საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონის სოფელ საბერიოში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს.
ყაველაშვილი უსამძიმრებს და თანაუგრძნობს დაღუპული ბავშვების ოჯახსა და ახლობლებს.
„ძალიან დამამწუხრა და შემძრა იმ უდიდესმა ტრაგედიამ, რომელმაც ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში ხუთი ბავშვის სიცოცხლე შეიწირა. სიტყვები უძლურია ამ დანაკარგით გამოწვეული მწუხარების გადმოსაცემად და ოჯახის სანუგეშოდ. ვუსამძიმრებ და თანავუგრძნობ დაღუპული ბავშვების ოჯახს და ახლობლებს. ჩვენ ვგლოვობთ თქვენთან ერთად“, – წერს ყაველაშვილი.
რუსეთის მიერ ოკუპირებულ გალის რაიონის სოფელ საბერიოში ხანძარს ხუთი ბავშვი ემსხვერპლა.