პარასკევი, დეკემბერი 26, 2025

მიხეილ ყაველაშვილი: ნორვეგიელმა კონსერვატორებმა, ალბათ, მიიჩნიეს, რომ „ნაცმოძრაობის“ მმართველობის დროს არსებული 300 000 პრობაციონერი არც ისე ბევრია სააკაშვილის გამოწვევების ფონზე, ამიტომაც მიანიჭეს ჯილდო

ალბათ, სააკაშვილი იმ კრიტერიუმით შეაფასეს, რომ შეიძლებოდა, 300 000 პრობაციონერის ნაცვლად მილიონი ყოფილიყო. ეს მცირე დანაკარგად ჩაუთვალეს, რადგან იქიდან რუსეთი უტევდა და იქიდან – კრიმინალი, იქიდან – განსხვავებული აზრის წარმომადგენლები – ამდენი გამოწვევა ჰქონდა სააკაშვილს და ამ ყველაფერს ხომ მორევა სჭირდებოდა?! სავარაუდოდ, ამ კუთხით შეაფასეს, ეს ყველაფერი მცირე დანაკარგად ჩაუთვალეს და, ალბათ, ამ კუთხით ეკუთვნოდა ჯილდო. ეს ძალიან შეურაცხმყოფელია! – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მიხეილ ყაველაშვილმა, „პოსტივის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ნორვეგიელმა კონსერვატორებმა სათანადოდ ვერ შეაფასეს, სააკაშვილის მმართველობის დროს რა მდგომარეობაში იყო საქართველო მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში არაერთმა ევროპელმა ექსპერტმა დაუთმო დრო „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ადამიანების უფლებათა დარღვევის საკითხის შესწავლას.

„მიხეილ სააკაშვილმა ნორვეგიელ კონსერვატორთა პრიზი მიიღო ადამიანის უფლებების პოლიტიკური და ეკონომიკური თავისუფლებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების ხელშეწყობისთვის. როგორ შეიძლება, ამ თემას იუმორის გარეშე შეეხო? ალბათ, შეაფარდეს მონაცემები, სააკაშვილის მმართველობის დროს რამდენი ადამიანის უფლება ირღვეოდა და რამდენის – არა. ალბათ, იმ კრიტერიუმით შეაფასეს, რომ შეიძლებოდა, 300 000 პრობაციონერის ნაცვლად მილიონი ყოფილიყო. ეს მცირე დანაკარგად ჩაუთვალეს, რადგან იქიდან რუსეთი უტევდა და იქიდან – კრიმინალი, იქიდან – განსხვავებული აზრის წარმომადგენლები – ამდენი გამოწვევა ჰქონდა სააკაშვილს და ამ ყველაფერს ხომ მორევა სჭირდებოდა?! სავარაუდოდ, ამ კუთხით შეაფასეს, ეს ყველაფერი მცირე დანაკარგად ჩაუთვალეს და, ალბათ, ამ კუთხით ეკუთვნოდა ჯილდო. ეს ძალიან შეურაცხმყოფელია!

არ მესმის, იუმორის გარდა სხვანაირად როგორ შევხედოთ ამ საკითხს და როგორ მივმართოთ იმ ადამიანებს. როგორ დავიჯერო, რომ თავად არა აქვთ ინფორმაცია სააკაშვილის მმართველობის შესახებ?! მახსოვს, რომ ევროპიდან ჩამოდიოდნენ ამ საქმის შესასწავლად. ერთ-ერთი იყო თომას ჰამერბერგი, რომელიც ბოლო წლებში ჩამოდიოდა და თითოეულ დეტალს იკვლევდა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ადამიანთა უფლებების დარღვევების შესახებ. ეს ორმაგი სტანდარტებიც აღარ არის, ამაზე, მგონი, დღეს პრემიერმაც ისაუბრა, ეს არის ჩვენი ქვეყნისა და საქართველოს მოქალაქეების შეურაცხყოფა. ამაზე დიდი შეურაცხყოფა რა უნდა იყოს, ვერც წარმომიდგენია.

ჩვენ, „ხალხის ძალა“, კულუარული საუბრებიდან გადმოვედით საზოგადოებისთვის სიმართლის თქმაზე და იმ დამალული და მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდებაზე, რომლითაც აუცილებლად აღჭურვილი უნდა იყოს ჩვენი საზოგადოება.

