ოთხშაბათი, ნოემბერი 27, 2024

მიხეილ ყაველაშვილი – ყველაფერს გავაკეთებ, რომ საქართველოს საზოგადოება ეროვნული ინტერესების, იდენტობისა და ქვეყნის დამოუკიდებლობის იდეის ირგვლივ გაერთიანდეს

მინდა, დავიწყო მადლობით, განსაკუთრებული მადლობა ბატონ ბიძინა ივანიშვილს, ჩვენთვის საამაყო და გამორჩეულ პიროვნებას. მე ამაყი და ბედნიერი ვარ, რომ ასეთ რთულ გამოწვევებით სავსე ეპოქაში ჩვენი ქვეყნის დაცვა მიწევს ამ ადამიანთან ერთად. დიდი მადლობა, რომ ეს ნდობა მომანიჭა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა, მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.

ყაველაშვილის განცხადებით, დარწმუნებულია, რომ საზოგადოება მხარს დაუჭერს.

„მინდა, მადლობა გადავუხადო ჩემს თანამებრძოლებს, უმრავლესობის თითოეულ წევრს. გაცნობიერებული მაქვს, რამდენად დიდი პასუხისმგებლობაა საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობა, მით უმეტეს იმ ფონზე, როცა ჩვენდა სამწუხაროდ მოქმედმა პრეზიდენტმა უგულვებელყო ჩვენი მთავარი დოკუმენტი საქართველოს კონსტიტუცია და დღესაც აგრძელებს მის დარღვევას. ჩვენი საზოგადოება არის დაპირისპირებული, რადიკალიზაცია, პოლარიზაციაა გაღვივებული, ჩვენი არაკეთილმოსურნე მეგობრები ეხმარებიან, რომ ეს პროცესი უფრო მეტად გამძაფრდეს. აქედან გამომდინარე, ერთ-ერთი მთავარი მიზანი და მისია იქნება, რომ კონსტიტუციურ ჩარჩოში დავაბრუნოთ პრეზიდენტის ინსტიტუტი“, – განაცხადა ყაველაშვილმა.

მისივე თქმით, დღეს პრეზიდენტის ინსტიტუტი ძალიან საპასუხისმგებლოა.

„ჩვენ გვაქვს ძალიან გამართული  კონსტიტუცია და ძალიან საპასუხისმგებლოა პრეზიდენტის ინსტიტუტი. ყველაზე მთავარი მოცემულობა არის, რომ სწორედ ზეპარტიული, საზოგადოების გამაერთიანებელი უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი. საქართველოში ქართველებს არ გვესწავლება, რომ სიძულვილი ნამდვილად ჰყოფს და აპირისპირებს ადამიანებს, ამის საპირისპიროდ სიყვარული არის გამაერთიანებელი. მე მინდა, დაგპირდეთ, უსაზღვროდ მიყვარს ჩემი სამშობლო და ქვეყანა. ყველაფერს გავაკეთებ, რომ საქართველოს საზოგადოება ეროვნული ინტერესების, იდენტობისა და ქვეყნის დამოუკიდებლობის იდეის ირგვლივ გაერთიანდეს. დარწმუნებული ვარ, საზოგადოება მხარს დაგვიჭერს და უფრო მეტად ძლიერს გახდის ჩვენს საქართველოს“, – განაცხადა ყაველაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

დავით სონღულაშვილი – ვიმუშავეთ არაერთ ინიციატივაზე, რომელიც მიმართული იყო სხვადასხვა სექტორული საქმიანობის მოწესრიგებაზე, ეკონომიკური რეფორმების საკანონმდებლო უზრუნველყოფაზე

