პარასკევი, იანვარი 31, 2025

მიხეილ ყაველაშვილი – მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს, რაც კიდევ უფრო ნათლად გამოჩნდა ტრამპის გამარჯვების შემდეგ, დეზინფორმაციაა, რომ ჩვენ ანტიდასავლურ ქმედებებს ვახორციელებდით

მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს, ეს კიდევ უფრო ნათლად გამოჩნდა დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდეგ. დეზინფორმაციაა, რომ ჩვენ ანტიამერიკულ ან ანტიდასავლურ ქმედებებს ვახორციელებდით, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა შვეიცარიულ გამოცემა Neue Zürcher Zeitung-თან ინტერვიუში განაცხადა.

როგორც მიხეილ ყაველაშვილმა აღნიშნა, საქართველოში დღეს არსებული კრიზისი ხელოვნურად არის გამოწვეული.

„ჩვენ ვართ საპარლამენტო რესპუბლიკა. კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტის როლი არის ზეპარტიული. ჩემმა წინამორბედმა ამ როლის მიღმა დააყენა თავი, რითიც საზოგადოებაში მოლოდინი გააჩინა. ეს არ იყო სწორი. მინდა, ყველა მოქალაქის პრეზიდენტი ვიყო. ჩემი მთავარი მოტივაციაა, საპრეზიდენტო ინსტიტუტი კონსტიტუციის ფარგლებში დავაბრუნო. რაც შეეხება კრიზისს, პოლიტიკური სიტუაცია ახალი არ არის, რაც მე პოლიტიკაში ვარ, მას შემდეგ ასეა. 90-იანი წლების დასაწყისში ჩვენ გვაქვს სამოქალაქო ომის გამოცდილება, ჩემს და უფროსს თაობას ეს კარგად ახსოვს. მაშინაც იყვნენ გარე ძალები, რომლებიც ჩვენ მიმართ არ იყვნენ კეთილგანწყობილი და ჩვენ ვერ შევძელით სამოქალაქო ომის თავიდან აცილება. მთავრობა ითვალისწინებს ამას, ის იქცევა საკმაოდ ჭკვიანურად. კრიზისი ხელოვნურად არის გამოწვეული“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

ამასთან, კითხვაზე, რას გულისხმობს ხელოვნურში, ყაველაშვილმა აღნიშნა, რომ დემოკრატიული ტრანსფორმაციის ეტაპზე მყოფი ქვეყნები აწყდებიან ხოლმე მსგავს სიტუაციას, „თუმცა სამოქალაქო ომი მხოლოდ მაშინ შეიძლება მოხდეს, თუ ეს გარედან ინსპირირებულია“. მისივე თქმით, საქართველოს შემთხვევაში სიტუაცია რუსეთ-უკრაინის ომმა გაამწვავა.

მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, რუსეთ-უკრაინის ომი ახალი დაწყებული იყო, როდესაც უცხოური მთავრობის წარმომადგენლებმა საქართველოსგან რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩართვა მოითხოვეს.

„უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნებმა მოგვთხოვეს მოხალისეების გაგზავნა, ასევე, უნდა მივერთებოდით სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ და გაგვეგზავნა იარაღი, რამდენადაც ეს სასაცილოდ არ უნდა ჟღერდეს. ვინაიდან ჩვენ რუსეთთან შეიარაღებული კონფლიქტი არაერთხელ გვქონია, სულ ბოლოს – 2008 წელს, ჩვენი ტერიტორიების ნაწილი ოკუპირებულია და საქმე გვაქვს ატომურ სახელმწიფოსთან, ჩვენ უარი განვაცხადეთ. ჩვენ არც ევროკავშირის წევრი ვართ და არც ნატო-სი, ომში მონაწილეობა ძალიან დაგვაზარალებდა. სწორედ ამიტომ ჩვენზე ხორციელდებოდა ზეწოლა. პირველ რიგში, ეს შეეხო კანდიდატის სტატუსს“, – განაცხადა ყაველაშვილმა.

მისივე თქმით, ევროკავშირის კანდიდატ ტრიოს შორის (უკრაინა, მოლდოვა, საქართველო) კანდიდატის სტატუსისთვის აუცილებელი საშინაო დავალება საქართველომ ყველაზე კარგად შეასრულა, თუმცა სტატუსი პირველ ჯერზე ვერ მიიღო, რაც გაუგებარი იყო.

