ოთხშაბათი, მარტი 25, 2026

მიხეილ ჩხენკელმა Minecraft Education Edition-ის საპილოტედ დანერგვის პროცესში ჩართული მასწავლებლები დააჯილდოვა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა Minecraft Education Edition-ის საპილოტედ დანერგვის პროცესში ჩართული მასწავლებლების დაჯილდოების ონლაინ ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა. მინისტრმა პედაგოგებს მადლობა გადაუხადა პლატფორმის დანერგვის დროს გამოჩენილი ენთუზიაზმისა და მონდომებისათვის და საგანმანათლებლო სივრცეში ციფრული ტექნოლოგიების არსებობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„მიხარია, რომ მაქვს შესაძლებლობა, მივულოცო მასწავლებლებს Minecraft Education Edition-ის საპილოტედ დანერგვის პროცესში წარმატებული მონაწილეობა. დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს ენთუზიაზმისა და გაწეული შრომისთვის. საქართველოში თქვენი ჩართულობით დაიწყო უაღრესად მნიშვნელოვანი ეტაპი – Minecraft-ის საგანმანათლებლო პლატფორმის დანერგვა! ასევე, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს მეგობრებსა და კოლეგებს კომპანია Microsoft-იდან, განსაკუთრებით კი განათლების მიმართულების ვიცეპრეზიდენტს ენტონი სალსიტოს, რომელიც მუდმივად გვეხმარება და ხელს გვიწყობს საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში Microsoft-ის პროდუქტების ეფექტურად დანერგვაში“ – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

მინისტრმა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში მიმდინარე რეფორმის რამდენიმე მიმართულებაზე გაამახვილა ყურადღება.

„განსაკუთრებით აღსანიშნავია ამ რეფორმის ზოგიერთი მიმართულება: ციფრული ტექნოლოგიების დანერგვა, მოსწავლეზე ორიენტირებული სასკოლო გარემოს შექმნა, საგანმანათლებლო პროგრამებში თანამედროვე ინოვაციური იდეების ასახვა. ამ პროცესს ძალიან უწყობს ხელს Minecraft-ის საგანმანათლებლო ვერსია. შესაბამისად, მისი დანერგვა ჩვენს სკოლებში რეფორმის მნიშვნელოვანი ნაწილია. განათლებაში თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრირების სასიცოცხლო აუცილებლობა კორონავირუსის გლობალურმა პანდემიამ კიდევ უფრო აშკარად დაგვანახა. დარწმუნებული ვარ, რომ Minecraft-ის საგანმანათლებლო პლატფორმის დანერგვა ძალიან ეფექტური ნაბიჯი იქნება განათლების ხარისხის ამაღლების კუთხით“ – აღნიშნა განათლების მინისტრმა.

სიტყვით გამოსვლისას მიხიელ ჩხენკელმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ Microsoft-ის საგანმანათლებლო პლატფორმა ეტაპობრივად საქართველოს ყველა სკოლაში დანერგება. თამაშით სწავლა – 21-ე საუკუნის პედაგოგიური მიდგომა – სასწავლო პროცესს უფრო ეფექტურსა და საინტერესოს ხდის. მიხეილ ჩხენკელის თქმით, სწავლის პროცესი ყოველთვის უნდა იწვევდეს ცნობისმოყვარეობასა და ინტერესს. თამაშზე დაფუძნებული სწავლება არის ის მიდგომა, რომელიც მნიშვნელოვნად ზრდის მოსწავლეთა ჩართულობას და სასწავლო პროცესს უფრო სახალისოს ხდის. “Minecraft Education Edition” პროგრამის მეშვეობით გაადვილდება საკლასო ოთახის მენეჯმენტი, ჯგუფური სამუშაოებისა და საშინაო დავალებების შესრულება. პროგრამის, როგორც დამატებითი რესურსის, გამოყენება შესაძლებელია ნებისმიერ საგანში ცალკე ან ინტეგრირებულად, საშუალო განათლების ნებისმიერ საფეხურზე.