ვიხსენებ ჩემი შვეიცარიაში ცხოვრების წლებს, როცა სააკაშვილის მმართველობა იყო. ძალიან მიჭირდა ჩემი იქაური მეგობრების, იქაური საზოგადოების დარწმუნება იმაში, რომ საქართველოში განსხვავებული მდგომარეობა იყო და რეალობას აბსოლუტურად არ შეესაბამებოდა ის ინფორმაცია, რომელიც ევროპამდე მიდიოდა, რომ თითქოს სააკაშვილი დემოკრატიის შუქურაა, განავითარა ქვეყანა, ინსტიტუციებს აძლიერებს… იმდენად დახშული იყო სივრცე იმისთვის, რომ იქაურ სოციუმს განსხვავებული აზრი მოესმინა, რთული იყო, სიმართლის დამტკიცება. დარწმუნებული ვარ, ანალოგიური სიტუაციის შექმნის მცდელობაა ახლაც და ვინ ცდილობს ამას, ჩვენ უკვე თამამად დავიწყეთ ამაზე საუბარი – პატიმარ სააკაშვილს სპეცოპერაცია აქვს, თავი დაიზიანოს ისე, რომ მისი მკურნალობა საქართველოში შეუძლებელი გახდეს, მაგრამ ამასაც ვერ ასრულებს სათანადოდ. ხომ ყველამ ვიცით, რამდენი ფული გადაიხადეს [ამის გაშუქებაში]

საზოგადოებამ უნდა იცოდეს სიმართლე, რადგან სახელმწიფოს გადარჩენის ერთადერთი გზა ეს არის. ჩათვალეთ, რომ ახლა ვართ ბრძოლაში, რომელშიც ჩვენი სახელმწიფოს ბედი წყდება“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ირაკლი კობახიძე: როგორი რთულიც არ უნდა იყოს გამოწვევები, ჩვენთვის მთავარია ჩვენი სტრატეგიული, ეროვნული ინტერესების დაცვა

როგორი რთულიც არ უნდა იყოს გამოწვევები, ჩვენთვის მთავარია ჩვენი სტრატეგიული, ეროვნული ინტერესების დაცვა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, შესაძლებელია, ბევრი რამ შეიცვალოს მომავალ წელს გლობალურად.„ვნახოთ, როგორ განვითარდება პროცესები. რაც მთავარია, ჩვენ ვიქნებით მაქსიმალურად ორიენტირებულები ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვაზე. როგორი რთულიც არ უნდა იყოს გამოწვევები, ჩვენთვის მთავარია ჩვენი სტრატეგიული, ეროვნული ინტერესების დაცვა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ჯუანშერ ბურჭულაძე – ბრალი აბსურდულია – დამაკავეს ირიბი და თან შეცვლილი ჩვენების საფუძველზე, ამ ჩვენებას ნორმალურ ქვეყანაში არა თუ სასამართლო, ბრალდების მხარეც არ გაითვალისწინებდა