„ამ შემთხვევების შემდეგ მე, სხვა დეპუტატებთან ერთად, დავაფუძნე დამოუკიდებელი ჯგუფი სახელად „ხალხის ძალა”. ჩვენი მიზანი იყო ამ ზეწოლის შესახებ საქართველოს მოსახლეობის გულწრფელად ინფორმირება. მაშინაც იმართებოდა საპროტესტო აქციები მთავრობის წინააღმდეგ, თუმცა მთავარი კითხვაა, რა დაემართებოდა საქართველოს, მოთხოვნას რომ დავყოლოდით? ამას ვხედავთ უკრაინის მაგალითზე, რომელიც, უამრავი ქვეყნის მხარდაჭერის მიუხედავად, ვერ ახერხებს რუსეთის შეჩერებას. ჩვენი ნაბიჯი იყო გაბედული. ეს ნიშნავს საქართველოს გადარჩენას. მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს. ეს კიდევ უფრო ნათლად გამოჩნდა დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდეგ. ის და მისი საგარეო საქმეთა მინისტრი მარკო რუბიო სწორედ იმას ამბობენ, რასაც ჩვენ სულ ვამბობდით. ის, რომ ჩვენ ანტიამერიკულ ან ანტიდასავლურ ქმედებებს ვახორციელებდით, ეს დეზინფორმაციაა“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ინგლისი ნამდვილად არის დემოკრატიის აკვანი, ეს არის ჯონ ლოკის ქვეყანა და ასეთ ქვეყანაში მტკიცებულებების გარეშე ადამიანების დასჯაზე საუბარი აბსოლუტურად სამარცხვინო მოვლენაა – კობახიძე

ვიღაცებს „შერატონი“ ჰგონიათ ცივილიზაციის აკვანი, თუმცა სინამდვილეში სხვა რამეშია საქმე, ინგლისი ნამდვილად არის დემოკრატიის აკვანი და როდესაც ასეთი ქვეყანა ყოველგვარი მიზეზის გარეშე საუბრობს სანქციებთან დაკავშირებით, ეს არის აბსოლუტურად გაუგებარი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე შეფასებით, სამარცხვინო მოვლენაა, როდესაც ჯონ ლოკის ქვეყანაში მტკიცებულებების გარეშე ადამიანების დასჯაზეა საუბარი. „ზოგადად, ინგლისი, დიდი ბრიტანეთი არის ერთგვარი აკვანი დემოკრატიული ცივილიზაციის, დემოკრატიის აკვანი. ვიღაცებს „შერატონი“ ჰგონიათ ცივილიზაციის აკვანი, თუმცა სინამდვილეში სხვა რამეშია საქმე. ინგლისი ნამდვილად არის დემოკრატიის აკვანი. როდესაც ასეთი ქვეყანა ყოველგვარი მიზეზის გარეშე საუბრობს სანქციებთან დაკავშირებით, ეს არის აბსოლუტურად გაუგებარი. ეს არის ჯონ ლოკის ქვეყანა და ასეთ ქვეყანაში მტკიცებულებების გარეშე ადამიანების დასჯაზე საუბარი აბსოლუტურად სამარცხვინო მოვლენაა,“- განაცხადა პრემიერმა.

საქართველოს საფინანსო სისტემას კიდევ ერთი ამერიკული საკორესპონდენტო ბანკი დაემატა – ნათია თურნავა

ინვესტორები დარწმუნდნენ იმაში, რომ საქართველოში ბანკები თავიდან ბოლომდე იცავენ სანქციებს, - განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ „ბიზნესპარტნიორის“ ღამის ეთერში სტუმრობისას. როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, სანქცირების კონკრეტული პრეცედენტებიც არსებობს, თუმცა იმდაგვარად იმართება ეროვნული ბანკისა და ბანკების მხრიდანაც ეს პროცესი, რომ სანდოობა არ დაზიანებულა. „სულ რამდენიმე დღეა ჩვენს ბანკებს დაემატა კიდევ ერთი ამერიკული საკორესპონდენტო ბანკი. ჩვენ ყოველთვის გვქონდა გამოწვევა, რომ ორი ძირითადი საკორესპონდენტო ბანკი იყო, რომელიც თანამშრომლობდა ჩვენს ბანკებთან და დაემატა მესამე, რომელთანაც მოლაპარაკებები წელიწად-ნახევარზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა. შესაბამისად, ასეთ დროს ამერიკული ბანკი აკეთებს ძალიან დეტალურ შესწავლას და ის ფაქტი, რომ მან უკვე გახსნა ჩვენთან საკორესპონდენტო ანგარიში და აპირებს ამ პროცესის გაგრძელებას, ადასტურებს, რომ რისკები იყო იმდაგვარად შეფასებული, რომ ჩვენი მიმზიდველობა, როგორც პარტნიორის არ დაზიანებულა. მინდა ვთქვა, მაქვს დიდი იმედი, როგორც მოქალაქეს, რომ მალე პარტნიორებთან ურთიერთობები გადაიტვირთება. როგორც ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი კი გეტყვით, რომ ჩვენი საფინანსო სისტემა სრულად იცავს სანქციებს. რა თქმა უნდა, ვალდებულია ადგილობრივი კანონმდებლობაც დაიცვას და ჩვენ ვახერხებთ თითოეული ასეთი ქეისის წარმატებით მართვას“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ჩვენ ვამტკიცებდით 3 წლის განმავლობაში იმას, რასაც დღეს ამბობს ტრამპის ადმინისტრაცია – გაწირეს ჩვენი მეგობარი უკრაინა და რისთვის, ეს არის ძალიან დიდი კითხვის ნიშანი...

