ორშაბათი, ივნისი 9, 2025

„მოიხვეჭეთ სულიწმინდის მადლი…სიმდაბლითა და ლოცვით…ჩვენი ლოცვა უნდა იყოს უბრალო გულით… არ არის საჭირო არანაირი ხელოვნურობა ლოცვის დროს”-მეუფე შიოს ქადაგება სულთმოფენობაზე

თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) მრევლს ქადაგებით მიმართა. მეუფემ ლოცვის მნიშვნელბაზე გაამახვილა ყურადღება.

“სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ სულთმოფენობის დიდებულ დღესასწაულს, ყოვლადწმინდა სამების დღესასწაულს, დღეს არის სულიწმინდის დღესასწაული. გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევას.

ეკლესიის ერთ-ერთ საკვირაო საგალობელში არის ასეთი სიტყვები: “სულითა წმიდითა ყოველი სული ცხოველ იქმნების და სიწმიდით ამაღლდების”. ე. ი. სულიწმინდით ყოველი სული ცოცხლობს და სიწმინდით მაღლდება. როდესაც უფალი იესო ქრისტე ზეცად ამაღლდა, მას შემდეგ მისი მოციქულები შეშინებული იყვნენ, ისინი თითქოს დაობლდნენ, წავიდა მათგან მაცხოვარი, მაგრამ ახსოვდათ მისი დანაპირები, რომ არ დატოვებდა ობლად და მოუვლენდა ჭეშმარიტების სულს, რომელიც წარუძღვება მათ ყოველი ჭეშმარიტებისკენ, ნუგეშინისმცემელ სულს მოუვლენდა. და აი, ერთხელ, როდესაც ისინი ყოვლადწმინდა ღვთისმშობელთან ერთად იყვნენ შეკრებილი ლოცვისთვის, უეცრად ზეციდან მოისმა ქარიშხლის მსგავსი ხმა და მათზე ცეცხლოვანი ენების სახით გადმოვიდა სულიწმინდა.

მას შემდეგ სულიწმინდა უფალი იმყოფება სამყაროში, არის ჩვენ შორის, ყოველგან არს და ყოველსავე აღავსებს. ის მოქმედებს საეკლესიო საიდუმლოებებში, მაგრამ როგორც უფალ იესო ქრისტეს მიწიერი სიცოცხლის დროს, მას ვერ ცნობდნენ და გმობდნენ, ასევე დღესაც ვერ ცნობენ და გმობენ სულიწმინდას. ჩვენ გვავიწყდება ყოვლადწმინდა სამების მესამე პირი, მესამე ჰიპოსტასი; გვავიწყდება მისი განდიდება, მისი დიდების და ხსენების დღე. ამ დროს კი რა არის ჩვენი სულიერი ცხოვრების მთავარი მიზანი? რა არის ლოცვების, მარხვების, ეკლესიაში სიარულის, ქველმოქმედების მთავარი აზრი, რაში მდგომარეობს? ის მდგომარეობს, ძვირფასო ძმებო და დებო, სწორედ სულიწმინდის მოხვეჭაში, სულიწმინდის მადლის მოპოვებაში.

დიდია და ტკბილი სულიწმინდის ნაყოფები, როგორც წერს წმინდა პავლე მოციქული, თქვენ გახსოვთ ეს შესანიშნავი სიტყვები, ეს არის სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, სულგრძელება, სიტკბოება, სახიერება, მოთმინება, მარხვა, სარწმუნოება, მყუდროება. სულიწმინდასთან ერთად ადვილი და სასიხარულოა ცხოვრება, მაგრამ ამას რომ მივაღწიოთ, მთელი ცხოვრება უნდა მივუძღვნათ სულიწმინდის მოხვეჭას.

დღეს წაკითხული იყო სახარებიდან უფალ იესო ქრისტეს სიტყვები სწორედ ამაზე: „ვისაც სწყურია, მოვიდეს ჩემთან და შესვას და ვისაც სწამს ჩემი, მისი წიაღიდან იდინებენ ცოცხალი წყლის მდინარეები“ (ინ. 7, 37-38). შემდეგ დასძენს სახარება, რომ უფალმა ეს თქვა იმ სულზე, რომელიც უნდა მიიღონ მისმა მორწმუნეებმა (ინ. 7, 39). ეს არის სწორედ სულიწმინდა, სულიწმინდის მადლი. მაშასადამე, ვინ იღებს ამ ცოცხალ წყალს? მხოლოდ ის, ვისაც ძლიერ სწყურია, ვისაც ყველაზე მეტად სურს ცხოვრებაში ამ მადლის მიღება და მოხვეჭა, მიისწრაფვის ამისკენ.

ჩვენ, ძვირფასო ძმებო და დებო, სხვადასხვა გარემოების გამო, ხშირად ვერ ვახერხებთ ეკლესიაში მოსვლას, სათანადოდ ვერ ვასრულებთ მარხვებს, ვერ ვეხმარებით ღარიბებს, როგორც საჭიროა ისე, მაგრამ, სამაგიეროდ, ჩვენ ყველგან და ყოველთვის შეგვიძლია ლოცვა და სიმდაბლის გამოვლენა, რადგან სწორედ სიმდაბლითა და ლოცვით მოიპოვება ყველაზე უკეთ სულიწმინდის მადლი;

მაგრამ ჩვენი ლოცვა უნდა იყოს უბრალო გულით, უბრალო, არ არის საჭირო არანაირი ხელოვნურობა ლოცვის დროს, დაძაბვა, გარეგნულ საშუალებებზე ყურადღების გამახვილება, არამედ საჭიროა მხოლოდ უბრალო გული და გულის სიმდაბლე. შეგვეწიოს უფალი, რომ მოვიპოვოთ ასეთი სიმდაბლე, ასეთი ლოცვა, რომ მოვიხვეჭოთ სულიწმინდის მადლი და გავხდეთ ტაძარი ღვთისა, ტაძარი სულიწმინდისა და სული ღვთისა სუფევდეს და მკვიდრობდეს ჩვენში. ეს არის ჩვენი ღვთისგან ბოძებული დანიშნულება და მოწოდება.

დღეს, ძვირფასო ძმებო და დებო, არის ასევე დღესასწაული ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრისა, რომელშიც ვიმყოფებით. ამ დიდებული და შესანიშნავი ტაძრის აშენება, ისევე როგორც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის წინამძღოლობით და ლოცვა-კურთხევით აღსრულებული მრავალი დიდი საქმე ჩვენს ეკლესიაში, არის ნათელი დასტური სულიწმინდის შემწეობის.

დიდი სიყვარულით მინდა მივულოცო მის უწმინდესობას და უნეტარესობას დღევანდელი დიდებული დღესასწაული, მადლობა ვუთხრა თქვენთან ერთად მისი დიდი ღვაწლისთვის, ვუსურვო ჯანმრთელობა, დღეგრძელობა და სულიწმინდის შეწევნა.

კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ. მადლი სულისა წმიდისა იყავნ თქვენ ყოველთა თანა და სრულიად საქართველოსთან. ამინ.

დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით ილოცება ნიკოლაძეების გვარი.

ღმერთმა გამრავლოთ, გაგახაროთ და სულიწმინდის მადლი მოგმადლოთ.