დაჯილდოების ონლაინ საზეიმო ცერემონიალზე მასწავლებლებს სერტიფიკატები გადაეცათ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის №2 საჯარო სკოლის ინგლისური ენის პედაგოგმა თეა შეროზიამ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და Microsoft-ის საგანმანათლებლო პლატფორმის დანერგვის კუთხით საკუთარ გამოცდილებაზე ისაუბრა.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ჩხენკელის ინიციატივით, სკოლებში Minecraft Education Edition-ის საპილოტედ დანერგვის პროცესი წარმატებით მიმდინარეობს. პროექტი, რომელიც Microsoft საქართველოსთან თანამშრომლობითა და კომპანია Mindworks Education-თან ჩართულობით ხორციელდება. Minecraft Education Edition-ის დანერგვის მიზნით პირველ ეტაპზე გადამზადდა 150-ზე მეტი პედაგოგი. პროცესი დისტანციურად წარიმართა. გადამზადებული მასწავლებლები შემდგომში მონაწილეობას მიიღებენ Minecraft-ის სხვა სკოლებში დანერგვასა და სასწავლო პროცესში ეფექტიან ინტეგრირებაში.

პროექტში ჩართულმა მასწავლებლებმა შეიმუშავეს კომპლექსური დავალებები I-X კლასის კლასებისთვის. ასევე, მომზადა ინსტრუქციები მასწავლებლებისათვის. საგანმანთლებლო რესურსების ნახვა შესაძლებელია ამ ბმულზე. პილოტირების ეტაპზე V-X კლასების 2000-მდე მოსწავლე მასწავლებლებთან ერთად ქმნიდა სამყაროებს შვიდ სხვადასხვა დისციპლინაში (ქართული, მათემატიკა, ინგლისური, ქიმია, ბიოლოგია, ისტორია, მუსიკა) და ეუფლებოდა საგნობრივ და გამჭოლ კომპეტენციებს.

პროექტის ფარგლებში ჩატარდა 4-დღიანი ონლაინ კონფერენცია, სადაც გადამზადებულმა მასწავლებლებმა პრეზენტაციების საშუალებით საკუთარი შედეგები სხვა პედაგოგებსაც გაუზიარეს. კონფერენციას 1000-ზე მეტი ონლაინმსმენელი ჰყავდა. კონფერენციის ვიდეოჩანაწერები განთავსებულია ამ ბმულზე.

Minecraft Education Edition-ი თამაშზე დაფუძნებული საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მორგებულია თითოეულ მოსწავლეზე და ხელს უწყობს მოსწავლეებში სივრცითი, ლოგიკური და შემოქმედებითი უნარების, ასევე კრიტიკული აზროვნების განვითარებას. ეს არის ღია სასწავლო გარემო, სადაც მოსწავლეებს შეუძლიათ იყვნენ შემოქმედებითები, ჩაატარონ ექსპერიმენტები და იმუშაონ პრობლემების მოგვარებაზე. სამინისტროში განმარტავენ, რომ Minecraft Education Edition-ი იდეალური პროგრამაა მოსწავლეებთან კომპლექსურ დავალებებზე სამუშაოდ, იგი მოქნილი საგანმანათლებლო ინსტრუმენტია

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ყველაზე დიდი დანაშაული, რაც შეიძლება დედამ ჩაიდინოს ბავშვის წინაშე, არის… – რა რისკზე საუბრობს ივანე ჩხაიძე

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ იმ რისკებზე ისაუბრა, რომელიც ორსულობისას თამბაქოს მოწევას შეიძლება მოჰყვეს. პედიატრის თქმით, ვერანაირი სტრესი, რომელზეც ხშირად ორსულები აპელირებენ, ვერ შეედრება იმ რისკებს, რაც თამბაქოს მოხმარებისგან შეიძლება ნაყოფს მიადგეს.„ყველაზე დიდი დანაშაული, რაც შეიძლება დედამ ჩაიდინოს ბავშვის წინაშე, არის ორსულობისას თამბაქოს მოწევა. რადგანაც, ეს არის თითქმის გარანტირებული – დღენაკლულობა, ძალიან დაბალი წონა დაბადებისას, განვითარების ანომალია, მოგვიანებით პერიოდში ხშირი რესპირაციული ინფექციები, ან 7 წლის ასაკში ასთმის დიაგნოზი და ა.შ. უამრავია იმის ჩამონათვალი, რომელიც პირდაპირ არის დაკავშირებული ორსულობის დროს თამბაქოს მოხმარებასთან, არანაირი სტრესი ამას არ შეედრება.დედამ ძალიან კარგად უნდა იცოდეს, რომ ასეთ დროს, არანაირი ალტერნატივა, გარდა თამბაქოს დაუყოვნებლივ თავის დანებებისა, არ არსებობს“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