ბინების გაყიდვით, შევიძინე ბინა ესპანეთში. ამ ბინის საფასური კი დავფარე ორი ბინის რეალიზაციის შედეგად. ამის საფუძველზე ვარ დაკავებული,- ამის შესახებ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისფაქტზე ბრალდებულმა, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა.მისი თქმით, მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალი აბსურდულია, რომელსაც "ნორმალურ ქვეყანაში არ თუ სასამართლო, არამედ ბრალდების მხარეც არ გაიზიარებდა".„ბრალი, არ ვიცი, იმდენად აბსურდულია, თუმცა ის, რაც ბრალდებამ აღნიშნა არის ის, რომ ჩემი დაკავება მოხდა ირიბი და თან შეცვლილი ჩვენების საფუძველზე. მგონია, რომ ამ ჩვენებას ნორმალურ ქვეყანაში არა თუ სასამართლო, არამედ ბრალდების მხარეც არ გაითვალისწინებდა.მეორე მტკიცებულება იყო, რომ თითქოს უძრავი ქონება შევნიღბე რეალიზაციის მოტივით. რომელზეც მე თავად ვამბობ, რომ ამით არ შემიძენია-თქო. აცხადებენ, რომ ამ ბინის რეალიზაციიდან მიღებული ფული დავმალე, კიდევ ორი ბინის რეალიზაციიდან მიღებული ფულით. ეს ბინები კი ჩემს ოჯახს შეძენილი ჰქონდა 2014 წელსა და 2007 წელს. ორივე ბინა გასხვისდა, რომელიც ასევე დეკლარაციაშიც არის ასახული და ნასყიდობის ხელშეკრულებაც არსებობს და მფლობელიც ჰყავს. ამას აყენებენ ეჭვქვეშ.ამ ბინების გაყიდვით, შევიძინე ბინა ესპანეთში. ამ ბინის საფასური კი დავფარე ორი ბინის რეალიზაციის შედეგად. ამის საფუძველზე ვარ დაკავებული.კანონში კორუფციასთან ბრძოლის შესახებ წერია, რომ მე ვალდებული ვიყავი საანგარიშო პერიოდში- 2024 წელს, წარმომედგინა და მიმეთითებინა ამ პერიოდში გასავალ-შემოსავალი და დადებული ხელშეკრულებები. ესპანეთის ბინის ხელშეკრულება მე დავდე 2024 წელს, იმ დროს კი რეგისტრირებული არ იყო, როდესაც დეკლარაცია შევავსე. აი ეს არის ბრალდება, რომელსაც მე მედავებიან",- განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.ინფორმაციისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ბრალდებული, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის სასამართლო პროცესი გაიმართა, სადაც მხარეებმა შესავალი სიტყვები წარმოთქვეს.ასევე, ბრალდების მხარის მოთხოვნით გამოსაკვლევ მტკიცებულებებს კიდევ 7 კომპიუტერული დისკი დაერთო, სადაც ბრალდებულების კომუნიკაციაა ასახული. ასევე, გამოსაკითხ პირთა რაოდენობას, ექსპერტებიც დაემატნენ.ცნობისთვის, პროკურატურის ინფორმაციით, ჯუანშერ ბურჭულაძემ 2023 წელს მისი სამსახურებრივი მდგომარეობა ბოროტად გამოიყენა, მისი მოადგილის, ნათესავისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის დახმარებით, სამხედრო ჰოსპიტალს სამედიცინო აპარატი 2 606 272 ლარის ნაცვლად, 3 940 000 ლარად მიაწოდა, რის შედეგადაც, სამინისტროს 1 333 728 ლარის ქონებრივი ზიანი მიადგა.2025 წლის მარტში, ჯუანშერ ბურჭულაძემ და მისმა მეუღლემ ესპანეთში 544 000 ევროდ ქონება შეიძინეს. აღნიშნულის წარმოშობის დამალვის და შენიღბვის მიზნით, ამ ქონებისთვის კანონიერი სახის მისაცემად, მათ მესამე პირთან დაბა წყნეთში მდებარე უძრავი ქონების ფიქტიური ნასყიდობის ხელშეკრულება გააფორმეს.

ეფექტური კომუნიკაცია და ინფორმაციის უსაფრთხოება: რატომ არის ხმის ჩამწერი სისტემები აუცილებელი თანამედროვე ბიზნესისთვის?

