პარასკევი, მარტი 21, 2025

მიხეილ ყაველაშვილი – ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც ტრადიციები, მრავალფეროვნება, დღესასწაულები ძალიან მნიშვნელოვანია, ნოვრუზ ბაირამი ახალი ენერგიის, ახალი წლის, ახალი სიცოცხლის დაწყების დღეა

გილოცავთ ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულს, მიხარია, რომ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც ტრადიციები, მრავალფეროვნება, დღესასწაულები ძალიან მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა მარნეულში ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, დღევანდელი დღე არის ახალი ენერგიის, ახალი წლის, ახალი სიცოცხლის დაწყების დღე.

„გილოცავთ ამ შესანიშნავ დღესასწაულს, მივულოცავ ყველა იმ მოქალაქეს, რომელიც დღეს გაზაფხულის ბუნიობას, ძველ ტრადიციულ სახალხო დღესასწაულს აღნიშნავს. მიხარია, რომ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც ტრადიციები, მრავალფეროვნება, დღესასწაულები არის ძალიან მნიშვნელოვანი. საუკუნეებია ჩვენ ერთად მოვდივართ, ეს ურთიერთპატივისცემა უფრო და უფრო შესანიშნავი გახდება დღევანდელ დღესასწაულთან ერთად. დღევანდელი დღე არის ახალი ენერგიის, ახალი წლის, ახალი სიცოცხლის დაწყების დღე.  მინდა, ყველა ჩვენგანი კიდევ უფრო ენერგიულად, სიცოცხლით სავსე იყოს, ერთმანეთის მიმართ პატივისცემით, სიყვარულით, სიხარულით განწყობილი, ჩვენს საყვარელ ქვეყანას, ჩვენს საქართველოს მეტი შევძინოთ. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ურთიერთობა კიდევ უფრო მკაფიო და უფრო დიდი გახდება. მაქვს პატივი, როგორც პრეზიდენტს თითოეულ თქვენგანს მოგილოცოთ დღევანდელი დღესასწაული და შეგპირდეთ, რომ ყველა თქვენგანის გვერდით ვიქნები ჩვენი ქვეყნის გასაძლიერებლად, ჩვენი ოჯახები კიდევ უფრო ძლიერი იქნება, რადგან ჩვენი ქვეყანა უნდა გახდეს ყველაზე ძლიერი, ყველაზე ლამაზი და კარგი. გილოცავთ და გისურვებთ წარმატებებს“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

🎥სუროგაციის სავარაუდო თაღლითური სქემა ემიგრანტებისთვის

მშობლებს, რომლებმაც სუროგაციაში 100 ათასობით ლარი გადაიხადეს, ბავშვებს არ აჩვენებენ. დაიბადნენ თუ არა ბავშვები.სუროგაციის სავარაუდო თაღლითური სქემა ემიგრანტებისთვის.ნახეთ კურიერი P.S-ის ანონსი ⇓ 

დონალდ ტრამპმა ახალი განკარგულება გასცა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ექსპრეზიდენტ ჯონ კენედის მკვლელობასთან დაკავშირებული მასალების სრულად გასაჯაროების განკარგულება გასცა. ინფორმაციას ამის შესახებ „სიენენი“ ავრცელებს.მედიის ცნობით, მასალებს შორის წარმოდგენილი იქნება დაურედაქტირებელი სოციალური დაზღვევის ნომრებიც.როგორც ტრამპის განმარტავს, დიდი ხნის წინ გარდაცვლილი ადამიანების სოციალური დაზღვევის ნომრების დაფარვის შემთხვევაში ხალხს, შესაძლოა, გასჩენოდა კითხვები, თუ რატომ იყო დოკუმენტი დარედაქტირებული, ამიტომ მან მასალების სრულად გასაჯაროების განკარგულება გასცა.მედიის ცნობით, ეროვნული არქივის ვებგვერდზე 2000-ზე მეტი დოკუმენტი უკვე გამოქვეყნებულია. კენედის მკვლელობის მკვლევრები ახლა ამ დოკუმენტების შესწავლას დაიწყებენ.როგორც ტრამპმა აღნიშნა, ამ დოკუმენტებში რაიმე სენსაციურს ვერაფერს ამოიკითხავენ.