რასაც ჩვენ ვსაუბრობდით 3 წლის განმავლობაში და რისთვისაც ჩვენ გვაცხადებდნენ პრორუსულად, ანტიდასავლურად, ამ ყველაფერს ერთი-ერთში იმეორებს დღეს აშშ-ის ახალი ხელისუფლება, მათ შორის, უკრაინასთან დაკავშირებით ჩვენს განცხადებებს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, ხელისუფლებამ გადაარჩინა ქვეყანა იმ ტრაგედიას, რაც ახლა უკრაინაში ტრიალებს. "არ ვიცი, რამდენად შეძლებს, საბოლოო ჯამში, ახალი ადმინისტრაცია "დიფ სთეითის“ სრულად დამარცხებას, მაგრამ რაც დღეს ხდება, უკვე ამისთვის ტრამპის ადმინისტრაციას მადლობა უნდა გადავუხადოთ. რეალურად, რასაც ჩვენ ვსაუბრობდით 3 წლის განმავლობაში და რისთვისაც ჩვენ გვაცხადებდნენ პრორუსულად, ანტიდასავლურად, ამ ყველაფერს ერთი-ერთში იმეორებს დღეს აშშ-ის ახალი ხელისუფლება. მათ შორის, ეს ეხება უკრაინასთან დაკავშირებით ჩვენს განცხადებებს და ახლა უკვე ახალი ადმინისტრაციის განცხადებებს. გახსოვთ, ჩვენ ვამტკიცებდით 3 წლის განმავლობაში იმას, რასაც დღეს ამბობს ტრამპის ადმინისტრაცია - რეალურად, გაწირეს ჩვენი მეგობარი ქვეყანა და რისთვის, ეს არის ძალიან დიდი კითხვის ნიშანი. ყოველგვარი შედეგის გარეშე. შედეგი არის ერთადერთი - ეს არის განადგურებული უკრაინა, ტერიტორიების 20% დაკარგული, ელექტროენერგიის გენერაციის ნახევარზე მეტი დაკარგული, აღარაფერს ვამბობ მთავარ ტრაგიკულ მოვლენაზე, 100 000-ობით დაღუპულ უკრაინელზე. რისთვის გაკეთდა ეს ყველაფერი, ამაზე არავის აქვს პასუხი, თუმცა, რა თქმა უნდა, პასუხი არსებობს. იყო რაღაც გლობალური ინტერესები, უმახინჯესი, მანკიერი ინტერესები, რასაც შეეწირა ჩვენი მეგობარი ქვეყანა უკრაინა და როგორც ბატონმა რუბიომ განაცხადა, დაახლოებით 100 წელიწადი, მთელი საუკუნე დასჭირდება იმას, რომ უკრაინა დაუბრუნდეს მდგომარეობას, რომელშიც ის იყო 2014 წლამდე. ეს იყო ტრაგიკული მოვლენა და ჩვენ ჩვენი ქვეყანა გადავარჩინეთ ამ ტრაგიკულ მოვლენას. დღესაც იგივე ვითარება იქნებოდა, 3 წლის წინ ჩვენთან მოდიოდნენ ზუსტად ამ ტექსტებით, რომ უკრაინა იგებს ომს და თქვენ ეს შანსი არ უნდა გაუშვათ ხელიდანო. ამას გვეუბნებოდნენ დახურულ კარს მიღმა, როცა მოგვიწოდებდნენ მეორე ფრონტისკენ. ჩვენ გვქონდა თავშეკავებული პოზიცია და დღეს, როგორც გამოცდილება გვიჩვენებს, ასევე ბატონი რუბიოს განცხადებებიც ადასტურებს, რომ ჩვენი მიდგომა იყო აბსოლუტურად სწორი და გამართლებული,“- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი კობახიძე: რა შუაშია ევროინტეგრაცია და მკვლელები და ყაჩაღები, სწორედ ამიტომ მიიღო „ქართულმა ოცნებამ“ ხმათა 54%, ხოლო მწამებლები და მკვლელები ვერ დაბრუნდნენ ხელისუფლებაში და...

მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი დევს ხელის გულზე, საჭიროა ყველაფრის ზედმიწევნით შესწავლა, რომ მტკიცებულებების დონეზე ვაჩვენოთ ხალხს, კიდევ ერთხელ შევახსენოთ, რა უმძიმესი დანაშაულები აქვთ ჩადენილი იმ ადამიანებს, რომლებსაც სურდათ ხელისუფლებაში დაბრუნება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს საპარლამენტო საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ყველას კარგად ახსოვს, რა ხდებოდა 2004-2012 წლებში საქართველოში. „რეალურად, მათი დანაშაულები დევს ხელის გულზე. გახსოვთ, რა ხდებოდა საქართველოს 2004-2012 წლებში, ეს იყო ადამიანების მკვლელობა, 150 ადამიანი ახალგაზრდა მარტო ქუჩაში მოკლეს, ეს იყო ადამიანების წამება, ციხეებში რა ხდებოდა, ყველას კარგად გახსოვთ და ყველამ ძალიან კარგად იცით ეს ყველაფერი, ტოტალური ფორმა ჰქონდა მიღებული ბიზნესის რეკეტს. ტელევიზიების მიტაცება. გახსოვთ, რა მოხდა „რუსთავი 2“- თან, „იმედთან“ დაკავშირებით, სხვა კერძო ტელევიზიებთან დაკავშირებით, ტოტალური მონოპოლია დაამყარეს მედიის სფეროში. ეს ხომ ხელის გულზე არსებული დანაშაულებია და მთავარი დანაშაული მაინც არის, რა თქმა უნდა, 2008 წლის ომი, რის შედეგადაც საქართველომ დაკარგა ტერიტორიების 20 პროცენტი, მოხდა ე.წ. აღიარება აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის, 30 ათასი ადამიანი იქცა დევნილად და 400-ზე მეტი ჩვენი სამოქალაქო და სამხედრო პირი დაიღუპა. ეს არის უმძიმესი დანაშაული, რისთვისაც უნდა დადგეს პასუხისმგებლობა. მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი დევს ხელის გულზე, საჭიროა ყველაფრის ზედმიწევნით შესწავლა იმისათვის, რომ მტკიცებულებების დონეზე ვაჩვენოთ ხალხს და კიდევ ერთხელ შევახსენოთ ის, თუ რა უმძიმესი დანაშაულები აქვთ ჩადენილი იმ ადამიანებს, რომლებსაც სურდათ ხელისუფლებაში დაბრუნება“, - განაცხადა პრემიერმა. მისივე თქმით, ევროკავშირის ელჩი, ქართველ ხალხს უმტკიცებდა, რომ მწამებლები, მკვლელები, ომის გამჩაღებლები, ბიზნესის რეკეტიორები, მედიის მიმტაცებლები თუ არ დაბრუნდებოდნენ ხელისუფლებაში, ამ შემთხვევაში ქვეყანას არ ეღირსებოდა ევროინტეგრაცია. „რა შუაშია ევროინტეგრაცია და მკვლელები, ყაჩაღები და ა.შ. საზოგადოებამ გამოიტანა დასკვნა და ამის გამო, ის გაჰყვა არა ევროკავშირის მოწოდებას, არამედ გაჰყვა სიმართლეს და სწორედ ამიტომ მიიღო „ქართულმა ოცნებამ“ ხმათა 54 პროცენტი, ხოლო ეს მწამებლები, მკვლელები და ა.შ. ვერ დაბრუნდნენ ხელისუფლებაში და ვერც ვერასდროს დაბრუნდებიან ხელისუფლებაში, ამაზე ვართ ჩვენ პასუხისმგებელი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

PHOTO: ირაკლი მაქაცარიას და ლიზა ჩიჩუას მეორე შვილი შეეძინათ – რა დაარქვეს პატარას

ირაკლი მაქაცარიას და ლიზა ჩიჩუას მეორე შვილი შეეძინათ. წყვილმა ახლშობილის ფოტო სოციალურ ქსელში ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა. კეთილი იყოს შენი მობრძანება ნინა მაქაცარია - წერს ირაკლი მაქაცარია.    

ბოლო სიახლეები