პარასკევი, ივნისი 13, 2025

მიხეილ ყაველაშვილი – ძლიერი, ერთიანი საქართველო წარმოუდგენელია ჩვენი აფხაზი და ოსი დებისა და ძმების გარეშე, მჯერა, რომ საქართველო აუცილებლად იქნება ერთიანი, ძლიერი და აყვავებული

ძლიერი და ერთიანი საქართველო წარმოუდგენელია ჩვენი აფხაზი და ოსი დებისა და ძმების გარეშე. საბოლოოდ სწორედ მაშინ გავიმარჯვებთ, როდესაც შევძლებთ, ჩვენი მოქალაქეებისთვის საერთო სიკეთეებით სარგებლობა ისევე იყოს შესაძლებელი სოხუმსა და ცხინვალში, როგორც თბილისსა და ბათუმში, გორსა და ზუგდიდში და ჩვენი ქვეყნის სხვა ქალაქებში, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა 26 მაისთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ყაველაშვილის თქმით, სჯერა, რომ საქართველო აუცილებლად იქნება ერთიანი, ძლიერი და აყვავებული.

„კიდევ ერთხელ გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. გაუმარჯოს ერთიან, ძლიერ და აყვავებულ საქართველოს. ღმერთი იყოს ჩვენი და ჩვენი სამშობლოს მფარველი“, – აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ეს ბიჭები იმ ოჯახში გაიზარდნენ, სადაც ყველაფრის ფასი ძალიან კარგად ვიცით. არც მშიერის დაპურება გვეშლება, არც უსახლკაროს მიღება, არც მრწამსისთვის ჯოჯოხეთის გავლა, არც მდუმარებაში...

"მოგესალმებით სრულიად საქართველოს. არ მეგონა, რომ კიდევ დავუბრუნდებოდი ჩემი ოჯახის ბულინგის თემას, თუმცა, როგორც ჩანს, გაუსვრელი არავინ უნდა დარჩეს.  დღეს ბიჭები არიან სამიზნეები. კიდევ ერთხელ გავიმეორებ,  ჩვენ არავის ვუვარდებით სახლში ,არც სცენაზე, არც პირად ცხოვრებაში, არც სამარცხვინო ნაბიჯებით გამოვირჩევით… როცა ყვირი "სირცხვილია" -ს, სულ ცოტა, მისი შინაარსი კარგად უნდა გესმოდეს ადამიანს - "რა არის სირცხვილი და რა - არა". ეს ბიჭები იმ ოჯახში გაიზარდნენ, სადაც ყველაფრის ფასი ძალიან კარგად ვიცით. არც მშიერის დაპურება გვეშლება, არც უსახლკაროს მიღება, არც მრწამსისთვის ჯოჯოხეთის გავლა, არც მდუმარებაში გლოვა, არც უსახლკარობის შიში, არც ერთმანეთის სიყვარული და არც - ქვეყნის. არც გაზის ყლაპვის შეგვშინებია ოდესმე და არც ვინმესთვის სიმართლის თქმის. ასე რომ, შორს ხელები ჩემი ოჯახიდან" - წერს ნატო გელაშვილი სოციალურ ქსელში და შვილების, ლუკა და გიორგი ჭოხონელიძეების ფოტოს აქვეყნებს. ეს განცხადება მომღერალმა გუშინდელი კონცერტის შემდეგ გააკეთა. როცა გიორგი და ლუკა ჭოხონელიძეები სცენაზე ზუკა ხუციშვილთან ერთად სიმღერას ასრულებდნენ, სცენაზე ახალგაზრდა ბიჭი ავიდა, რომელმაც ძმებ ჭოხონელიძეებს სიტყვის თქმის უფლება სთხოვა და თქვა, რომ მათ თანატოლს, 21 წლის მატე დევიძეს სასამართლომ 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. ამ თხოვნაზე ლუკა და გიორგი ჭოხონელიძეებისგან მან უარი მიიღო, აუდიტორიიდან კი ისმოდა შეძახილები: "სირცხვილია", "ასე არ შეიძლება..." 

