შაბათი, აპრილი 11, 2026

მიხეილ ყაველაშვილი – ჩვენს ინტერესში შედის ევროკავშირის წევრობა, ევროპასთან სიახლოვე და ვიცი, მათ ინტერესებშიც შედის, ჩვენ ვცდილობთ, შეხების წერტილები როგორმე დაუბრუნდეს ჯანსაღ პროცესს

ჩვენ ვიცით, რომ პოზიციები უნდა შეიცვალოს, რადგან ჩვენს ინტერესში შედის ევროკავშირის წევრობა, ევროპასთან სიახლოვე და ვიცი, რომ მათ ინტერესებშიც შედის. ჩვენ ვცდილობთ, რომ ეს შეხების წერტილები როგორმე დაუბრუნდეს ჯანსაღ პროცესს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, – ამის შესახებ საქართველოს არჩეულმა პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ტელეკომპანია „იმედთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყანაში არსებული ვნებათაღელვა თითქოს პრემიერის განცხადებას მოჰყვა. ყაველაშვილმა აღნიშნა, რომ მას სურს, მიმართოს თითოეულ მოქალაქეს, რომელიც „აქციაზე დადის და აუხსნას, რომ ეს ხელოვნურად შექმნილი პროცესია და შესაძლოა, ის ამას ვერ გრძნობს“.

„განცხადება, რომელიც ირაკლი კობახიძემ გააკეთა, შესაძლოა, ვინმესთვის გაუგებარი ყოფილიყო, მაგრამ მან კარგად ახსნა იმავე დღეს და შემდეგაც მკაფიოდ განუმარტა საზოგადოებას, თუ რას გულისხმობდა და შეგვიძლია, ჩვენ დავუბრუნდეთ ამ თემას, რასთან გვქონდა საქმე.

ევროკავშირთან მიმართებაში ჩვენ მკაფიოდ გამოკვეთილი, გრძელვადიანი პროცესი გვაქვს დაგეგმილი. ამას მუდმივად ვაღიარებთ და ვაცნობთ საზოგადოებას. მიუხედავად იმისა, რომ მათი მხრიდან არაერთი შეურაცხმყოფელი რეზოლუცია, დამამცირებელი დამოკიდებულება იყო. თითქოს, ხომ უნდა ვიყოთ ჩვენ თანასწორები, რასაც ჩვენ ვითხოვთ, ურთიერთპატივისცემაზე, გამჭვირვალობაზე დაყრდნობილ ურთიერთობას, რასაც თითქოს, ზედაპირულად ისინი აღიარებენ, თუმცა ქმედებებში ვხედავთ ამ ორმაგ სტანდარტს, რასაც მუდმივად აღიარებდა ჩვენი ხელისუფლებაც და ადამიანები, ვინც ხედავდნენ ამ პროცესს.

რა არის ჩვენი დამოკიდებულება? – ჩვენ ღია ვართ ამ პროცესების მიმართ. ჩვენ ვამბობთ, რა თქმა უნდა, ჩვენი სურვილია, რომ გავხდეთ ევროკავშირის წევრი, ეს სახელმწიფოს გაცხადებული ნებაა და ამაში ყველა ვთანხმდებით, მაგრამ ამავე დროს ჩვენ გვაქვს ჩვენი ეროვნული ინტერესები, რომელიც არა თქვენდა საზიანოდ, არამედ ეს ჩვენი ორგანული განცდაა, ჩვენ არ ვამბობთ უარს.

მკაფიოდ განაცხადა პრემიერმა, რომ დღესვე მზად ვართ, გახსენით მოლაპარაკება, ვაწერ ხელს და შევდივარ პროცესში. ეს ჩვენი მხრიდან, როგორც ორჯერ ორი ოთხია, ისეა. პირიქით, ჩვენ განწყობილი ვართ, რომ მათი შეხედულებები უნდა შეიცვალოს. თორემ, იმის საპირწონედ, რასაც ისინი ჩვენ მიმართ ჩადიან, რიგ შემთხვევაში შეურაცხყოფას გვაყენებენ და არასწორად გვექცევიან, ჩვენ ხომ შესაბამისად არ ვპასუხობთ მათ.