ჩემთვის დიდი პატივი იყო ამ ისტორიულ შენობაში საკანონმდებლო საქმიანობის მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე ჩემს კოლეგებთან ერთად მუშაობა. თუმცა, რა თქმა უნდა, ბატონი პრემიერ-მინისტრის მიერ ჩემი კანდიდატურის წარდგენა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პოზიციაზე განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას მანიჭებს და მეც მზად ვარ, მთელი ჩემი ძალა, ენერგია და გამოცდილება, ამ სფეროს განვითარებას დავუთმო, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა, დავით სონღულაშვილმა პარლამენტში, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა. დავით სონღულაშვილმა მოკლედ შეაჯამა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ფარგლებში გაწეული ოთხი წლის სამუშაო. „ამ პერიოდის განმავლობაში, არაერთ მნიშვნელოვან საკანონმდებლო ინიციატივაზე ვიმუშავეთ, რომელიც მიმართული იყო როგორც სხვადასხვა სექტორული საქმიანობის მოწესრიგებაზე, ასევე ეკონომიკური რეფორმების საკანონმდებლო უზრუნველყოფაზე. ის კანონპროექტები, რომელიც ამ პერიოდის განმავლობაში მომზადდა, განხილვები სხვადასხვა საპარლამენტო ფორმატში, ხელს უწყობდა ჩვენი ქვეყნის წინსვლასა და დარგების განვითარებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნას. კომიტეტი, მუდმივად მზად იყო დიალოგისთვის და თანამშრომლობისთვის, როგორც კერძო სექტორთან, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ეკონომიკური სექტორის ყველა წარმომადგენელთან. ყოველთვის აქცენტირებული ვიყავით ქვეყნის წინაშე არსებულ ეკონომიკურ გამოწვევებსა და საჭიროებებზე, რასაც თან ახლდა კომიტეტის საპასუხო მოქმედებები“, – აღნიშნა დავით სონღულაშვილმა. დავით სონღულაშვილმა მადლობა გადაუხადა კომიტეტის წევრებს ნაყოფიერი მუშაობისთვის, კომიტეტის აპარატს – მაღალი კომპეტენციისა და პასუხისმგებლობის გამოჩენისთვის. „განსაკუთრებული მადლობა მეათე მოწვევის პარლამენტს და ბატონ შალვა პაპუაშვილს თანამშრომლობისთვის, მეგობრობისა და მხარდაჭერისთვის. დაბოლოს, რა თქმა უნდა ასევე განსაკუთრებული მადლობა ჩვენს ამომრჩეველს, რომლებმაც გამომიცხადეს ნდობა 2016 წლიდან და მომცეს შესაძლებლობა კომპეტენციის ფარგლებში გამეკეთებინა მაქსიმუმი ქვეყნის განვითარების, ეკონომიკური წინსვლისა და მოსახლეობის კეთილდღეობისთვის“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

კახა კალაძე – მიხეილ ყაველაშვილი არის ღირსეული, პატრიოტი ადამიანი, დარწმუნებული ვარ, ყველაფერს გააკეთებს, რათა მოწოდების სიმაღლეზე იყოს

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატად წარდგენილ მიხეილ ყაველაშვილს წარმატებები უსურვა. როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, მიხეილ ყაველაშვილი არის ღირსეული და პატრიოტი ადამიანი. „პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიულმა საქართველომ“ საზოგადოებას წარუდგინა პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ ყაველაშვილის სახით. ის არის ღირსეული, პატრიოტი ადამიანი და დარწმუნებული ვარ, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მოწოდების სიმაღლეზე იყოს. მან დღეს ისაუბრა და ხაზი გაუსვა იმას, რომ ჩვენ უნდა შევძლოთ საზოგადოების გაერთიანება. ეს უნდა მოვახერხოთ სიყვარულით, ურთიერთპატივისცემით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მინდა, მიშას წარმატებები ვუსურვო“, – აღნიშნა კახა კალაძემ. „ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილი წარადგინა. ამის შესახებ უმრავლესობისა და პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომის შემდეგ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი. საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 14 დეკემბერს გაიმართება.

ლევან დავითაშვილმა – სახელმწიფოს გრანტებით დაფინანსებულმა სტარტაპებმა უკვე დააგენერირეს 500 მილიონ ლარზე მეტი ფინანსური სარგებელი და შექმნეს 4 000-მდე ახალი მაღალტექნოლოგიური სამუშაო ადგილი