კახა კალაძემ 13 ივნისს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

თბილისში 13 ივნისს მომხდარი ტრაგედიიდან ათი წელი გავიდა. ტრაგიკულ თარიღთან დაკავშირებით სტიქიის შედეგად დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გაიმართა.პანაშვიდს დედაქალაქის მერი კახა კალაძე დაესწრო, 13 ივნისის მემორიალი ყვავილებით შეამკო და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.„ათი წელი გავიდა იმ მძიმე ტრაგედიიდან, რომელიც თბილისს 2015 წლის 13 ივნისს დაატყდა თავს. 21 ადამიანი დაიღუპა, ორი კი დღემდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. პირველ რიგში, ვუსამძიმრებ ამ ადამიანების ოჯახებს, მათ ახლობლებს. თუ გავიხსენებთ, მართლაც ძალიან მძიმე იყო ის, რაც 13 ივნისს ხდებოდა, თუმცა პოზიტივი რაც იყო, ეს იყო ერთიანობა, ერთობა, როდესაც ყველა – დიდი და პატარა გაერთიანდა, რათა მხარში დადგომოდა ჩვენს დედაქალაქს. მთელ მსოფლიოს დავანახეთ, რა შეუძლია ერთობას“, – განაცხადა კახა კალაძემ.მემორიალთან, დედაქალაქის მერთან ერთად, იმყოფებოდნენ საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე, ვიცე-მერი გიორგი ტყემალაძე, მერის მოადგილეები და საკრებულოს წევრები.

კახა კალაძე ნიკა გვარამიას დაკავებაზე: როდესაც კანონს არღვევ, პოლიტიკოსის სტატუსი ფარი ვერ იქნება

თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან ნიკა გვარამიას დაკავების ფაქტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება ნებისმიერი კანონდარღვევის შემთხვევაში, შესაბამის ქმედებებს განახორციელებს.მისივე განმარტებით, არ აქვს მნიშვნელობა კანონდამრღვევი პოლიტიკოსი იქნება თუ არა, ყველა თანაბრად აგებს პასუხს."რასაც ვხედავთ, ზოგიერთი პოლიტიკოსების მხრიდან კანონის დარღვევის პირველი შემთხვევა არ არის. როდესაც კანონს არღვევ, პოლიტიკოსის სტატუსი ვერ იქნება ამ ყველაფრის ფარი. ხელისუფლება კანონის ფარგლებში იმოქმედებს და შესაბამის ქმედებებს განახორციელებს", - განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოში ისრაელის საელჩო – ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო, საელჩო დაკეტილია, ხელმისაწვდომი არ იქნება საკონსულო მომსახურებაც

საქართველოში ისრაელის საელჩო ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო დაკეტილია, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში საელჩოს გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.საქართველოში ისრაელის საელჩო აღნიშნავს, რომ ასე ხელმისაწვდომი არ იქნება საკონსულო მომსახურება.„ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო, საელჩო დაკეტილია და საკონსულო მომსახურება არ იქნება ხელმისაწვდომი. განახლებებისთვის ეწვიეთ საელჩოს ვებგვერდს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ირანმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის გამართვა მოითხოვა

ისრაელის მიერ თეირანზე მიტანილი იერიშის შემდეგ ირანმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის გამართვა მოითხოვა.ამის შესახებ „სიენენი“ წერს.ირანზე დარტყმისთვის ისრაელმა 200 მოიერიშე თვითმფრინავი გამოიყენა და 100-ზე მეტ სამიზნეს დაარტყა.საჰაერო დარტყმების შედეგად ექვსი ირანელი ბირთვული მეცნიერი და რამდენიმე სამხედრო მეთაური დაიღუპა.

ბოლო სიახლეები