ჩვენ ვიცით, რომ ეს პოზიციები უნდა შეიცვალოს, რადგან ჩვენს ინტერესში შედის ევროკავშირის წევრობა, ევროპასთან სიახლოვე და ვიცი, რომ მათ ინტერესებშიც შედის. ჩვენ ვცდილობთ, რომ ეს შეხების წერტილები როგორმე დაუბრუნდეს ჯანსაღ პროცესს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია.

ჩვენს საზოგადოებას არაფერს ვუმალავთ, პირდაპირ ვეუბნებით, რა მიმართულებას ვუბრუნდებით ევროკავშირთან მიმართებაში. განცხადებაში ეს იყო ნათქვამი, რომ ჩვენ ამ საკითხით არ ვივაჭრებთ. ეს არ შედის ჩვენს ინტერესში და წესით, არც მათ ინტერესში უნდა შედიოდეს“, – განაცხადა ყაველაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ეგვიპტის უდაბნოში უძველესი ქრისტიანული მონასტერი აღმოაჩინეს – IV საუკუნით დათარიღებულ ნაგებობაში ბერებმა წარწერები დატოვეს

ად­გი­ლობ­რი­ვი ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბის გან­ცხა­დე­ბით, ეგ­ვიპ­ტის უდაბ­ნო­ში ცოტა ხნის წინ აღ­მო­ა­ჩი­ნეს უძ­ვე­ლე­სი მო­ნას­ტე­რი, რო­მე­ლიც ქრის­ტი­ა­ნო­ბის ად­რე­ულ ხა­ნას მი­ე­კუთ­ვნე­ბა. ეგ­ვიპ­ტის ტუ­რიზ­მი­სა და სიძ­ვე­ლე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, მო­ნას­ტე­რი ნა­პოვ­ნია ვადი-ელ-ნატ­რუნ­ში, ბე­ჰე­ი­რას პრო­ვინ­ცი­ა­ში.ვადი-ელ-ნატ­რუ­ნი ით­ვლე­ბა “ეგ­ვიპ­ტე­სა და მსოფ­ლი­ო­ში მო­ნას­ტე­რიზ­მის აღ­მო­ცე­ნე­ბის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვან ცენ­ტრად“. ნა­გე­ბო­ბა ახა­ლი წელ­თაღ­რი­ცხვის IV-VI სა­უ­კუ­ნე­ე­ბით თა­რიღ­დე­ბა.ალი­ზის აგუ­რით აშე­ნე­ბუ­ლი შე­ნო­ბა და­ახ­ლო­ე­ბით 21,528 კვად­რა­ტულ ფუტს მო­ი­ცავს; მისი კედ­ლე­ბის სის­ქე სამ ფუტ­ზე მე­ტია, ხოლო ოთა­ხე­ბის სი­მაღ­ლე და­ახ­ლო­ე­ბით შვიდ ფუტს აღ­წევს.