თანამედროვე ბიზნესგარემოში ინფორმაცია ყველაზე ძვირადღირებული რესურსია. წარმოიდგინეთ ორგანიზაცია, სადაც ყოველდღიურად ასეულობით შიდა და გარე ზარი ხორციელდება, წყდება სტრატეგიული საკითხები და იდება ზეპირი შეთანხმებები. ინფორმაციის ასეთ ნაკადში დეტალების დაკარგვა ან არასწორი ინტერპრეტაცია შეიძლება კომპანიისთვის კრიტიკული აღმოჩნდეს. სწორედ აქ იკვეთება პროფესიონალური აუდიო ინფრასტრუქტურისა და მონაცემთა შენახვის აუცილებლობა.დღეს შიდა სატელეფონო კომუნიკაცია ყველა ორგანიზაციის ეფექტური ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ინსტრუმენტი და ინტერაქციის ყველაზე მოქნილი საშუალებაა. თუმცა, მხოლოდ საუბარი საკმარისი არ არის — მნიშვნელოვანია ამ პროცესის სრული კონტროლი და დოკუმენტირება. რა არის თანამედროვე ხმის ჩამწერი სისტემები და როგორ მუშაობენ ისინი? მარტივად რომ ვთქვათ, ხმის ჩამწერი სისტემები წარმოადგენს ტექნოლოგიურ ეკოსისტემას, რომელიც ინტეგრირებულია კომპანიის სატელეფონო და ქსელურ ინფრასტრუქტურაში. ის არ შემოიფარგლება მხოლოდ აუდიო ფაილის შენახვით; ეს არის კომპლექსური გადაწყვეტა, რომელიც მოიცავს IP ტელეფონებს, ავტომატურ სატელეფონო სადგურებს (ATS) და ხმოვან ქსელურ ინტერფეისებს. სისტემის ძირითადი კომპონენტები:ATS აპარატები: ეს მოწყობილობები განკუთვნილია სიგნალების და ზარების დისტრიბუციისთვის და გადართვისთვის. ისინი წარმოადგენენ სისტემის „ტვინს“. IP ტელეფონები: თანამედროვე აპარატები, რომლებიც ხმას ციფრულ სიგნალად გარდაქმნიან და უზრუნველყოფენ მაღალ ხარისხს. ქსელური ინფრასტრუქტურა: სისტემა მოიცავს როგორც პასიურ, ისე აქტიურ მოწყობილობებს — მარშრუტიზატორებს (Routers), კომუტატორებს (Switches), ქსელურ გამოსასვლელებსა და საკომუტაციო პაჩ-პანელებს.რადგან საოფისე IP-ტელეფონები ძირითადად შიდა მოხმარებისთვისაა, ისინი ქმნიან მაღალხარისხიან და ეკონომიურ ლოკალურ ქსელს. ამ დროს ქალაქის ხაზები თავისუფალი რჩება, რაც ოპერაციულ ეფექტურობას ზრდის. ვის სჭირდება პროფესიონალური ხმის აღწერა და კომუნიკაციის სისტემები? ხარისხიანი ხმის აღწერა და ჩაწერა კრიტიკულია ნებისმიერი სტრუქტურისთვის, სადაც სიზუსტე პრიორიტეტია:მსხვილი კორპორაციები: სადაც ასეულობით აბონენტი ერთდროულად არის ჩართული ქსელში. შიდა ზარების გაშვება ხდება არა ცალ-ცალკე ხაზებით, არამედ შიდა არხებით, რაც მართვას ამარტივებს. ქოლ-ცენტრები: მომსახურების ხარისხის მონიტორინგისთვის და დავების გადასაჭრელად. დისტანცირებული ოფისები: სისტემა უზრუნველყოფს ფილიალებს შორის მონაცემთა მყისიერ ურთიერთგაცვლას, მიუხედავად მათი გეოგრაფიული მდებარეობისა. სახელმწიფო სექტორი: ოფიციალური კომუნიკაციის დოკუმენტირებისა და არქივირებისთვის.პროფესიონალური სისტემების უპირატესობები ინვესტიცია, რომელსაც ორგანიზაცია აკეთებს პროფესიონალური აუდიო ტექნიკა და კომუნიკაციის მიმართულებით, მრავალმხრივ სარგებელს იძლევა: 1. ხარჯების ოპტიმიზაცია უნიფიცირებული კომუნიკაციების მეშვეობით, შესაძლებელია საერთაშორისო ზარებისთვის თანხის მნიშვნელოვანი დაზოგვა. გარდა ამისა, ლოკალური ქსელი ამცირებს დამოკიდებულებას გარე პროვაიდერებზე. 