შაბათი, მაისი 17, 2025

მიხეილ ყაველაშვილი – მინდა, დღევანდელი დღე მივულოცო სრულიად საქართველოს, ქვეყნის ერთიანობა და გამარჯვება ოჯახებიდან იწყება, აუცილებლად გავიმარჯვებთ

მინდა, დღევანდელი დღე მივულოცო სრულიად საქართველოს. ოჯახის განცდა, ოჯახის სიყვარული გაიგივებულია სამშობლოს სიყვარულთან და ამას ყველა ერთად ვგრძნობთ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღისადმი მიძღვნილი მსვლელობის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ქვეყნის ერთიანობა და გამარჯვება ოჯახებიდან იწყება.

„ჩვენი ღირებულებები, პატივისცემა, რაზეც ვეფუძნებით, სწორედ ოჯახიდან იწყება. მინდა, პატრიარქს გადავუხადო უდიდესი მადლობა ამ დღის განსაკუთრებული მნიშვნელობის მინიჭებისთვის. ვხედავთ, როგორი სიხარულია დღეს ერში. ოჯახის განცდა, ოჯახის სიყვარული გაიგივებულია სამშობლოს სიყვარულთან და ამას ყველა ერთად ვგრძნობთ. მინდა, კიდევ ერთხელ მივულოცო დღევანდელი დღე სრულიად საქართველოს. ასეთი ერთიანობა როდესაც იქნება, აუცილებლად გავიმარჯვებთ, სწორედ ოჯახებიდან იწყება ჩვენი ერთიანობა და გამარჯვება“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

დონალდ ტრამპი – 19 მაისს პუტინთან სატელეფონო საუბარს გავმართავ, ამის შედმეგ დაველაპარაკები ზელენსკის, იმედია, იქნება პროდუქტიული დღე და ეს ომი დასრულდება

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 19 მაისს გეგმავს რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრის გამართვას.ამის შესახებ დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა.მისი თქმით, რუსეთის ლიდერთან საუბრის შემდეგ ის უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის დაელაპარაკება.„ორშაბათს, 19 მაისს, დილის 10:00 საათზე, სატელეფონო საუბარს გავმართავ რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან. საუბრის თემა იქნება „სისხლისღვრის“ შეჩერება, რომელიც კვირაში საშუალოდ 5000-ზე მეტ რუს და უკრაინელ ჯარისკაცს კლავს. ასევე საუბრის თემა იქნება ვაჭრობა. ამის შემდეგ დაველაპარაკები უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის. შემდეგ კი პრეზიდენტ ზელენსკისთან ერთად ნატო-ს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებს. იმედია, ეს იქნება პროდუქტიული დღე. მოხდება ცეცხლის შეწყვეტა და ეს ძალიან სასტიკი ომი, ომი, რომელიც არასდროს უნდა მომხდარიყო, დასრულდება“, – დაწერა დონალდ ტრამპმა.

ცოტნე ივანიშვილი: ძალადობრივ კადრებს როდესაც ვხედავ, გული მტკივა და თანავუგრძნობ მათ, აგრეთვე მნიშვნელოვნად მიმაჩნია, რომ ქვეყანაში იყოს სამართალი

ძალადობრივ კადრებს როდესაც ვხედავ, გული მტკივა და თავისთავად თანავუგრძნობ მათ, – ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟმა, ცოტნე ივანიშვილმა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.„აგრეთვე მნიშვნელოვნად მიმაჩნია, რომ ქვეყანაში იყოს სამართალი. ამას განაპირობებს სასამართლო და შესაბამისი სტრუქტურები. მე რიგითი ქართველი ახალგაზრდა ვარ, აქ მოვედი, როგორც რიგითი ქართველი ახალგაზრდა, რომ გამოვხატო ჩემი აზრი ოჯახის სიწმინდესთან დაკავშირებით, თქვენ რაზეც მეკითხებით, მათ განაპირობებს სასამართლო, ოფიციალური სტრუქტურები“, – აღნიშნა ცოტნე ივანიშვილმა.ამასთან, ჟურნალისტის კითხვაზე, გმობს თუ არა ბიძინა ივანიშვილი ძალადობას, ცოტნე ივანიშვილმა აღნიშნა, რომ მას ყველაზე მეტად სტკივა გული ქართველი ადამიანის წინააღმდეგ ძალადობაზე.„თვითონ მამაჩემსაც ყველაზე მეტად სტკივა გული ქართველი ადამიანის წინააღმდეგ ძალადობაზე და ყველაზე მეტად უყვარს ქართველი ახალგაზრდები. როგორც უკვე გითხარით, აუცილებელია, ქვეყანაში იყოს სამართალი“, – განაცხადა ცოტნე ივანიშვილმა.

