საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოში კატარის ელჩთან, ჰასან აჰმედ ალი მუჰამედ ალ მუტავასთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა. ინფორმაციას ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
უწყების ცნობით, შეხვედრა პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა.
„პრეზიდენტმა დიპლომატს საქართველოში წარმატებული საქმიანობისთვის და ქვეყნებს შორის მჭიდრო პარტნიორობის განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლო საქმიანობაში წარმატება უსურვა“, – ნათქვამია ადმინისტრაციის გავრცელებულ ინფორმაციაში