მიხეილ ყაველაშვილი: სალომე ზურაბიშვილი გარე დაკვეთების შემსრულებელია, თუმცა პოლიტიკური სიტუაციის არევის რესურსი არ აქვს

Read Time:49 Second

დღეს, ასეთ კარგ განწყობაზე მყოფებს, რადგან საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზეა და ყველა ეიფორიაშია, მაინც სალომე ზურაბიშვილის არასწორ განცხადებებსა და ქმედებებზე რომ გვიწევს კომენტარის გაკეთება, ძალიან სამწუხაროა, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ პოლიტიკურმა მდივანმა, დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი გარე დაკვეთების შემსრულებელია, თუმცა პოლიტიკური სიტუაციის არევის რესურსი არ აქვს.

„სალომე ზურაბიშვილმა ელჩებს ხომ მიმართა და ფაქტობრივად, გადადგომისკენ მოუწოდა. პარალელურად, მიმართა ქართველ ამომრჩეველსაც და უთხრა, რომ წლევანდელი არჩევნები ჩვეულებრივი არ იქნება. ეს არის ის, რასაც ამდენი ხანია ვამბობთ – ზურაბიშვილი გარე დაკვეთების შემსრულებელია. ახლაც მიიღო დაკვეთა, რომ პოლიტიკური სიტუაცია არიოს, თუმცა ამის რესურსი მას არ აქვს.

ამ ყველაფრის წინააღმდეგ მუშაობს ის, რაც ჩვენ, „ხალხის ძალამ“ დავიწყეთ – მხილება. ჩვენი საზოგადოების ინფორმირება უნდა გაგრძელდეს. ყველაზე მთავარია ქვეყნის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის განცდა, რომელიც უკვე თითოეულმა მოქალაქემ შეიგრძნო და ამის გარშემო უნდა ვიყოთ გაერთიანებულები. უმრავლესობამ დაინახა, რომ საქართველო თავის უფლებებს იცავს და ამიტომ მიდის ამ ქვეყანაზე ზეწოლა. ამავდროულად, საზოგადოებამ დაინახა, რომ ეროვნულობის, დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დაცვამ საქართველოს წარმატება და მშვიდობა მოუტანა, მშვიდობამ კი – ეკონომიკური ზრდა.“ – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ალეკო ელისაშვილი: რით არის „ნაციონალური მოძრაობა“ საშიში – ერთად ვსხედვართ 4 წელია პარლამენტში, არც უკბენიათ და არც თმაზე მოუქაჩიათ ჩემთვის
Next post გიორგი გამსახურდია სალომე ზურაბიშვილზე: ყველაფერ ნეგატიურს აქვს თავი მოყრილი ამ ქალში