კვირა, მაისი 18, 2025

მიხეილ ყაველაშვილი ვატიკანში, მსოფლიო ლიდერებთან ერთად, რომის ახალი პაპის, ლეო XIV-ის ინაუგურაციის ცერემონიას დაესწრო [ფოტო]

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ვატიკანში, წმინდა პეტრეს მოედანზე, მსოფლიო ლიდერებთან ერთად, რომის ახალი პაპის, ლეო XIV-ის ინაუგურაციის ცერემონიას დაესწრო.

„კიდევ ერთხელ, გულითადად ვულოცავ მის უწმინდესობა ლეო XIV-ს რომის პაპად არჩევას; დარწმუნებული ვარ, ის ღირსეულად განახორციელებს ამ უაღრესად საპატიო და ამავდროულად, საპასუხისმგებლო მისიას.

საქართველო ნამდვილად ამაყობს და აფასებს წმინდა საყდართან არსებულ ისტორიულ კავშირებს და მზად არის, განაგრძოს მშვიდობაზე, ურთიერთპატივისცემასა და საერთო ღირებულებებზე დაფუძნებული ურთიერთობები!“,- აღნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ვოლოდიმირ ზელენსკი რომში აშშ-ის ვიცე პრეზიდენტსა და სახელმწიფო მდივანს შეხვდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რომში აშშ-ის ვიცე პრეზიდენტსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანს შეხვდა. აღნიშნული შეხვედრის შესახებ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.„კარგი შეხვედრა მქონდა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტთან, ჯეი დი ვენსთან და აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, მარკო რუბიოსთან, რომში. შეხვედრისას განვიხილეთ სტამბოლში გამართული მოლაპარაკებები, სადაც რუსეთმა დაბალი დონის დელეგაცია გაგზავნა, რომელიც არ შედგებოდა გადაწყვეტილების მიმღები პირებისგან. კიდევ ერთხელ დავადასტურე, რომ უკრაინა მზადაა, ჩაერთოს რეალურ დიპლომატიაში და ხაზი გავუსვი სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტის მნიშვნელობას, რაც შეიძლება მალე.ასევე შევეხეთ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების საჭიროებას, ორმხრივ ვაჭრობას, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას, ბრძოლის ველზე არსებულ მდგომარეობას და დაგეგმილ ტყვეთა გაცვლას. რუსეთზე ზეწოლა აუცილებელია იქამდე, ვიდრე ისინი არ გამოთქვამენ ომის შეწყვეტის სურვილს.და, რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ ჩვენს ერთობლივ ნაბიჯებზე სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მისაღწევად. მადლობა ამერიკელ ხალხს სიცოცხლის გადარჩენაში მხარდაჭერისა და ლიდერობისთვის“, წერს ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში.  

რომის პაპმა პირობა დადო, რომ ავტოკრატი არ იქნება

ვატიკანში რომის ახალი პაპის - ლეო XIV-ის ინტრონიზაციის ცერემონია გაიმართა, რის შემდეგაც ის თავის უფლებამოსილებას ოფიციალურად შეუდგა.ქადაგებისას პაპმა მრევლს ერთიანობისკენ მოუწოდა და პირობა დადო, რომ შეინარჩუნებს კათოლიკური ეკლესიის მემკვიდრეობას და არ იქნება ავტოკრატი. მან ასევე აღნიშნა, რომ თავის მისიას „შიშითა და თრთოლით“ იღებს, მაგრამ როგორც 1,4 მილიარდი კათოლიკეს ლიდერი არ დანებდება თანამედროვეობის გამოწვევების წინაშე და პაპ ფრანცისკეს საქმეს გააგრძელებს ისეთ საკითხებში, როგორებიცაა ბრძოლა სიღარიბესთან და გარემოს დაცვა.მან ასევე გააკრიტიკა „სიძულვილი, ძალადობა, ცრურწმენა, განსხვავებულობის შიში და ეკონომიკური პარადიგმა, რომელიც დედამიწის რესურსების ექსპლუატაციას ეწევა “.ლეოს თქმით, კარდინალებმა, რომლებმაც მას ხმა მისცეს, „აირჩიეს ადამიანი, რომელსაც შეუძლია ქრისტიანული რწმენის მდიდარი მემკვიდრეობის შენარჩუნება და ამავდროულად მომავლისკენ ყურება, რათა პასუხი გასცეს თანამედროვე სამყაროს პრობლემებს, გამოწვევებსა და კითხვებს“.ცერემონიას მორწმუნეებთან ერთად მსოფლიოს ლიდერებიც დაესწრნენ - მათ შორის საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, ბრიტანეთის პრინცი ედვარდი და სხვები.

