაკონსტიტუციურად გამოაცხადა და მისი დაშლის განკარგულება გასცა. მოლდოვის მთავრობა პარტიას „შორის“ ქვეყანაში მასობრივი აქციების ორგანიზების გზით დესტაბილიზაციის მოწყობაში სდებს ბრალს. პარტია „შორის“ დამფუძნებელ ბიზნესმენ ილან შორს მოლოვაში დაუსწრებლად მიუსაჯეს 15 წლიანი პატიმრობა. ის ამჟამად მოკოსვში იმყოფება.
თავად გუცული და მისი მხარდამჭერები წაყენებულ ბრალდებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებენ. გუცულმა დახმარების თხოვნით ღია წერილით მიმართა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს და მოუწოდა, გამოიყენოს ყველა მექანიზმი მის გასათავისუფლებლად. ანალოგიური თხოვნით მან ასევე მიმართა თურქეთის პრეზიდენტსაც.
ცნობისთვის, 28 სექტემბერს მოლდოვაში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება.