მმართველი გუნდი ვეტოს დაძლევს. ვეტოს დაძლევაში მონაწილეობას მმართველი გუნდის მხოლოდ 4 დეპუტატი არ მიიღებს. საკითხი თავისუფალ კენჭისყრაზე არ გავა.
შეხვედრის დაწყებამდე ნუკრი ქანთარიამ განაცხადა, რომ მაუწყებლის შესახებ კანონის კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს. კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარს ამბობენ რომან კაკულია, ლევან კობერიძე გიორგი მოსიძე და თავით ჭიჭინაძეც.
” მე მქონდა ჩემი შეხედულებები რეკლამებზე, შესყიდვებზე, სტარტაპებზე . მე ვფიქრობ, რომ გარკვეული ხნით 1 წლით მიგვეცა მაუწყებლისთვის შეღავათები, რადგან ისინი ამბობენ, რომ სხვა სიმაღლეზე ავლენ ამ ცვლილებების შემდეგ. ჩემს ამ პოზიციას არ დაუჭირეს მხარი და მეც არ ვიცლი პოზიციას “- განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.
მაუწყებლობის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებზე დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტმა 14 თებერვალს გადაწყვეტილება ვერ მიიღო. კომიტეტის წევრთა ხმები შუაზე გაიყო.
22 დეკემბერს პარლამენტში “მაუწყებლობის შესახებ” საკანონმდებლო პაკეტს მესამე მოსმენით, 63-მა პარლამენტარმა დაუჭირა მხარი.
საქართველოს პრეზიდენტმა მაუწყებლის კანონპროექტს ვეტო 15 იანვარს დაადო. 26 იანვარს კი პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ მაუწყებლის კანონის შესახებ მედიაორგანიზაციებთან შეხვედრაზე თქვა: “ხელი მიკანკალებდა, როცა საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტს ვიღებდით.”