აქ საუბარია არა ვინმეს შეზღუდვასა და აკრძალვაზე, არამედ გამჭვირვალობაზე. რა არის აქ გაუგებარი? – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა მიხეილ ყაველაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ საზოგადოებრივი მოძრაობის კანონპროექტზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საუბრისას განაცხადა.
მან ოპონენტებს უპასუხა, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ „ხალხის ძალის “კანონპროექტი შემზღუდველია.
„რა იგულისხმება შეზღუდვაში? ის რომ გამჭვირვალე გახდება და თქვენთვის ხელმისაწვდომი იქნება ამა თუ იმ ორგანიზაციის დაფინანსების წყარო? ეს არის და ეს. შეზღუდვა სად წერია ჩვენს ინიციატივაში? ეს ყველაფერი სპეკულაციებია“, – განაცხადა ყაველაშვილმა.
