ორშაბათი, ოქტომბერი 13, 2025

მიხეილ ყაველაშვილი – მოქალაქეთა უმრავლესობა თანხმდება, რომ ვართ სუვერენული ქვეყანა, თუმცა არსებობენ ძალები, „დიფ სთეითი“, „გლობალური ომის პარტია“, ისინი საქართველოს პროექტად განიხილავენ

აბსურდია საუბარი, თითქოს პრეზიდენტის სასახლის ღობე შეგნებულად სუსტად დახვდათ გადამტრიალებლებს და ეს წინასწარ იყო დაგეგმილი, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.

ყაველაშვილის თქმით, რამდენიმე დღე გავიდა და ყველას კარგად ესმის, რომ მსგავსი შეფასება არც ლოგიკას ემყარება და არც რაციონალურ აზროვნებას.

ამასთან, მიხეილ ყაველაშვილმა უპასუხა კითხვას, „როგორ ესახება იმ გამოწვევის თუ პრობლემის მოგვარება, როდესაც მოქალაქეების ნაწილი კატეგორიულ უარს აცხადებს არსებული რეალობის დანახვაზე და ამ რეალობას აღიქვამს მხოლოდ მისთვის ხელსაყრელი რაკურსით“.

„არის ადამიანთა ჯგუფი, რომელიც გაურბის რეალობას. მათ საკუთარი შეხედულებები აქვთ, რომლებიც არსებულ ფაქტობრივ რეალობას არ შეესაბამება. დღეს საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელმაც გადაწყვიტა, იყოს დამოუკიდებელი, აწარმოებს ეროვნული ნიადაგზე დაფუძნებულ პოლიტიკას, სადაც ქვეყნის ინტერესები პირველ ადგილზე დგას, ყველას ესაუბრება კორექტულად, მაგრამ თანასწორად და სთხოვს გარშემომყოფებსაც, პატივი სცენ საქართველოს მოქალაქეების არჩევანს, მის ხელისუფლებას და სუვერენიტეტს.

დარწმუნებული ვარ, საქართველოს მოქალაქეთა უმრავლესობა თანხმდება იმაზე, რაზეც ჩვენ პრეტენზია გვაქვს – ვართ დამოუკიდებელი და სუვერენული ქვეყანა, რომელსაც სურს კიდევ უფრო გაძლიერება. სამწუხაროდ, არსებობს მეორე მოცემულობაც. ძალები, რომლებსაც სხვადასხვა სახელს ვარქმევთ: „დიფ სთეითი“, „გლობალური ომის პარტია“. ეს ძალები ჩვენს ქვეყანას განიხილავენ როგორც პროექტს. პროექტი „საქართველო“, რომელსაც კონკრეტული ვალდებულებები აქვს ამ პროცესებში. ისინი მიიჩნევენ, რომ საქართველოს როლი უნდა იყოს განსხვავებული. არიან ადამიანები, რომლებიც  ამ პროექტის ინსტრუმენტად გვევლინებიან, დავალებებს იღებენ და მოქმედებენ ამ დავალებების შესაბამისად.

ამ ადამიანებს ნამდვილად არ უნდა უჭირდეთ რეალობის აღქმა და შეფასება, მაგრამ რადგან ისინი დავალებული არიან ამ პროექტის შემქმნელებისგან, იძულებული არიან, ასე იმოქმედონ. მოვლენებს ამ პრიზმით თუ შევხედავთ, ალბათ არ გაგვიჭირდება ყველაფრისთვის სახელის დარქმევა.

დღეს არის ორი მოცემულობა. პირველი, სადაც, საბედნიეროდ, საქართველოს ხელისუფლება და მოქალაქეთა უმრავლესობა ერთად არიან ამ პროცესში, ერთად იცავენ სახელმწიფოს, ეროვნულ ინტერესებსა და დამოუკიდებლობას და ასევე სურს, მათთან ითანამშრომლოს პარტნიორებმა თუ კეთილისმსურველმა სახელმწიფოებმა. და მეორე – პროექტი, რომელიც წლებია, არსებობს და მისი საშუალებით არსებობენ ჩვენთან ე.წ. პოლიტიკური პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

„ვისაც თავისი სამშობლო არ უყვარს, ვერასოდეს დააფასებს სხვის სიკეთეს…“ – ილია თოფურიას დედა შვილს მიმართავს

ილია თოფურიას პოსტს სოციალურ ქსელში მისი დედა, ინგა ბენდელიანი-თოფურია კომენტარით ეხმაურება და შვილს ემოციური სიტყვებით მიმართავს.„ვისაც თავისი სამშობლო არ უყვარს, დაივიწყებს საკუთარ ფესვებს, ვერასოდეს დააფასებს სხვის სიკეთეს. უფალმა დაგლოცოს შვილო. ულევი წარმატება და ბევრი ადამიანის გახარება შეგძლებოდეს დე. გქონდეს მშვიდობა, ბედნიერება და მადლიერებით სავსე გული,“ – უწერს შვილს ინგა ბენდელიანი-თოფურია. ცნობისთვის, ილია თოფურია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. როგორც ილია წერს, ნამდვილი გამარჯვება სწორედ ისაა, როცა არასოდეს ივიწყებ საიდან მოდიხარ.

შალვა პაპუაშვილი – ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოში ხელისუფლება რომ ვერ დაამხო, არასასურველ პირად გამოაცხადა სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი, რომელსაც მეტი ოქრო აქვს მოპოვებული, ვიდრე...