„ცრემლიანი თვალებით გვკითხა “მოეწონებოდა პატრიარქს?” – დანტესი მოქალაქის ფოტოს ავრცელებს

დანტესი სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მოქალაქის ფოტოს ავრცელებს და მის შესახებ წერს:„მდუმარედ იდგა და მთელი მონდომებით ხატავდა, შემდეგ შემოტრიალდა და ცრემლიანი თვალებით გვკითხა "მოეწონებოდა პატრიარქს?" საქართველო მიყვარხარ",- წერს დანტესი.

„ვისწავლოთ ღვთის სიყვარული, ვისწავლოთ პატიება, ვისწავლოთ ცხოვრება…“ – ილია II სიყვარულზე, ოჯახზე, რწმენასა და სამშობლოზე: ამონარიდები ქადაგებებიდან

ილია II-ის ქადაგება სიყვარულის შესახებ: „სიყვარული არის ისეთი ძალა, რომელიც ადამიანს აკეთილშობილებს. სიყვარული არის საფუძველი ყველაფრისა.“"სიყვარული არის ნიჭი, წყალობა ღვთისა. ყოველდღე უნდა ვლოცულობდეთ, რომ უფალმა დაგვაჯილდოოს სიყვარულით, მოგვმადლოს ეს გრძნობა და არა – ვნება”.„სიყვარული არ არის მხოლოდ ემოცია, არამედ ღვთის წყალობაა, რომელიც უნდა გამოვითხოვოთ და ყოველდღე ვილოცოთ მასში გასაძლიერებლად”.„ჭეშმარიტი სიყვარული არის უანგარობა – საკუთარი თავისთვის კი არა, სხვებისთვის ცხოვრება”.„სიყვარული თუ არის ადამიანში, სიხარული იქნება, სიყვარულის გარეშე არაფერი გამოდის, იმიტომ რომ ღმერთი თვითონ არის სიყვარული. დაგლოცოთ ღმერთმა, გწყალობდეთ უფალი. ღმერთმა ძალა მოგცეთ და მშვიდობა მოგცეთ, ჩვენთან არს ღმერთი.“

გარდაიცვალა გიული ცხადაძე

გარდაიცვალა გიული ცხადაძე. ამის შესახებ ინფორმაციას ოჯახის წევრები ავრცელებენ. Ჩემი გიული გარდაიცვალა პანაშვიდი სამშაბათს 13:00 საათზე, ვაკის სამების ტაძარი (ჭავჭავაძის 37) გადასვენება ტაძრიდან ოთხშაბათს დილას, 12:00 საათზე, ხონში დასაფლავება ხუთშაბათს 14:00 საათზე (ხონი, ხვიჩიას I-ელი შესახვევი, N13)

დონალდ ტრამპი – ირანი სამხედრო თვალსაზრისით მიწასთანაა გასწორებული, ჩვენ ეს ომი მოვიგეთ

ჩვენ ეს ომი მოვიგეთ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანზე საუბრისას განაცხადა.„ჩვენ ეს ომი მოვიგეთ. ეს ომი მოგებულია. ირანი სამხედრო თვალსაზრისით მიწასთანაა გასწორებული“, – აღნიშნა ტრამპმა.აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე გააკრიტიკა „ნიუ იორკ თაიმსი“.„კითხულობთ „ნიუ იორკ თაიმს“ და გგონიათ, რომ ომს ვერ ვიგებთ მაშინ, როცა ირანს არც ფლოტი აქვს, არც საჰაერო ძალები და საერთოდ არაფერი გააჩნიათ“, – აღნიშნა ტრამპმა.

ბოლო სიახლეები