ჩვენთან არს ღმერთი”, – განაცხადა მეუფე შიომ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

რატომ გვიჭირს წარსულთან განშორება-როგორ უშლის ჩანთაში შენახული ბეჭედი ხელს სიყვარულს

ყველა ქალს ჩანთაში აქვს ნივთები, რომლებსაც ატარებს არა იმიტომ, რომ სჭირდება, არამედ უბრალოდ იმიტომ, რომ „უბრალოდ ასე მოხდა“. მათ შორის შეიძლება იყოს ბეჭედი - არა თითზე, არამედ კოსმეტიკურ ჩანთაში, საიდუმლო განყოფილებაში, ქვითრებსა და პატარა ნივთებს შორის. შეიძლება დაგავიწყდათ კიდეც მის შესახებ. ან იქნებ ყოველთვის უყურებ და ვერ ახერხებ მის გადაგდებას. ეს ბეჭედი უბრალოდ სამკაულზე მეტია. ეს არის სიმბოლო, რომელიც „მეტყველებს“. ბეჭედი დახურვის, დაპირებისა და დასრულების არქეტიპია. მაშინაც კი, თუ ეს ნიშნობის ბეჭედი არ არის, თუნდაც ეს უბრალოდ სუვენირი იყოს ძველი ურთიერთობიდან, სანამ მას შეინახავ, ის „გაჩერებს“ წარსულში, ურთიერთობაში, რომელიც უკვე დასრულდა, მაგრამ რომელსაც ჯერ არ უშვებ ხელიდან.რატომ არის ბეჭედი ძლიერი ენერგეტიკული ბლოკი მსოფლიოს კულტურებში ბეჭედი აღნიშნავს ფიცს, კავშირს და ვალდებულებას. მაშინაც კი, თუ თქვენი გონება დარწმუნებულია, რომ თავისუფალი ხართ, სხეული და ქვეცნობიერი ძველ ურთიერთობაში რჩება. სანამ ამ სიმბოლოს ხელში იჭერ, თითქოს მანკიერ წრეში ცხოვრობ - და არ აძლევ საკუთარ თავს მისგან გამოსვლის უფლებას.როგორ უშლის ეს ხელს ახალ ურთიერთობებს?პოტენციური პარტნიორები ქვეცნობიერად გრძნობენ, რომ თქვენ სრულიად თავისუფალი არ ხართ. შეიძლება იგრძნონ, რომ „ადგილი დაკავებულია“ და უკან დაიხიონ, მიზეზის გააზრების გარეშე. გაინტერესებს, რატომ არ აგრძელებ ურთიერთობას შესანიშნავი პაემნის შემდეგ - და მიზეზი შეიძლება შენს ჩანთაში არსებული „სდექ ნიშანი“ იყოს.რატომ ვინარჩუნებთ ძველს?რადგან გვეშინია ეტაპის დასასრულის. რადგან ეს მნიშვნელოვანი ამბავი იყო და ბეჭდის გადაგდება ღალატს ჰგავს. ან ვიმედოვნებთ, რომ ეს ოდესმე „ისევ გამოგვადგება“. მაგრამ წარსულის ბეჭედი მომავლის დეკორაცია არ შეიძლება იყოს.როგორ გავიგოთ, როდის არის დრო, რომ გაუშვათბეჭედი ექვს თვეზე მეტია არ გიტარებია.ეს სიმძიმის შეგრძნებას გიჩენს და არა ბედნიერების.ვერ ხსნი, რატომ არის ის შენთან.ეს დაუსრულებელ ურთიერთობებთან ასოცირდება.თუ ამ პუნქტებიდან სულ მცირე ორი თქვენ გეხებათ, მაშინ დროა დაემშვიდობოთ.რა უნდა გააკეთო შეხედეთ ბეჭედს, როგორც სიმბოლოს და არა უბრალოდ ნივთს. გულწრფელად ჰკითხეთ საკუთარ თავს, რატომ ინახავთ მას.თუ მზად ხართ, მოიშორეთ: აჩუქეთ, გადააგდეთ ან ჩაატარეთ სიმბოლური დამშვიდობების რიტუალი.თუ მზად არ ხართ, ამოიღეთ ბეჭედი მხედველობიდან, შექმენით დისტანცია.შეცვალეთ იგი ახალი ეტაპის სიმბოლოთი - პატარა ობიექტით, რომელიც ამბობს: „მე წინ მივდივარ“.ეს ნივთი ჩანთაში გაქვს და ამიტომაც ვერ დაქორწინდებიმთავარი ის არის, რომ ძველის ტარებისას ვერ დაიწყებ რაიმე ახალს. ეს არ არის მაგია, არამედ შინაგანი პროცესების ლოგიკა. არ არის აუცილებელი ახლავე მზად იყო, მაგრამ თუ იტყვი „ღია ვარ“, შენი ქმედებები ამას ასახავს.თითოეული რგოლი წრეა. თქვენ გაქვთ უფლება დაარღვიოთ ის არა ქორწინების გულისთვის, არამედ თავისუფლებისა და ცხოვრების ახალი ეტაპის გამო.

„Messenger-ს“ ახალი ფუნქცია დაემატა

„Messenger-ს“ ახალი ფუნქცია დაემატა. რა არის "Meta AI"?  ამის შესახებ უჩა პირმისაშვილი საუბრობს.ვრცლად ↓

რამდენი გამოიმუშავა მერაბ დვალიშვილმა შონ ო’მალის დამარცხებით

MMA-ის ქართველმა მებრძოლმა მერაბ დვალიშვილმა UFC 316-ზე ამერიკელი მებრძოლი, შონ ო’მალი დაამარცხა და UFC-ის სუპერმსუბუქი წონის საჩემპიონო ქამარი მეორედ შეინარჩუნა.Marca.com-ის ინფორმაციით, მერაბ დვალიშვილმა ტიტულის დაცვით მინიმუმ 800 ათასი აშშ დოლარი გამოიმუშავა, რაც მისი კარიერის განმავლობაში რეკორდული მაჩვენებელია.როგორც გამოცემა წერს, ამის საპირისპიროდ, ო’მალის შემოსავალი, სავარაუდოდ, 2.5 მლნ დოლარს მიაღწევს, რაც ნაკლებია წინა ბრძოლაში (სექტემბერში) მიღებულ 3.2 მილიონ დოლართან შედარებით, რა დროსაც მან ქამარი დაკარგა.

მერაბ დვალიშვილი სუპერმსუბუქ წონაში ყველა დროის საუკეთესოა! – დანა უაითი

მერაბ დვალიშვილმა UFC 313-ზე სუპერსმუბუქი დივიზიონის საჩემპიონო ბრძოლაში ამერიკელი შონ ო’მალი დაამარცხა.აღნიშნული გამარჯვებით დვალიშვილმა დივიზიონის ქამარი კარიერაში მეორედ დაიცვა. 34 წლის ქართველი ჩემპიონი გასული წლის სექტემბერში, ლას-ვეგასში, სწორედ შონ ო’მალის ძლევის შემდეგ გახდა.ბრძოლის დასრულების შემდეგ UFC-ის პრეზიდენტმა დანა უაითმა კომენტარი გააკეთა.„მერაბ დვალიშვილი სუპერმსუბუქ წონაში ყველა დროის საუკეთესოა!“ - განაცხადა დანა უაითმა. 

ხვიჩა კვარაცხელიას და ზურიკო დავითაშვილის სახლი გაქურდეს

ხვიჩა კვარაცხელიას და ზურიკო დავითაშვილის სახლი გაქურდეს.Geo Team-ის ინფორმაციით, კანში დასვენების დროს, ხვიჩა კვარაცხელიას და ზურიკო დავითაშვილის სახლი გაქურდეს. წაღებულია სახლიდან ყველაფერი: ძვირფასეულობა, ჩანთები და საათები… როგორც შევიტყვეთ, ქურდობა მაშინ მოხდა, როცა ფეხბურთელები ოჯახის წევრებთან ერთად გარეთ იმყოფებოდნენ.საბედნიეროდ, დაშავებული არავინაა.

ბოლო სიახლეები