არ­ქი­ტექ­ტუ­რა და აღ­მო­ჩე­ნე­ბი სა­მო­ნას­ტრო კომ­პლექ­სი მო­ი­ცავს ღია ეზოს, რო­მე­ლიც გარ­შე­მორ­ტყმუ­ლია შე­ნო­ბე­ბით. ამ ნა­გე­ბო­ბებ­ში გან­თავ­სე­ბუ­ლი იყო ბე­რე­ბის სე­ნა­კე­ბი, ღუ­მე­ლე­ბი, სამ­ზა­რე­უ­ლო­ე­ბი და სა­თავ­სო­ე­ბი. კედ­ლის მხატ­ვრო­ბა­სა და არ­ქი­ტექ­ტუ­რულ ელე­მენ­ტებ­თან ერ­თად, არ­ქე­ო­ლო­გებ­მა ასე­ვე იპო­ვეს ადა­მი­ა­ნის ჩონ­ჩხის ნაშ­თე­ბი - რომ­ლე­ბიც, სა­ვა­რა­უ­დოდ, ბე­რებს ეკუთ­ვნო­დათ.“არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი კვლე­ვე­ბი აჩ­ვე­ნებს სხვა­დას­ხვა გა­და­ხურ­ვის სის­ტე­მე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას, მათ შო­რის ალი­ზის აგუ­რით ნა­გებ თა­ღებ­სა და გუმ­ბა­თებს“, - აღ­ნიშ­ნეს ოფი­ცი­ა­ლურ­მა პი­რებ­მა.კედ­ლე­ბი და­ფა­რუ­ლი იყო თეთ­რი ბათ­ქა­შის ფე­ნით და შემ­კუ­ლი იყო ფრეს­კე­ბით, რომ­ლებ­ზეც გა­მო­სა­ხუ­ლია ჯვრე­ბი, პალ­მის ხე­ე­ბი და სხვა­დას­ხვა მცე­ნა­რე­უ­ლი თუ გე­ო­მეტ­რი­უ­ლი მო­ტი­ვე­ბი.გა­თხრე­ბი­სას ასე­ვე აღ­მო­ა­ჩი­ნეს რამ­დე­ნი­მე წარ­წე­რა იქ მცხოვ­რე­ბი ბე­რე­ბის სა­ხე­ლე­ბით, აგ­რეთ­ვე “რე­ლი­გი­უ­რი ტექ­სტე­ბი, რომ­ლე­ბიც წყა­ლო­ბა­სა და შენ­დო­ბას ითხოვ­დნენ“.მეც­ნი­ე­რუ­ლი და ის­ტო­რი­უ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბა ტუ­რიზ­მი­სა და სიძ­ვე­ლე­თა მი­ნის­ტრმა, შე­რიფ ფა­თიმ გა­ნა­ცხა­და, რომ ეს აღ­მო­ჩე­ნა “წარ­მო­ად­გენს მნიშ­ვნე­ლო­ვან შე­ნა­ძენს ეგ­ვიპ­ტე­ში მო­ნას­ტე­რიზ­მის სა­წყი­სე­ბის გა­სა­გე­ბად, რო­მე­ლიც სწო­რედ ეგ­ვიპ­ტის მი­წა­ზე და­ი­წყო, სა­ნამ მთელ მსოფ­ლი­ო­ში გავ­რცელ­დე­ბო­და“.არ­ქე­ო­ლო­გებ­მა მსგავ­სი სა­მო­ნას­ტრო კომ­პლექ­სი იპო­ვეს იმა­ვე, ბე­ჰე­ი­რას პრო­ვინ­ცი­ა­ში.მა­ნამ­დე, იან­ვარ­ში, ეგ­ვიპ­ტელ­მა ოფი­ცი­ა­ლურ­მა პი­რებ­მა გა­ნა­ცხა­დეს კი­დევ ერთი მო­ნას­ტრის აღ­მო­ჩე­ნის შე­სა­ხებ სო­ჰა­გის პრო­ვინ­ცი­ა­ში, სო­ფელ ალ-დუ­ვე­ირ­ში. იქ არ­ქე­ო­ლო­გებ­მა მი­აკ­ვლი­ეს ბი­ზან­ტი­უ­რი პე­რი­ო­დის “ბე­რე­ბის სრუ­ლად ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კომ­პლექ­სის“ ნაშ­თებს.

