ის 577 ადამიანი კუბილიუსია, იმას, რომ ხელს აწერს, რაც ჩადებულია [რეზოლუციაში], – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა მიხეილ ყაველაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ ევროპარლამენტის რეზოლუციაზე საუბრისას განაცხადა, რომელიც მიხეილ სააკაშვილს ეხება.
„ხომ ფაქტია, საიდან დაიწყო ეს ყველაფერი და რასთან გვაქვს საქმე? ეს ხომ გაშიფრული სქემა არის. ეს ყველაფერი ხომ შეკვეთილია. სააკაშვილიც მონაწილეა მთელი ამ პროცესის. საქართველო არ მოიქცა ისე, როგორც უნდა მოქცეულიყო ამ გლობალურ პროცესებში. ამ „გლობალურ ომის პარტიას“ სურდა საქართველოს ჩართულობა სხვანაირად მომხდარიყო“, – განაცხადა ყაველაშვილმა.