ორშაბათი, მარტი 16, 2026

მიხეილ ყაველაშვილი – ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა მოისმინა ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაცია, პასუხს ვერ სცემდა, როცა ვსაუბრობთ დემოკრატიაზე, ადამიანების უფლებებზე, ჩვენ ფაქტებით ვართ გაჯერებული

მქონდა შესაძლებლობა, შევხვედროდი მის [ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის] პრეზიდენტს და დელეგაციას, საკმაოდ კონსტრუქციული, გულწრფელი, სამართლიანი საუბარი შედგა. მნიშვნელოვანია, აღვნიშნო, რომ საკმაოდ პოზიტიურად განვეწყვე, იმიტომ, რომ ამ ადამიანმა მოისმინა ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაცია და უბრალოდ პასუხს ვერ სცემდა, შეუძლებელი იყო ამაზე პასუხის გაცემა, იმიტომ, რომ როცა ვსაუბრობთ გამოცდილებაზე, დემოკრატიაზე, სამართლიანობაზე, ადამიანების უფლებებზე და ა.შ., ჩვენ ფაქტებით ვართ გაჯერებული, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა გადაცემაში „იმედის კვირა“.

როგორც მან აღნიშნა, ვერ შეიწყალებს იმ პირებს, რომელთა შეწყალების საკითხიც დააყენა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, ვინაიდან არ არსებობს იმის გარანტია, რომ ეს პირები კიდევ უფრო მეტად საშიშნი არ იქნებიან საზოგადოებისთვის.

„მე დავუსვი მას კითხვები. შეწყალების თემაზე მას ჰქონდა, თხოვნას არ დავარქმევ, უბრალოდ ეს საკითხი დააყენა იმ ფონზე, რომ ასეთი დაძაბულობაა, იქნებ კონსტრუქციული დიალოგი შედგეს და ერთ-ერთი ნაწილი იყოს ეს შეწყალების აქტი. მე მას ვუპასუხე, რომ ერთ წელიწადში დაახლოებით ათასამდე ადამიანი შევიწყალე, შეწყალების აქტს ძალიან მნიშვნელოვნად აღვიქვამთ, ჰუმანური აქტია, ჩვენი საზოგადოება ყოველთვის ტოლერანტული იყო, ამ საკითხთან მიმართებით ჩვენ არანაირი კითხვის ნიშნები არ გვაქვს და ეს პროცესი გაგრძელდება. ის ადამიანები, ვისზეც თქვენ მიგვითითებთ, რომ შევიწყალო, ამ პროცესებში დაკავებულებზე იყო საუბარი, მაგრამ ჩემი პასუხიდან გამომდინარე პასუხი ვეღარ გამცა, იმიტომ, რომ შეწყალება ხდება ისეთი ადამიანის, ეს არ ნიშნავს, რომ ჩემი მხარდამჭერი გახდეს, რომ გამოვა, აუცილებელია, რომ ის უფრო მეტად საშიში არ იყოს საზოგადოებისთვის, რა აქტიც მან ჩაიდინა, ვიღაც რომ მთხოვს, გავითვალისწინო მე თუნდაც და კეთილი ნება გამოვიჩინო, რომ ეს ადამიანი ციხიდან გამოვიდეს, მერე მან უფრო დიდი უბედურება განახორციელოს, ამის გარანტიას ისინი ხომ ვერ გაძლევენ?! ვერც მოგცემენ ამის გარანტიას, იმიტომ, რომ არ არსებობს ამის გარანტია, ჩვენ ეს ფაქტებად გვაქვს წარმოდგენილი, იმ ადამიანების განცხადებები, ვინც თითქოს უნდათ, რომ ჩვენ შევიწყალოთ, როგორი გონორით არიან დღემდე. როგორ წარმოუდგენიათ, ჩვენ, დემოკრატიული, თავისუფალი სახელმწიფო ვართ და ვის უნდა მივცეთ საშუალება, რომ გამოვიდეს და კიდევ უფრო მეტი საშიშროება გააჩინოს ჩვენს საზოგადოებაში. რა თქმა უნდა, ჩვენ ამას არ დავუშვებთ და ვერ დავუშვებთ, თორემ ყველაფრისთვის მზად ვართ, იმდენად მყარად ვართ, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, 100 პროცენტით კი არა, 1000 პროცენტით მართლები ვართ“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ლიბანში გაერო-ს სამშვიდობოებს თავს დაესხნენ