ზაზა ფაჩულიას კომპანია ამბროლაურში ჰესის მშენებლობას გეგმავს – მას მთავრობამ მიწა 49 წლის ვადით გადასცა: რა ხდება ცნობილი

bpn.ge-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი კა­ლათ­ბურ­თე­ლის, NBA-ს ორგზის ჩემ­პი­ონ ზაზა ფა­ჩუ­ლი­ას კომ­პა­ნია ამ­ბრო­ლა­ურ­ში ჰე­სის მშე­ნებ­ლო­ბას გეგ­მავს - მთავ­რო­ბამ მიწა 49 წლის ვა­დით გა­დას­ცა. მთავ­რო­ბის გან­კარ­გუ­ლე­ბის მი­ხედ­ვით, შპს “სად­მე­ლი ჰესს“ სა­ხელ­მწი­ფო სა­კუთ­რე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი მიწა და მას­ზე გან­თავ­სე­ბუ­ლი უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა 49 წლის ვა­დით გა­და­ე­ცა, რათა მდი­ნა­რე რი­ცე­უ­ლა­ზე ჰიდ­რო­ე­ლექტრო­სად­გუ­რი აა­შე­ნოს და ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ა­ში შე­იყ­ვა­ნოს.მთავ­რო­ბის გან­კარ­გუ­ლე­ბის მი­ხედ­ვით, ქო­ნე­ბა კომ­პა­ნი­ას გა­და­ე­ცა “აღ­ნა­გო­ბის უფ­ლე­ბით“, რაც ნიშ­ნავს, რომ მიწა სა­ხელ­მწი­ფოს სა­კუთ­რე­ბა­ში რჩე­ბა, თუმ­ცა კომ­პა­ნი­ას უფ­ლე­ბა აქვს იქ აა­შე­ნოს ობი­ექ­ტი და გა­მო­ი­ყე­ნოს იგი. ამას­თან, კომ­პა­ნია ვალ­დე­ბუ­ლია ქო­ნე­ბით სარ­გებ­ლო­ბის­თვის სა­ხელ­მწი­ფოს ყო­ველ­წლი­უ­რად გა­და­უ­ხა­დოს 18 973 ლარი.დო­კუ­მენ­ტში ასე­ვე აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ პრო­ექ­ტი ეფუძ­ნე­ბა 2025 წლის 24 დე­კემ­ბერს გა­ფორ­მე­ბულ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას, რო­მე­ლიც და­დე­ბუ­ლია სა­ხელ­მწი­ფოს, ელექტრო­ე­ნერ­გე­ტი­კუ­ლი სის­ტე­მის კო­მერ­ცი­ულ ოპე­რა­ტორ­სა და კომ­პა­ნი­ას შო­რის. ეს ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა გან­სა­ზღვრავს ჰე­სის მშე­ნებ­ლო­ბი­სა და მუ­შა­ო­ბის პი­რო­ბებს. ქო­ნე­ბის გა­და­ცე­მი­სა და პრო­ცე­სის სა­მარ­თლებ­რივ უზ­რუნ­ველ­ყო­ფა­ზე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლია სა­ხელ­მწი­ფო ქო­ნე­ბის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო, რო­მელ­მაც უნდა გა­ა­ტა­როს ყვე­ლა სა­ჭი­რო პრო­ცე­დუ­რა კა­ნონ­მდებ­ლო­ბის შე­სა­ბა­მი­სად. ცნო­ბის­თვის, სა­მე­წარ­მეო რე­ესტრის მი­ხედ­ვით, შპს “სად­მე­ლი ჰესი” 2023 წლი­დან არის რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი და მისი სრუ­ლი სა­აქ­ციო პა­კე­ტის მფლო­ბე­ლი ზაზა ფა­ჩუ­ლი­აა.