საქართველოს ნაკრების მზადების გეგმა ერთა ლიგის საპასუხო მატჩის წინ

საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი მედიას შეხვდება და სომხეთთან ერთა ლიგის „ბ“ დივიზიონის პლეი ოფის საპასუხო შეხვედრისთვის მზადებაზე ისაუბრებს.მეტოქე გუნდები შეხვედრის მასპინძელ სტადიონზე 22 მარტს ივარჯიშებენ. ასევე, გაიმართება მთავარი მწვრთნელების მატჩისწინა ტრადიციული პრესკონფერენციები.ერევანში გამართული პირველი მატჩი „ჯვაროსნებმა“ 3:0 მოიგეს და წყვილის ფავორიტები არიან. ერთა ლიგის პლეი-ოფის საპასუხო შეხვედრა საქართველოს ნაკრებსა და სომხეთს შორის 23 მარტს „დინამო არენაზე“ 18:00 საათზე დაიწყება. 22 მარტის განრიგი | დინამო არენა 15:30 საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენცია16:00 საქართველოს ნაკრების ვარჯიში (აკრედიტებული მედიისთვის ღიაა საწყისი 15 წუთი)17:00 სომხეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენცია17:30 სომხეთის ნაკრების ვარჯიში (აკრედიტებული მედიისთვის ღიაა საწყისი 15 წუთი)

ბუნდესტაგის საბიუჯეტო კომიტეტმა უკრაინისთვის 2025 წელს დამატებით სამი მილიარდი ევროს გამოყოფა დაამტკიცა, 2026-2029 წლებისთვის კი, 8.3 მილიარდი ევრო გამოყო

გერმანიის ბუნდესტაგის საბიუჯეტო კომიტეტმა უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის მიზნით, 2025 წლისთვის დამატებით სამი მილიარდი ევროს გამოყოფა დაამტკიცა, 2026-2029 წლებისთვის კი, დამატებით 8.3 მილიარდი ევრო გამოყო.„ეს სწორი გადაწყვეტილება და მკაფიო სიგნალია პუტინისთვის, ჩვენი მოკავშირეებისთვის უკრაინაში. გერმანიის იმედად ყოფნა შეიძლება და უკრაინული ბრძოლა თავისუფლებისთვის იმსახურებს ჩვენს სრულ მხარდაჭერას“, – განაცხადა სოციალ-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელმა, ანდრეას შვარცმა.უკრაინისთვის დამატებითი თანხების გამოყოფა გერმანიის თავდაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებმა მოითხოვეს.

თეა წულუკიანი: ის პოლიტიკური ძალა, რომელიც გადაწყვეტს, არ მიიღოს ნებაყოფლობით არჩევნებში მონაწილეობა, ეს მხოლოდ და მხოლოდ მისთვისაა საზიანო. ამით ხელისუფლებას ვერაფერი დააკლდება

პოლიტიკური პარტია, ან პოლიტიკური პარტიის წევრი, ან ტუნდაც, დამოუკიდებელი პოლიტიკოსი ვერავითარ შემთხვევაში ვერ იქნება პოლიტიკაში, პოლიტიკურ პროცესში ჩართული, თუ ის არჩევნებში არ მონაწილეობს, - განუცხადა პარლამენტში ჟურნალისტებს თეა წულუკიანმა.პარლამენტის ვიცე-სპიკერი თვითმმართველობის არჩევნებში რადიკალური ოპოზიციის მონაწილეობის საკითხს გამოეხმაურა. მისი თქმით, აღნიშნული პოლიტიკის „ანა-ბანას წარმოადგენს“.„ის პოლიტიკური ძალა, რომელიც გადაწყვეტს, არ მიიღოს ნებაყოფლობით არჩევნებში მონაწილეობა, ეს მხოლოდ და მხოლოდ მისთვისაა საზიანო. ამით ხელისუფლებას ვერაფერი დააკლდება“, - აღნიშნა წულუკიანმა.თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის საკითხზე ოპოზიციაში დაპირისპირებაა. მათ პოზიციების შეჯერება ამ საკითხზეც უჭირთ და საერთო გადაწყვეტილებაზე ვერ ყალიბდებიან.

ბოლო სიახლეები