ეს ადამიანი საქართველოში, ქვეყნის პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშით შეიარაღებული ხელისუფლებას ამხობდა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი წერს.როგორც ის აღნიშნავს, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მას შემდეგ, რაც საქართველოში ხელისუფლება ვერ დაამხო, თავის ქვეყანაში არასასურველ პირად გამოაცხადა ლაშა ტალახაძე, სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი, რომელსაც უფრო მეტი ოქრო აქვს მოპოვებული, ვიდრე მისი ქვეყნის ოლიმპიურ გუნდს ბოლო 20 წლის განმავლობაში.„7 შეამჩნიეს… შვიდი… თან შეამჩნიეს… და ეს ადამიანი საქართველოში, ქვეყნის პარლამენტის წინ, ევროკავშირის დროშით შეიარაღებული ხელისუფლებას ამხობდა და რომ ვერ დაამხო, თავის ქვეყანაში არასასურველ პირად გამოაცხადა სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი, რომელსაც უფრო მეტი ოქრო აქვს მოპოვებული, ვიდრე მისი ქვეყნის ოლიმპიურ გუნდს ბოლო 20 წლის განმავლობაში. რომ ვიცოდეთ მაინც, ვინ მართავს თანამედროვე ევროპას“, – წერს პაპუაშვილი.

ოსკარის მფლობელი მსახიობი დაიან კიტონი 79 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ოსკარის მფლობელი მსახიობი დაიან კიტონი 79 წლის ასაკში, კალიფორნიაში გარდაიცვალა. ინფორმაციას ჰოლივუდის ვარსკვლავის ოჯახი ადასტურებს.მსახიობის გარდაცვალების მიზეზი და სხვა დეტალები ჯერ უცნობია.დაიან კიტონმა პოპულარობა ჯერ კიდევ 1970-იან წლებში, ცნობილ ფილმებში – „ნათლია“, „ენი ჰოლი“, „სიყვარული წესების გარეშე“ და „პირველი ცოლების კლუბში“ შესრულებული როლებით მოიპოვა.ოსკარზე ოთხჯერ ნომინირებულ მსახიობს კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდო, როგორც საუკეთესო ქალ მსახიობს, 1978 წელს ფილმში – „ენი ჰოლი“ შესრულებული როლისთვის გადაეცა.

🌱 ეკო-ხრიკი: როგორ გადააქციოთ კვერცხის წყალი ბუნებრივ სასუქად

ოდესმე დაფიქრებულხართ, შესაძლებელია თუ არა კიდევ რამის გაკეთება იმ წყლის ნარჩენებით, რომელშიც კვერცხი მოხარშეთ? შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ ამ მღვრიე, მინერალებით სავსე წყალს შეუძლია უფრო მეტი სამსახური გაგიწიოთ, ვიდრე თქვენ გგონიათ. კანალიზაციაში ჩასხმის ნაცვლად, შეგიძლიათ გასაკვირი კარგი მიზნით გამოიყენოთ. საქმე მხოლოდ წყლის მცირე რაოდენობის დაზოგვას არ ეხება; ადუღების შემდეგ ამ სითხეს რაღაც განსაკუთრებული აქვს.მაშ, რა არის მთავარი საიდუმლო? კვერცხის წყლის ნარჩენები მინერალებით მდიდარი ნუგბარია თქვენი მცენარეებისთვის! მოხარშვისას კვერცხის ნაჭუჭი წყალში კალციუმს გამოყოფს, რაც ბუნებრივ, ეფექტურ სასუქს ქმნის, რომელიც თქვენს მცენარეებს ქიმიკატების გარეშე კვებავს. ეს არის ეკოლოგიურად სუფთა ცხოვრებისეული ხრიკი, რომელიც აუცილებლად მოგეწონებათ. კვერცხის ნაჭუჭში არსებული კალციუმი ხელს უწყობს ნიადაგის pH-ის დაბალანსებას, რაც მცენარეებს საშუალებას აძლევს უფრო ეფექტურად შეიწოვონ საკვები ნივთიერებები. ეს განსაკუთრებით სასარგებლოა კალციუმის მოყვარული მცენარეებისთვის, როგორიცაა პომიდორი და წიწაკა. უბრალოდ გააგრილეთ წყალი და გამოიყენეთ თქვენს ბაღში ან ოთახის მცენარეებზე, რათა დაეხმაროთ მათ ძლიერ და ჯანსაღ ზრდაში.ეს მარტივი პრაქტიკა თქვენს მცენარეებს გააძლიერებს და მალე უფრო მწვანე და ბედნიერ მცენარეებს დაინახავთ!

შალვა პაპუაშვილი – არჩევნებში დამარცხებიდან მეხუთე დღეს მოიფიქრეს ბიულეტენის გაჟონვის ვერსია, გადატრიალებაში დამარცხებიდან მეშვიდე დღეს – ქლიბით გადაჭრილი ღობის ვერსია, ტოპტვინები აშკარად შენელდნენ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.„საკუთარი მარცხის გასამართლებლად, არჩევნებში დამარცხებიდან მეხუთე დღეს მოიფიქრეს ბიულეტენის გაჟონვის ვერსია, გადატრიალებაში დამარცხებიდან მეშვიდე დღეს – ქლიბით გადაჭრილი ღობის ვერსია“, – წერს შალვა პაპუაშვილი და სალომე ზურაბიშვილის პოსტს აზიარებს.ამასთან, შალვა პაპუაშვილი აღნიშნავს: „ტოპტვინები აშკარად შენელდნენ“.

ბოლო სიახლეები