ინგლისის ქალაქ დერბიში ქართველმა მოკრივე ლაშა გურულმა მესამე პროფესიონალური ბრძოლა გამართა. მან მექსიკელი ბენიტო სანჩესი მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა.
ლაშა გურულმა პროფესიულ კრივში თავისი პირველი ბრძოლა 2025 წლის მარტში ჩაატარა, სადაც ბერნარდ აბი, ხოლო ივლისში მეორე მეტოქე ჯეიმს ფრენსისი დაამარცხა.
ქართველი მოკრივეს ანგარიშზე სამიდან სამი გამარჯვებაა.
ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