2. მართვის სიმარტივე მთლიანი სისტემის მონიტორინგი და აწყობა ხდება ინტერნეტის საშუალებით. არ არის საჭირო ყველა მოწყობილობის ფიზიკური შეერთება ერთმანეთთან რთული კაბელებით — პროგრამული მართვა პროცესს მოქნილს ხდის. 3. ფუნქციონალური მრავალფეროვნება თანამედროვე ხმის ჩამწერი სისტემები საშუალებას გაძლევთ:მიიღოთ ხმოვანი შეტყობინება პირდაპირ ელექტრონულ ფოსტაზე. შექმნათ ავტომოპასუხის (IVR) რთული სისტემები. აწარმოოთ ზარების დეტალური სტატისტიკა და ანალიტიკა.როგორ შევარჩიოთ სწორი აუდიო აღჭურვილობა? შერჩევის პროცესში მნიშვნელოვანია ორიენტირება მოხდეს სანდოობაზე და მასშტაბირებადობაზე. აუცილებელია გაითვალისწინოთ:აბონენტების რაოდენობა: თანამედროვე სისტემებს შეუძლიათ ერთდროულად ასეულობით აბონენტის მომსახურება. ინტეგრაციის შესაძლებლობა: რამდენად მარტივად უკავშირდება სისტემა თქვენს არსებულ CRM-ს ან სხვა ბიზნეს აპლიკაციებს. ბრენდის რეპუტაცია: მნიშვნელოვანია ისეთი გლობალური ლიდერების გამოყენება, როგორიცაა Alcatel-Lucent, Altitude, Genesys, V-tech, Cetic, Tiger, Speechpro და Verint. ეს ბრენდები გარანტიას იძლევიან როგორც აპარატურულ გამძლეობაზე, ისე პროგრამულ უსაფრთხოებაზე.საუკეთესო პრაქტიკა ხმის ჩამწერი სისტემების გამოყენებისას იმისათვის, რომ აუდიო აღჭურვილობა მაქსიმალურად ეფექტურად იმუშაოს, გაითვალისწინეთ შემდეგი რჩევები:ქსელის უსაფრთხოება: რადგან მართვა ინტერნეტით ხდება, დარწმუნდით, რომ თქვენი ქსელური ინფრასტრუქტურა დაცულია კიბერშეტევებისგან. რეგულარული დაარქივება: შექმენით ჩანაწერების სარეზერვო ასლები (Backup) ღრუბლოვან სერვერებზე. თანამშრომელთა ინფორმირება: იურიდიული სტანდარტების დასაცავად, ყოველთვის აცნობეთ აბონენტებს, რომ ზარი იწერება (მაგალითად, ავტომოპასუხის მეშვეობით).შედარებითი დახასიათება: ტრადიციული vs IP სისტემებიმახასიათებელი ტრადიციული ანალოგური სისტემა თანამედროვე IP სისტემაინსტალაცია რთული, საჭიროებს ბევრ კაბელს მარტივი, ეფუძნება არსებულ ინტერნეტ ქსელსხარჯები მაღალი სააბონენტო გადასახადი დაბალი, უფასო შიდა ზარებიმობილურობა შეზღუდულია ფიზიკური ლოკაციით წვდომა ნებისმიერი ადგილიდანჩაწერის ხარისხი საშუალო, დამოკიდებულია ხაზზე მაღალი, ციფრული HD ხმადასკვნა თანამედროვე ბიზნესისთვის ხმის ჩამწერი სისტემები აღარ არის მხოლოდ ტექნიკური დანამატი — ეს არის სტრატეგიული აქტივი. ის უზრუნველყოფს კომუნიკაციის მაღალ ხარისხს, ამცირებს საოპერაციო ხარჯებს და ქმნის უსაფრთხო გარემოს ინფორმაციის მიმოცვლისთვის. სწორი ინფრასტრუქტურის შერჩევით, თქვენ ინვესტიციას აკეთებთ თქვენი კომპანიის სტაბილურობასა და მომავალ განვითარებაში.თუ გეგმავთ თქვენს ორგანიზაციაში კომუნიკაციის ახალ სტანდარტზე გადასვლას, პროფესიონალური კონსულტაცია დაგეხმარებათ ოპტიმალური სისტემის შერჩევაში, რომელიც ზუსტად უპასუხებს თქვენი ბიზნესის სპეციფიკას.გსურთ თქვენი კომპანიის საკომუნიკაციო სისტემის მოდერნიზება? გაეცანით ჩვენს გადაწყვეტილებებს და აღმოაჩინეთ უახლესი ტექნოლოგიების შესაძლებლობები. 