პუტინმა უკრაინაში ომის მიზნები დაასახელა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი უკრაინაში ომის ერთ-ერთ მთავარ ამოცანად იმ ადამიანების ინტერესების დაცვას ასახელებს, რომლებიც ცხოვრობენ ტერიტორიებზე, სადაც მოსახლეობა რუსულს მშობლიურ ენად, რუსეთს კი თავის სამშობლოდ თვლის.შესაბამისი განცხადება მან ჟურნალისტ პაველ ზარუბინთან ინტერვიუში გააკეთა, რომელიც ეთერში 4 მაისს გავიდა, თუმცა დღეს ჟურნალისტმა ტელეგრამ-არხზე გამოაქვეყნა ნაწყვეტი, რომელიც ინტერვიუს საბოლოო ვერსიაში არ შესულა.პუტინი ასევე აცხადებს, რომ ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაციის შედეგი უნდა იყოს კრიზისის მიზეზების აღმოფხვრა, მდგრადი და ხანგრძლივი მშვიდობისთვის პირობების შექმნა და რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

„არ მეგონა ასეთი ძლიერი რომ ვიყავი… ჩემს თავზე მეტად, ჩემს მეუღლეზე ვფიქრობდი…“ – გიორგი გოჩოლეიშვილმა შვილზე საუბრსას ემოციები ვერ შეიკავა

ერთი თვის წინ ფეხბურთელ გიორგი გოჩოლეიშვილის შვილმა, სანდრო გოჩოლეიშვილმა ლეიკემია დაამარცხა. სოციალურ ქსელში გავრცელებულმა კლინიკიდან გაწერის ემოციურმა კადრებმა, რომელიც თავად ფეხბურთელმა გაუზიარა საზოგადოებას, გულგრილი არავინ დატოვა. ფეხბურთელი წერდა, რომ ძალიან რთული დღეები გამოიარეს.საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი, გიორგი გოჩოლეიშვილი მისი შვილის, სანდროს შესახებ Geo Team-ს ესაუბრა. ინტერვიუ საკმაოდ ემოციური გამოდგა, ფეხბურთელი ცრემლებს ვერ იკავებს შვილზე საუბრისას.„არ მეგონა ასეთი ძლიერი რომ ვიყავი, მაგრამ გავაანალიზე, რომ თუ ძალას არ ვიპოვიდი, ჩემი ოჯახი ამ მძიმე სიტუაციას ვერ გადაიტანდა… ჩემს თავზე მეტად, ჩემს მეუღლეზე ვფიქრობდი…არ მჯეროდა რომ ეს ყველაფერი დასრულდა, სანდროს მამობა ჩემთვის ყველაფერს ნიშნავს“,- ამბობს გიორგი გოჩოლეიშვილი. 

ვიმედოვნებთ, რომ ახალ პაპთან ერთადაც ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, რომ უფრო მეტად გავაღრმაოთ ჩვენი ურთიერთობები – მიხეილ ყაველაშვილი

წინა პაპთან მიმართებაშიც ჩვენ გვქონდა ძალიან ნაყოფიერი ურთიერთობა და ვიმედოვნებთ, რომ ახალ პაპთან ერთადაც ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, რომ უფრო მეტად გავაღრმაოთ ჩვენი ურთიერთობები, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა რომში, ახალი პაპის, ლეო XIV-ის ინაუგურაციის შემდეგ.მისივე თქმით, საქართველოსა და ვატიკანს შორის ურთიერთობები ძალიან მნიშვნელოვანია.„მქონდა შესაძლებლობა, ვატიკანში, წმინდა პეტრეს მოედანზე, რომის ახალი პაპის, ლეო XIV-ის ინაუგურაციას დავსწრებოდი. შემდე მომეცა შესაძლებლობა, რომ მისთვის პირადადაც მიმელოცა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ მე ხვალ მაქვს მასთან შეხვედრა.ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ურთიერთობები საქართველოსა და ვატიკანს შორის. წინა პაპთან მიმართებაშიც ჩვენ გვქონდა ძალიან ნაყოფიერი ურთიერთობა და ვიმედოვნებთ, რომ ახალ პაპთან ერთადაც ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, რომ უფრო მეტად გავაღრმაოთ ჩვენი ურთიერთობები“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ვატიკანში რომის ახალი პაპის, ლეო XIV-ის ინაუგურაციას დაესწრო.

ბოლო სიახლეები