რისი გაკეთება არ შეიძლება დიდ შაბათს

დიდი შაბათი იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის წინა დღეა.ვნების შვიდეულის შაბათი ქრისტიანულმა ეკლესიამ იმ დღის აღსანიშნავად დააწესა, როცა პილატესთან მისულმა მღვდელმთავრებმა მისი ნებართვით დარაჯები მიუჩინეს ქრისტეს გვამს, რომელიც მდიდარმა მოწაფემ იოსებ არიმათიელმა კლდეში დაასვენა და მას ლოდი მიაგორა.წმინდა ცეცხლის ლიტანიობა დიდი შაბათის მწუხრის მსახურებას უკავშირდება. ამ დღეს მაცხოვარი სხეულით საფლავში იმყოფებოდა, ხოლო სულით ჯოჯოხეთში მართალთა სულების ამოსაყვანად ჩაბრძანდა.ვნების შაბათის მინიშნებები დიდ შაბათთან უამრავი მინიშნებაა დაკავშირებული და ზოგი მათგანი დღემდე არის შემონახული. მაგალითად, დიდი შაბათს მზიანი და თბილი ამინდი ცხელი ზაფხულის მომასწავებელია. მოღრუბლული კი – წვიმინი და გრილის.აღდგომის წინა ღამის გათენება, ბედნიერების საწინდარია. ეკლესიაში ნაკურთხი კვერცხის წყალში ჩაგდება და იმ წყლით პირის დაიბანა, ჯანმრთელობის სიბერემდე შენარჩუნებას მოასწავებს.ასევე კარგის ნიშანია დიდ შაბათს დაბადებაც. ითვლება, რომ ამ დღეს დაბადებულებს უბედურება გვერდს უვლის. მათ შესანიშნავი ჯანმრთელობა აქვთ, იღბლიანები არიან და ყოველთვის აღწევენ დასახულ მიზნებს.ცუდის ნიშანია დიდ შაბათს მხიარულება და სიცილი – შეიძლება შემდეგ მთელი წელი იტიროთ. ცუდია ასევე დიდ შაბათს რამის გაცემა სახლიდან, იმიტომ რომ შეიძლება მას კეთილდღეობა, იღბალი და ჯანმრთელობა მიჰყვეს.

მეუფე გრიგოლი – ჩვენს თვალწინ იბადებიან როგორც ახალი დროის მოწამენი, ასევე ახალი დროის ჯალათები – ერთნი გულში დაფარულად ატარებენ ჯვარს, მეორენი საჯაროდ იწონებენ თავს...

ჩვენს თვალწინ იბადებიან როგორც ახალი დროის მოწამენი, ასევე ახალი დროის ჯალათები. ერთნი გულში დაფარულად ატარებენ ჯვარს, მეორენი საჯაროდ იწონებენ თავს ქრისტიანობისადმი კუთვნილების გამომხატველი გარეგნული ნიშნებით, - ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა ფოთის საკათედრო ტაძარში დიდი პარასკევის მსახურების დასრულების შემდეგ განაცხადა.მისი თქმით, „ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება უნდა იყოს საკუთარი თავის მსხვერპლად გაღება, სამყაროს, ქვეყნის, ჩვენი ძმებისა და დების კეთილდღეობისთვის, ერთმანეთის თანადგომისა და მხარდაჭერისათვის".მიტროპოლიტი ასევე შეეხო მეზობელ უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში არსებულ ვითარებას.„გული გეკუმშება, როცა ფიქრობ და უყურებ რა ხდება მეზობელ უკრაინაში, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში, სადაც ომის ცეცხლი გიზგიზებს და უამრავი ადამიანის სიცოცხლეს იწირავს. თუმცა, აქვე გეტყვით, რომ ასევე განუზომლად მრავლად იწირავს ადამიანებს მოუნანიებელი ცოდვები და ეს თითოეული ჩვენგანის პირადი პასუხისმგებლობის სფეროა. თანამედროვეობაში ჩვენდა ნუგეშად გვევლინება ახალმოწამეთა დასი, რომელთაგან დიდი უმრავლესობის სახელები არც კი ვიცით: ისინი იბადებიან, იზრდებიან, ცხოვრობენ თავისი ადამიანობით, სათნოებებითა და უბრალოებით და, წუთისოფლად მყოფნი, მდუმარებით მიუყვებიან ქრისტეს გზას ისე, რომ წუთისოფელი მათ ვერ/არ ამჩნევს, თუმც კი ღმერთს შეუმჩნეველი არავინ რჩება. სწორედ ეს ადამიანებია მარილი სოფლისა, ასეთ ადამიანებზე უნდა აშენდეს ახალი ქვეყანა, საზოგადოება, რომელიც დაფუძნებული იქნება ღვთის სიყვარულზე, ერთმანეთის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობასა და სამშობლოსათვის თავდადებაზე“,- განაცხადა მეუფე გრიგოლმა.როგორც მიტროპოლიტმა აღნიშნა, უნდა გვახსოვდეს, რომ სამყარო ისეთი იქნება, „როგორიც ხარ შენ!“„შენ თუ შეიცვლები, შენს ირგვლივ სამყარო შეიცვლება, იზრუნე, რომ შენი თავი შეცვალო უკეთესობისკენ და ამაში დაგეხმარება შენ იესო ქრისტე, ამაში დაგვეხმარებიან სულიერნი დასნი და ის ადამიანები, რომლებმაც ჩვენამდე განვლეს თავისი გზა, რომ ჩვენ სიარული გაგვიადვილდეს, რათა გვქონდეს ცოცხალი მაგალითები. ირგვლივ მაგალითი მრავალია, ავიც და კარგიც, მაგრამ ცუდის ქმნას დიდი ძალისხმევა არ სჭირდება, სიკეთის ქმნას კი სჭირდება ძალისხმევა და უპირველესად საკუთარი თავის იძულება",- აღნიშნა მეუფე გრიგოლმა.