ლიბანში გაერო-ს სამშვიდობოებს თავს დაესხნენ, – ამის შესახებ „ბიბისი“ გაერო-ზე დაყრდნობით იუწყება.მედიის ინფორმაციით, ლიბანში მშვიდობისმყოფელებს ცეცხლი სავარაუდოდ არასახელმწიფო შეიარაღებულმა დაჯგუფებებმა გაუხსნეს. ლიბანში გაერო-ს დროებითი ძალების (UNIFIL) ინფორმაციით, თავდასხმები გაერო-ს სამ სხვადასხვა ბაზაზე – იატარში, დეირ კიფასა და კალაკიაში განხორციელდა.მათივე ცნობით, გასროლა ერთ-ერთ ადგილას მშვიდობისმყოფელებისგან ხუთი მეტრის მოშორებით განხორციელდა, რის შედეგადაც არავინ დაშავებულა.UNIFIL არის სამშვიდობო მისია, რომელიც 1978 წელს შეიქმნა საომარი მოქმედებების მონიტორინგისა და მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების უზრუნველყოფის მიზნით.

დიდ ბრიტანეთში აცხადებენ, რომ ბრიტანეთი, მოკავშირეებთან ერთად, ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნაზე მუშაობს

დიდი ბრიტანეთი, მოკავშირეებთან ერთად, ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნაზე მუშაობს. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის ენერგეტიკის მდივანმა „სქაი ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.ედ მილიბენდმა აღნიშნა, რომ კონფლიქტის დეესკალაცია სრუტის ხელახლა გახსნის საუკეთესო გზაა და მისი ქვეყანა გააგრძელებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შენარჩუნებას.„სრუტის ხელახლა გახსნა ყველას ინტერესებშია. ასევე, ვიტყვი, რომ ჩვენც გვჭირდება ამ კრიზისის დეესკალაცია, რადგან სრუტის ხელახლა გახსნის საუკეთესო და ყველაზე დამაჯერებელი გზა ამ კონფლიქტის დასრულებაა. დიდი ბრიტანეთის თვალსაზრისით, ჩვენ კვლავაც ვინარჩუნებთ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს. ვფიქრობთ, წარმოუდგენლად მნიშვნელოვანია, რომ პუტინს ამ საკითხებთან დაკავშირებით მკაფიო გზავნილი გავუგზავნოთ. მაგრამ უფრო ფართო სურათი ის არის, რომ ჩვენ უნდა ვცადოთ ამ კონფლიქტის დასრულება, არავის ინტერესებშია, რომ ეს კონფლიქტი კვირების და თვეების განმავლობაში გაგრძელდეს“, – აღნიშნა დიდი ბრიტანეთის ენერგეტიკის მდივანმა.