ქვეყანაში შეიქმნა ინოვაციური სტარტაპების დაფინანსების პროგრამა, რომლის ფარგლებშიც, 2018 წლიდან დღემდე 100 და 150-ათასლარიანი გრანტებით დაფინანსდა 270-მდე სტარტაპი, ჯამში 44 მილიონი ლარის ოდენობით. დღეისთვის აღნიშნულმა სტარტაპებმა უკვე დააგენერირეს 500 მილიონ ლარზე მეტი კერძო ფინანსური სარგებელი და შექმნეს 4 000-მდე ახალი მაღალტექნოლოგიური სამუშაო ადგილი, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა, ლევან დავითაშვილმა საქართველოს პარლამენტში საფინანსო-საბიუჯეტო, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე მოხსენების დროს განაცხადა. როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, სახელმწიფოს პოლიტიკამ, რომელიც საერთაშორისო IT კომპანიებისთვის საგადასახადო შეღავათებს მოიცავდა, ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაზარდა კომპიუტერული და საინფორმაციო მომსახურების ექსპორტი – 2023 წელს აღნიშნული მაჩვენებელი 784,4 მილიონ აშშ დოლარს გაუთანაბრდა, 2016 წელთან შედარებით კი 29-ჯერ არის გაზრდილი. „მომავალ წლებში გაგრძელდება მუშაობა საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიების მოზიდვის მიმართულებით, რომლის ფარგლებშიც, დღეის მდგომარეობით, ქვეყანაში 120-ზე მეტი საერთაშორისო IT კომპანია ფუნქციონირებს და 10 000-ზე მეტ ადამიანს ასაქმებს. საკანონმდებლო დონეზე განისაზღვრება ინოვაციური სტარტაპის, ინოვაციური მცირე და საშუალო საწარმოს (SME) და R&D კომპანიის სტატუსები და ამოქმედდება მნიშვნელოვანი საშეღავათო საგადასახადო პირობები სამივე კატეგორიის კომპანიებისთვის. 2025 წლიდან ამუშავდება სრულიად ახალი, სრულმასშტაბიანი აქსელერაციის პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს წლიურად 160 სტარტაპის მომზადებას და დაფინანსებას“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა. მისივე ინფორმაციით, ქვეყანაში შეიქმნება ხელოვნური ინტელექტის, ფაგებისა და აგროტექნოლოგიების საერთაშორისო კომპეტენციის ცენტრები. 2025 წელს ქუთაისში გაიხსნება საქართველოში პირველი ტექნოლოგიური ჰაბი, ასევე გაგრძელდება სასწავლო კურსების შეთავაზება მოწინავე IT პროფესიებში.

შოთა ხაბარელი – მიხეილ ყაველაშვილს ქვეყანა არაერთხელ უსახელებია, ის საკუთარი ქვეყნის სიყვარულით ყოველთვის გამოირჩეოდა

ვულოცავ მთელ საზოგადოებას ასეთი ღირსეული კანდიდატურის დაყენებას, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, შოთა ხაბარელმა განაცხადა. მისი თქმით, მიხეილ ყაველაშვილის კანდიდატურა იმის გამო დასახელდა, რომ არის ძალიან ეროვნული და საქართველოზე უზომოდ შეყვარებული ადამიანი. „მიხეილ ყაველაშვილს ქვეყანა არაერთხელ უსახელებია. ის საკუთარი ქვეყნის სიყვარულით ყოველთვის გამოირჩეოდა. სწორედ ეს იყო ერთ-ერთი კრიტერიუმი, რის გამოც მისი კანდიდატურა იქნა შერჩეული. ღირსეული კანდიდატურაა და თანამდებობას ღირსეულად წარუძღვება“, – განაცხადა ყაველაშვილმა.

გივი მიქანაძე – არ გვიკვირს, როდესაც ქალბატონი გრეგოროვა და იუკნევიჩიენე ნიკა გვარამიასთან და თინა ბოკუჩავასთან ერთად აკეთებენ განცხადებებს, თუმცა საზოგადოებამ უკვე კარგად გაარჩია, ვინ...