მეუფე იობი – ჩვენ გვეყოლება კურთხეული მეფე, რომელიც დიდ საქმეებს მოიმოქმედებს, მოვესწრებით ამას – ასევე, ლოცვა დაიბეჭდა მომავალი პატრიარქის არჩევისთვის, ვალდებულები ხართ, ილოცოთ, მიკერძოებულად,...

ჩვენ გვეყოლება კურთხეული მეფე, მეფე იქნება დამაბალანსებელი ერში, იქნება სიმშვიდის შემომტანი და ერთიანობის სიმბოლო, - ამის შესახებ ურბნისისა და რუისის ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე იობმა ქადაგებისას აღნიშნა.როგორც მან თქვა, „მეფე დიდ საქმეებს მოიმოქმედებს მომავალი საქართველოსთვის“. აღსანიშნავია, რომ მეუფე იობის ქადაგებას დავით ბაგრატიონი ესწრებოდა.„ჩვენ გვეყოლება კურთხეული მეფე, მეფე, რომელიც სულიწმიდით განიბრძოლვა და ძალიან დიდ საქმეებს მოიმოქმედებს მომავალი საქართველოსთვის. თქვენ არ გეგონოთ, რომ ამ ქაოსურ მსოფლიოში აღარ გვახსოვს ჩვენ ბაგრატიონთა სამეფო დინასტია. ჩვენს მეხსიერებაში ყოველთვის იყო, არის და იქნება. მეფე იქნება დამაბალანსებელი ერში, იქნება სიმშვიდის შემომტანი და იქნება ერთიანობის სიმბოლო. მაშინ როდესაც გვეყოლება, მოხდება ეს მოვლენა და ჩვენ მოვესწრებით ამას, ნამდვილად ჩვენი ერი გაიხარებს.ლოცვა დაიბეჭდა, მომავალი პატრიარქის არჩევისთვის. ეს ლოცვა ვალდებულები ხართ თითოეულმა თქვენგანმა ილოცოს. როგორც იქნება ღვთის ნება, როგორც ღვთისადმი სასურველი და სასიკეთო იქნება, დაე, ასე იყოს. აქ მიკერძოებულად ვიღაცისთვის კი არ ვილოცოთ, ვილოცოთ ზოგადად, რათა ღმერთმა გამოაჩინოს ის, ვინც საქართველოს ამ მდგომარეობიდან გამოიყვანს და ვინც საქართველოს სულიერად გააბრწყინებს“,- აღნიშნა მეუფე იობმა.ქადაგებას „ტვ პირველი“ ავრცელეს.

ბოლო სიახლეები