ეროვნული ბანკი – ოქტომბერთან შედარებით, ნოემბერში საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტების მოცულობა 131 მილიონი ლარით გაიზარდა

საქართველოს ეროვნული ბანკის ანგარიშის მიხედვით, საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტების მოცულობამ 2025 წლის ნოემბრის ბოლოსათვის 65.71 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 131.50 მილიონი ლარით, ანუ 0.20%-ით მეტია წინა თვის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე. დეპოზიტების წლიურმა ზრდამ გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 13.88% შეადგინა.ცენტრალური ბანკის ცნობით, ნოემბერში, წინა თვესთან შედარებით, ვადიანი დეპოზიტები გაიზარდა 224.67 მილიონი ლარით, ანუ 0.72%-ით, ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 93.17 მილიონი ლარით, ანუ 0.27%-ით შემცირდა.საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა 2025 წლის ნოემბრის ბოლოსათვის 52.09 პროცენტი შეადგინა. წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია გაიზარდა 0.87 პროცენტული პუნქტით.ამასთან, ეროვნული ბანკის მონაცემებით, ნოემბერში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 6.82% შეადგინა. მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 8.98% , ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 2.43%.უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 78.68% , ხოლო ევროს წილმა 19.85% შეადგინა.

ტურები თურქეთში – რატომ არის თურქეთი საუკეთესო მიმართულება ქართველებისთვის?