არ გვიკვირს, როდესაც ქალბატონი მარგარეტა გრეგოროვა და რასა იუკნევიჩიენე ნიკა გვარამიასთან და თინა ბოკუჩავასთან ერთად აკეთებენ განცხადებებს, თუმცა საზოგადოებამ უკვე კარგად გაარჩია, ვინ რის მხარეს დგას, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა. მისივე თქმით, ეს არიან ადამიანები, რომლებიც თავს ასაღებენ საქართველოს მეგობრად, ამ დროს საქართველოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ დგამენ ნაბიჯებს. ამასთან, როგორც მიქანაძემ აღნიშნა, რეალურად ხედავენ იმასაც, რომ ევროპარლამენტშიც გაჩნდნენ სამართლიანობის დამცველი პოლიტიკოსები, რომლებიც უკვე ხმამაღლა ამბობენ, რომ საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა არ შეიძლება. „ვხედავთ ქვეყნის გარეთ წარმოებულ მორიგ კამპანიას. რადიკალური ფრთის ოპოზიცია წინასაარჩევნო პერიოდშიც კი სისტემატურად სტუმრობდა უცხოეთს, წინასაარჩევნო კამპანიას ეწეოდა იქ და არა მოსახლეობასთან, რადგან მათ მოსახლეობისთვის არც არაფერი ჰქონდათ სათქმელი. ახლაც გამოჩნდნენ ისეთ ოდიოზურ ფიგურებთან ერთად, რომლებიც ქართული საზოგადოებისთვის ძალიან კარგად ცნობილი არიან. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც თავს ასაღებენ საქართველოს მეგობრად, ამ დროს საქართველოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ დგამენ ნაბიჯებს, აკეთებენ ყველაფერს, რათა გაამყარონ და რაღაც ფორმით აცოცხლონ რადიკალური ოპოზიციის ქმედებებთან დაკავშირებული დღის წესრიგი. უფრო მეტიც, ისინი არიან დაინტერესებულნი, რომ რადიკალურმა ოპოზიციამ გარკვეულ წარმატებას მიაღწიოს. ისინი მხარეს წარმოადგენენ. ეს არასოდეს არც დაუმალავთ და პირდაპირ წინააღმდეგობრივ პოზიციებს აფიქსირებენ, მმართველი გუნდის საწინააღმდეგო პროპაგანდას ეწევიან ყოველგვარი საფუძვლის გარეშე. მათი დამოკიდებულება მიხეილ სააკაშვილთან არის განმსაზღვრელი იმ პოზიციონირების, რომელსაც სამწუხაროდ აგრძელებენ და აბსოლუტურად რეალობისგან და სამართლიანობისგან აცდენილი არიან. აქედან გამომდინარე ასეთი განცხადებები არანაირი სერიოზულ აღქმას ჩვენ საზოგადოებაში არ იწვევს. ჩვენ ვხედავთ, რომ რადიკალებს არანაირი რესურსი არ გააჩნიათ ქვეყნის შიგნით და ეს ქვეყნის გარეთაც მილევად რეჟიმშია, ერთი და იმავე ოდიოზურ ფიგურებთან აქვთ კომუნიკაცია. რეალურად იმასაც ხედავენ, რომ ევროპარლამენტშიც გაჩნდნენ ჯანსაღი აზრის და სამართლიანობის დამცველი პოლიტიკოსები, რომლებიც უკვე ღიად და ხმამაღლა ამბობენ, რომ არ შეიძლება, საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა იმ ფორმით, რასაც ევროპარლამენტი ცდილობს წლების განმავლობაში. რაც მთავარია, მოუწოდებენ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, რომ აბსოლუტურად მისაღებია არჩევნები, რომელიც მაღალი სტანდარტით ჩატარდა 26 ოქტომბერს,  შესაბამისად უფრო ინტენსიურად უნდა გაგრძელდეს თანამშრომლობა საქართველოსთან, ევროკავშირში შემდგომი ინტეგრაციის კუთხით. ამიტომ ჩვენ არ გვიკვირს, როდესაც ქალბატონი გრეგოროვა და ქალბატონი იუკნევიჩიენე და სხვა ოდიოზური პირები ნიკა გვარამიასთან და თინა ბოკუჩავასთან ერთად მსგავს განცხადებებს აკეთებენ, თუმცა ჩვენმა საზოგადოებამ უკვე ძალიან კარგად გაარჩია, ვინ რის მხარეს დგას. ამის ნათელი დადასტურება იყო ის შედეგი, რაც საზოგადოების მხარდაჭერით 26 ოქტომბრის არჩევნებზე დაფიქსირდა“, – განაცხადა გივი მიქანაძემ. დღეს „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ და „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ სტრასბურგში ევროპარლამენტარებთან ერთად ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. როგორც პრესკონფერენციაზე ევროპარლამენტარმა, რასა იუკნევიჩიენემ განაცხადა, „ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნობის უარყოფა და ხელახალი არჩევნების მოთხოვნა, რათა უზრუნველყოფილი იქნეს თავისუფალი საარჩევნო პროცესი ერთ წელიწადში“. ხოლო ევროპარლამენტარმა, მარკეტა გრეგოროვამ აღნიშნა, რომ „რეზოლუციაში გაწერილია  ნაბიჯები, მაგალითად ინდივიდუალურად, მიზანმიმართული სანქციები იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც არიან საარჩევნო მანიპულაციების უკან, ისევე, როგორც მოგზაურობის აკრძალვა ინდივიდებისთვის“.

ბოლო სიახლეები