აშშ-ის ქალაქ სენტ ლუისში ტორნადოს, სულ მცირე, ხუთი ადამიანი ემსხვერპლა

აშშ-ის ქალაქ სენტ ლუისში ტორნადოს, სულ მცირე, ხუთი ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.ადგილობრივი სახანძრო დეპარტამენტის ცნობით, დაახლოებით 100 000 ობიექტი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი, დაზიანდა 5 000-ზე მეტი შენობა.აშშ-ის ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის ცნობით, მისურისა და ილინოისში, სულ მცირე, ექვსი ტორნადო დაფიქსირდა. ორ რაიონში, სადაც ყველაზე დიდი დაზიანება მოხდა, კომენდანტის საათი დაწესდა, რომელიც ადგილობრივი დროით 21:00-დან 06:00 საათამდე იმოქმედებს.„ჩვენი ქალაქი დღეს გლოვობს. სიცოცხლის დაკარგვა და ნგრევა ნამდვილად საშინელია. მომდევნო დღეებში ბევრი სამუშაო გვექნება, მაგრამ დღეს ჩვენ ფოკუსირებული ვართ სიცოცხლის გადარჩენაზე, ხალხის უსაფრთხოებასა და გლოვაზე“, – განაცხადა სენტ ლუისის მერმა, კარა სპენსერმა.

ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მოსახლეობისთვის რუსეთის მოქალაქეობის მიღებას ამარტივებს

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მოსახლეობისთვის რუსეთის მოქალაქეობის მიღებას ამარტივებს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.ვლადიმერ პუტინის ხელმოწერილი დოკუმენტის თანახმად, ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის მოსახლეობისთვის რუსეთის მოქალაქეობის მისაღებად რუსული ენისა და რუსეთის ისტორიის ცოდნა აუცილებელი აღარ იქნება.დოკუმენტის თანახმად, რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალში მცხოვრები ადამიანები განაცხადის წარდგენას ადგილზე მდებარე რუსეთის ე.წ. დიპლომატიურ წარმომადგენლობებში შეძლებენ.ამასთან, იმ ადამიანებს, რომლებიც უკვე რუსეთში ცხოვრობენ, შეუძლიათ, რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს მიმართონ მათი საცხოვრებელი ადგილის შესაბამისად.

მეუფე შიო მუჯირი – ალბათ დადგა დრო, აბორტთან დაკავშირებით ვიფიქროთ ცნობიერების ამაღლებაზე, შემდეგ კი მივიდეთ ისეთი კანონების მიღებამდე, რომელიც საკითხს დაარეგულირებს და გაამკაცრებს

უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში ჩვენი ხალხის რაოდენობა ხუთი მილიონიდან სამ მილიონ შვიდასამდე შემცირდა და ამ უმძიმეს მოვლენას ხელს უწყობს, სხვადასხვა გარემოების გარდა, აბორტების საგანგაშო სტატისტიკაც, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, შიომ (მუჯირი) ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით სამების ტაძართან განაცხადა.მისი თქმით, როდესაც ქვეყანა ასეთი საგანგაშო ვითარების მიუხედავად ზომებს არ იღებს, ნიშნავს, რომ ის თვითგანადგურების რეჟიმში იმყოფება და მას კარგი არაფერი უწერია.„მინდა, თქვენი ყურადღება შევაჩერო ერთ, მეტად მტკივნეულ თემაზე მთელი ქვეყნისთვის, ეს არის დემოგრაფიული მდგომარეობა და აბორტების საგანგაშო რაოდენობა. უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში ჩვენი ხალხის რაოდენობა ხუთი მილიონიდან შემცირდა სამ მილიონ შვიდასამდე და ამ უმძიმეს მოვლენას ხელს უწყობს სხვადასხვა გარემოების გარდა, აბორტების საგანგაშო სტატისტიკაც. ბოლო 10 წლის განმავლობაში, ყოველწლიურად გაკეთებული აბორტების საშუალო რიცხვი, დაახლოებით 22 ათასია, ამას თუ მივუმატებთ ე.წ. ქიმიურ აბორტებს, ანუ აბებით გაკეთებულ აბორტებს, რიცხვი, სულ მცირე, ორმაგდება, ზოგიერთ ქვეყანაში ეს სამმაგი და ოთხმაგიც არის. წარმოიდგინეთ, თუ წელიწადში, დაახლოებით 40-დან 50 ათასამდე ასეთი აბორტი კეთდება, რა რიცხვს ვიღებთ 10 და 100 წლის შემდეგ. ამ მონაცემებით ჩვენი კლება ყოველ წელს, დაახლოებით 50-55 ათასით ხდება, ამ ყველაფერზე გვაქვს დასაფიქრებელი. აბორტი უმძიმესი ცოდვაა, ეს არის ადამიანის მკვლელობა დედის მუცელში და ასეთი საგანგაშო ვითარების მიუხედავად, როდესაც ერი, ქვეყანა, არ იღებს ზომებს, ნიშნავს, რომ ის თვითგანადგურების რეჟიმში იმყოფება და მას კარგი არაფერი უწერია. ამით ღმერთ ვეუბნებით, რომ არ გვინდა სიცოცხლე და ჩნდება კითხვები, ვართ კი ბრძოლისუნარიანი და არის თუ არა ჩვენში სიცოცხლის სურვილი“, – განაცხადა მეუფე შიომ.მისი თქმით, ერი, რომელიც თავის შვილებს კლავს, ვერ ეღირსება დიდ ბედნიერებას, დიდ გამარჯვებებს, გამთლიანებას და გადარჩენას.„ფიზიკის კანონები როგორც არსებობს, რომელთა დარღვევაც აუცილებლად იწვევს დიდ დაზიანებს, სიკვდილსაც, ასევე არსებობს სულიერი კანონებიც და მათი დარღვევა იწვევს სულიერ დაზიანებს, განადგურებას, სულიერ სიკვდილს. ერი, რომელიც თავის შვილებს კლავს, ის ერი ვერ ეღირსება დიდ ბედნიერებას, დიდ გამარჯვებებს, გამთლიანებას და გადარჩენას. ამაზე ყველაფერზე უნდა დავფიქრდეთ, თუ როგორ შევაჩეროთ ეს ჩვენს ქვეყანაში. რა არის გამოსავალი? პირველ რიგში, უნდა ვიზრუნოთ ცნობიერების ამაღლებაზე ჩვენს ხალხში, რომ აბორტი გააზრებული უნდა იყოს, როგორც დიდი ცოდვა. ყველამ უნდა გავიგოთ მარტივი ჭეშმარიტება, რომ ემბრიონი, არის ჩასახული ადამიანი და, რომ ადამიანის მოკვლა არ შეიძლება. შვილის ამ გზით მოშორების ხარჯზე ბედნიერების და კომფორტის აწყობა შეუძლებელია, გამორიცხულია“, – განაცხადა მეუფე შიომ.მისი თქმით, ძალიან კარგი გამოცდილება არსებობს ბევრ მოწინავე ქვეყანაში.„აშშ-ში, ევროკავშირის ქვეყნებში ამ მიმართულებით მუშაობა ძალიან აქტიურად მიმდინარეობს და მიღებულია საკანონმდებლო ნორმები, რომელიც მეტად, თუ ნაკლებად ზღუდავს აბორტის გაკეთებას. აშშ-ში ათი შტატია, სადაც საერთოდ აკრძალულია აბორტი და ბევრ ქვეყანაში არის მეტ-ნაკლებად სხვადასხვანაირი რეგულაციები. ალბათ დადგა დრო, ამაზე ვიფიქროთ, ცნობიერების ამაღლებაზე, ამისთვის არსებობს კარგი პრაქტიკები საგანმანათლებლო. იქნებ ვიფიქროთ ამის დანერგვაზე ჩვენს ქვეყანაში, მაგალითად, როდესაც სკოლებში შედიან სპეციალისტები, მაღალ კლასებში, გოგონებთან, წელიწადში ერთხელ და უტარებენ ასეთ საუბარს, თუ რა ზიანი მოაქვს აბორტს ფსიქოლოგიურად, ფიზიოლოგიურად, არ ვამბობ დემოგრაფიაზე, მაგრამ ამაზეც არის საუბარი საჭირო, სულიერად რა ზიანი მოაქვს, ეს პრაქტიკა ძალიან ეფექტური ყოფილა. და შემდეგ მივიდეთ ისეთი კანონების მიღებამდე, რომელიც დაარეგულირებს და გაამკაცრებს ამ საკითხს, ეს აუცილებელია. ასევე არის სხვადასხვა სოციალური პროგრამები, რომელშიც შეიძლება, ეკლესია სახელმწიფოსთან ერთად იყოს ჩართული და დავეხმაროთ ხალხს ამ დიდი გამოწვევის დაძლევაში. იმედია, რომ ღვთის წყალობით ჩვენ ამას შევძლებთ და შევძლებთ ჩვენი ოჯახების გადარჩენას და ოჯახური ფასეულობების გაძლიერებას და შენარჩუნებას. მისი უწმინდესობა, კათოლიკოს პატრიარქი როგორც ამბობს, ოჯახი არის საფუძველი სახელმწიფოსი, თუ ოჯახი იქნება ძლიერი, ქვეყანაც და სახელმწიფოც იქნება გამართული და ძლიერი. შეგვეწიოს უფალი ამაში. აი, ასეთი აზრები წარმოიშვა დღეს, ამ დიდებულ დღესთან დაკავშირებით და არიან ვხარობთ ჩვენ, რომ გვაქვს ამ მიმართულებით ერთსულოვნება“, – განაცახდა მეუფე შიომ.

ბოლო სიახლეები