თურქეთი ქართველი მოგზაურებისთვის ყოველთვის იყო და რჩება ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ და ხელმისაწვდომ მიმართულებად. ეს ქვეყანა, რომელიც ერთდროულად ორ კონტინენტზე მდებარეობს, სტუმრებს სთავაზობს ყველაფერს, რაც იდეალური დასვენებისთვისაა საჭირო: მდიდარ ისტორიას, გამორჩეულ სამზარეულოს, ულამაზეს სანაპიროებსა და თანამედროვე ინფრასტრუქტურას. დღესდღეობით ტურები თურქეთში იმდენად მრავალფეროვანია, რომ ნებისმიერი ინტერესის მქონე ადამიანს შეუძლია საკუთარი სურვილების რეალიზება — იქნება ეს ისტორიული ძეგლების დათვალიერება, შოპინგი თუ ზღვაზე დასვენება.ამ სტატიაში დეტალურად განვიხილავთ, თუ რატომ იზიდავს ეს ქვეყანა მილიონობით ტურისტს ყოველწლიურად და როგორ დაგეგმოთ თქვენი მომავალი მოგზაურობა ისე, რომ მიიღოთ მაქსიმალური სიამოვნება მინიმალური დანახარჯებით. რატომ არის თურქეთი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ტურისტული მიმართულება? თურქეთის პოპულარობა ქართველ მოგზაურებს შორის რამდენიმე ფაქტორით აიხსნება. პირველ რიგში, ეს არის გეოგრაფიული სიახლოვე. საქართველოდან თურქეთში მოხვედრა შესაძლებელია როგორც საჰაერო, ისე სახმელეთო გზით, რაც მოგზაურობას მოქნილს ხდის. გარდა ამისა, უვიზო მიმოსვლა მნიშვნელოვნად ამარტივებს დაგეგმვის პროცესს — თქვენ მხოლოდ პასპორტი (ან ID ბარათი) გჭირდებათ და საზღვრის გადაკვეთა წუთების ამბავია.კულტურული მსგავსება და სტუმართმასპინძლობის ტრადიცია თურქეთში მოგზაურობას კომფორტულს ხდის. ადგილობრივი მოსახლეობა ყოველთვის მზად არის დახმარებისთვის, ხოლო სერვისის მაღალი დონე "All-inclusive" სასტუმროებში დასვენების ახალ სტანდარტებს ადგენს. თურქეთის მოგზაურობა ასევე ასოცირდება გასტრონომიულ თავგადასავალთან — ქებაბი, ბაქლავა, თურქული ყავა და ჩაი ის გემოებია, რომლებიც მოგზაურობას დაუვიწყარს ხდის. ტურების პოპულარული მიმართულებები (სტამბოლი, ანტალია, კაპადოკია, იზმირი და სხვ.) თურქეთი იმდენად დიდია, რომ თითოეული რეგიონი რადიკალურად განსხვავებულ გამოცდილებას სთავაზობს ტურისტს. განვიხილოთ ყველაზე მოთხოვნადი ლოკაციები: სტამბოლი – ორი სამყაროს გასაყარზე სტამბოლის ტური ნებისმიერი მოგზაურის "Bucket List"-ში უნდა იყოს. ეს არის ქალაქი, სადაც ბიზანტიური და ოსმალური კულტურა ერთმანეთს ერწყმის. აია-სოფია, ცისფერი მეჩეთი, თოფქაფის სასახლე და გრანდ ბაზარი ის ადგილებია, სადაც ისტორიას ყოველ ნაბიჯზე იგრძნობთ. ბოსფორის კრუიზი კი საუკეთესო საშუალებაა ქალაქის პანორამული ხედებით დასატკბობად. ანტალია და ეგეოსის ზღვის სანაპირო თუ თქვენი მიზანი მზე, ზღვა და რელაქსაციაა, მაშინ ანტალიის ტური თქვენთვისაა. თურქეთის კურორტები, როგორიცაა ბელეკი, ქემერი და ალანია, ცნობილია თავისი მდიდრული სასახლის ტიპის სასტუმროებით. მათთვის, ვისაც უფრო მშვიდი და "ევროპული" გარემო იზიდავს, ბოდრუმი, მარმარისი და ფეთჰიე იდეალური არჩევანია. კაპადოკია – ზღაპრული პეიზაჟები კაპადოკია თურქეთის მარგალიტია. აქაური "ფერიების საკვამურები" და კლდეში ნაკვეთი ქალაქები მსოფლიოში ანალოგს ვერ პოულობს. კაპადოკიის მთავარი ატრაქცია, რა თქმა უნდა, არის balloon ride — საჰაერო ბურთით ფრენა მზის ამოსვლისას, რაც დაუვიწყარ ემოციებსა და ულამაზეს ფოტოებს უზრუნველყოფს. იზმირი და ეფესო იზმირი თანამედროვე, ლიბერალური და დინამიური ქალაქია. მის მახლობლად მდებარეობს ანტიკური ქალაქი ეფესო, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნაწილია. აქ შეგიძლიათ ნახოთ არტემიდას ტაძარი და ცელსუსის ბიბლიოთეკა, რაც ისტორიის მოყვარულთათვის ნამდვილი საჩუქარია. რომელი სეზონი რა ტიპის მოგზაურობას უხდება? თურქეთში მოგზაურობა წლის ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი, თუმცა სეზონის შერჩევა თქვენს მიზნებზეა დამოკიდებული:გაზაფხული (აპრილი-ივნისი): იდეალური დროა საექსკურსიო ტურებისთვის. სტამბოლში ტიტების ფესტივალი იმართება, ამინდი ზომიერად თბილია, რაც ფეხით სეირნობას სასიამოვნოს ხდის. ზაფხული (ივლისი-აგვისტო): საუკეთესო პერიოდია საზღვაო დასვენებისთვის. ანტალიასა და ეგეოსის ზღვის კურორტებზე წყალი ძალიან თბილია, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ამ დროს ჰაერის ტემპერატურა ხშირად 35-40 გრადუსს აჭარბებს. შემოდგომა (სექტემბერი-ნოემბერი): ბევრი მოგზაურისთვის ეს საუკეთესო დროა. ზღვა ჯერ კიდევ თბილია, ხოლო სიცხე იკლებს. ეს პერიოდი იდეალურია კაპადოკიის დასათვალიერებლად. ზამთარი (დეკემბერი-მარტი): თურქეთი ზამთარში შოპინგისა და სამთო-სათხილამურო კურორტების (ერჯიესი, ულუდაღი) მოყვარულებს მასპინძლობს. ასევე, ეს არის დრო, როდესაც ფასები საგრძნობლად დაბალია.ბიუჯეტი და რა ღირს თურქეთში მოგზაურობა 2025 წელს 2025 წელს თურქეთი კვლავ რჩება კონკურენტუნარიან მიმართულებად, მიუხედავად გლობალური ინფლაციისა. ბიუჯეტი დამოკიდებულია თქვენს მოთხოვნებზე:ეკონომიური დასვენება: დღიური ხარჯი (კვება და ტრანსპორტი) შეიძლება მერყეობდეს 30-50 დოლარის ფარგლებში, თუ აირჩევთ ადგილობრივ სასადილოებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტს. საშუალო ბიუჯეტი: 70-120 დოლარი დღეში მოგცემთ საშუალებას ისადილოთ კარგ რესტორნებში და დაესწროთ ძირითად ექსკურსიებს. ფუფუნება: 5-ვარსკვლავიანი სასტუმროები და ინდივიდუალური ტურები, რა თქმა უნდა, უფრო მაღალ ბიუჯეტს მოითხოვს.აღსანიშნავია, რომ თურქული ლირის კურსის ცვალებადობის გამო, უცხოელი ტურისტებისთვის ბევრი პროდუქტი და სერვისი საკმაოდ ხელმისაწვდომია. თუმცა, მუზეუმების შესასვლელი ბილეთების ფასი ხშირად ევროში ან ფიქსირებულ მაღალ ლირაშია მითითებული. თურქეთში დასვენება და მისი დაგეგმვა წინასწარ, დაგეხმარებათ ადრეული ჯავშნის ფასდაკლებებით სარგებლობაში. რატომ არის ორგანიზებული ტურები კომფორტული და უსაფრთხო? ბევრი მოგზაური ირჩევს ინდივიდუალურ დაგეგმვას, თუმცა ორგანიზებულ ტურისტულ პაკეტებს თავისი უდავო უპირატესობები აქვს:ლოგისტიკა: ტურისტული კომპანია ზრუნავს ტრანსფერზე, სასტუმროზე და შიდა გადაადგილებაზე. თქვენ არ გიწევთ ფიქრი იმაზე, თუ როგორ მოხვდეთ აეროპორტიდან სასტუმროში ან რომელი ავტობუსით წახვიდეთ ეფესოში. ფასი: ტურისტულ ოპერატორებს ხშირად აქვთ სპეციალური ხელშეკრულებები სასტუმროებთან და ავიაკომპანიებთან, რაც საერთო ჯამში უფრო იაფი უჯდებათ, ვიდრე ცალკეული ჯავშნები. გიდის მომსახურება: პროფესიონალი გიდი დაგეხმარებათ ქვეყნის კულტურის უკეთ გაცნობაში და აგარიდებთ შესაძლო გაუგებრობებს ენობრივი ბარიერის გამო. უსაფრთხოება: ორგანიზებული ტურის შემთხვევაში, თქვენ გაქვთ მუდმივი მხარდაჭერა ნებისმიერი გაუთვალისწინებელი შემთხვევისას.პრაქტიკული რჩევები მოგზაურობის დაგეგმვისთვის მოგზაურობის დაწყებამდე გაითვალისწინეთ შემდეგი რეკომენდაციები:ვალუტა: თურქეთში ძირითადი ვალუტა ლირაა. გირჩევთ თან გქონდეთ დოლარი ან ევრო და ადგილზე გადაახურდავოთ. დიდ ქალაქებში ბარათით გადახდა თითქმის ყველგანაა შესაძლებელი. ტრანსპორტი: სტამბოლში აუცილებლად შეიძინეთ "Istanbulkart", რომელიც გამოიყენება მეტროში, ტრამვაიში, გემსა და ავტობუსში. ეს გაცილებით იაფია, ვიდრე ერთჯერადი ბილეთები. ინტერნეტი: ადგილობრივი SIM ბარათის (Turkcell, Vodafone) შეძენა აეროპორტში შედარებით ძვირია, ამიტომ სჯობს ქალაქის ცენტრში შეიძინოთ ან გამოიყენოთ e-SIM აპლიკაციები. ეტიკეტი: მეჩეთებში შესვლისას დაიცავით ჩაცმულობის წესები (ქალებისთვის თავშალი, დაფარული მხრები და ფეხები). ასევე, ბაზრობებზე ვაჭრობა თურქული კულტურის ნაწილია — ნუ მოგერიდებათ ფასის დაკლებაზე საუბარი.თუ ეძებთ საიმედო პარტნიორს თქვენი მოგზაურობის დასაგეგმად, გაითვალისწინეთ, რომ მრავალფეროვანი და ბიუჯეტური პაკეტების ნახვა შესაძლებელია პლატფორმაზე turketi.ge. აქ წარმოდგენილია წინადადებები, რომლებიც მორგებულია ნებისმიერი ტიპის მოგზაურზე, რაც გარანტიას გაძლევთ, რომ თქვენი არდადეგები იქნება მშვიდი და შთაბეჭდილებებით სავსე.დასასრულს, თურქეთი არის ქვეყანა, რომელიც არასოდეს გადაგღლით. ყოველი ვიზიტი ახალ აღმოჩენებს გპირდებათ, იქნება ეს სტამბოლის ვიწრო ქუჩებში დამალული კაფე თუ ხმელთაშუა ზღვის კრისტალურად სუფთა ყურეები. დაგეგმეთ თქვენი შემდეგი თავგადასავალი დღესვე! 

ბოლო სიახლეები