ინდოელი წინასწარმეტყველის, აბჰიგია ანანდის პროგნოზი 2026 წლისთვის

ინდოელი ასტროლოგისა და ვედური წინასწარმეტყველის, აბჰიგია ანანდის პროგნოზი 2026 წლის შესახებ ახალი ტალღით გავრცელდა სოციალური მედიისა და YouTube-ის არხებზე ბოლო თვეებში. მის მიხედვით, მომავალი წელი შეიძლება გახდეს მნიშვნელოვანი გარდამტეხი პერიოდი, როგორც გლობალურ, ისე რეგიონალურ დონეზე.ანანდი 2026 წელს ასტროლოგიური ნიშნების მიხედვით იმ პერიოდის მნიშვნელობას უსვამს ხაზს, რომელიც შეიძლება გამხდარიყო ოთხსაუკუნოვანი ციკლის გადამწყვეტი ეტაპი.მისი პროგნოზის თანახმად, ეს წელი კრიტიკული მოვლენების, სიფრთხილის საჭირო პერიოდებისა და გლობალური ცვლილებების წლისპირია.ვიდეოში, წინასწარმეტყველს დასახელებული აქვს ქვეყნები და თვეები, სადაც შესაძლო არასტაბილურობა უფრო მეტად გაიზრდება: მათ შორის ჩინეთი, ფილიპინები, ჩრდილოეთ კორეა და იაპონია.ხოლო ყველაზე ამაღელვებელ თვეებად — აპრილი, ივლისი და ნოემბერი დაასახელა.მისი ვარაუდით, ეს პერიოდები ასტროლოგიური გავლენებით განისაზღვრება და შეიძლება გამოიწვიოს:აპრილი — დაძაბულობის პიკი და კონფლიქტური სიტუაციების გაძლიერება;ივლისის ბოლო — სწრაფი ცვლილებები, როგორც სოციალურ, ისე ეკონომიკურ დარგში;ნოემბერი — სტრუქტურული და სტრატეგიული გადაწყვეტილებების პერიოდული ცვლილებები, რომელმაც შესაძლოა გრძელვადიანი შედეგები მოიტანოს.2026 წელი, ანანდის მიხედვით, შეიძლება გახდეს მნიშვნელოვანი პერიოდი მედიცინის განვითარებისთვის. განსაკუთრებით – დიაგნოსტიკის, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით მიღწეულ პროგრესში.ასევე, მისი თქმით, არსებობს შესაძლებლობა, რომ ზოგიერთ დარგში — მათ შორის ფუნდამენტურ მეცნიერებებში — დაიწყოს მნიშვნელოვანი სიახლეები.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, სააგენტოს სპეციალისტები სოფელ კურსებში გააქტიურებული მეწყრის მონიტორინგს აგრძელებენ

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სპეციალისტები აგრძელებენ სოფელ კურსებში გააქტიურებული მეწყრის მონიტორინგს.მათივე ცნობით, დაზუსტდა მეწყრის გავრცელების კონტურები, სადაც დაფიქსირდა მეორადი გენერაციის, დაბალი დინამიკის რამდენიმე გააქტიურებული უბანი.„ამ დროისთვის მეწყრული სხეული სტაბილიზაციის ფაზაში გადადის“, – აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.

ირაკლი კუპრაძე – ყველა ოპოზიციურ პროექტს წარმატებას ვუსურვებთ, თუმცა ჩვენ დაინტერესებული ვართ მხოლოდ იმ ერთობით, რომელიც „ლელოსთვის“ იქნება ორგანული და ბუნებრივი

რამდენიმე ოპოზიციური პარტიის ალიანსის მიმართ ჩვენი დამოკიდებულება ძალიან მარტივია, ყველა ოპოზიციურ პროექტს ვუსურვებთ წარმატებას, ეს არის ცალსახა პოზიცია, – ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ წევრმა, ირაკლი კუპრაძემ განაცხადა.კუპრაძის თქმით, „ლელოს“ გადაწყვეტილებაა, რომ ვითარდება დამოუკიდებლად და ეს გადაწყვეტილება პოლიტსაბჭოს მხრიდან ერთხმადაა მიღებული.„პოზიცია ცალსახა და უცვლელია – „ლელო“ აგრძელებს დამოუკიდებელ განვითარებას, დღის ბოლოს ყველა მნიშვნელოვან პოლიტიკურ საკითხს შევაჯამებთ – ეს არის პროცესების მიმართ ჩვენი დამოკიდებულება. ყველა ოპოზიციურ პროექტს წარმატებას ვუსურვებთ, თუმცა ჩვენ დაინტერესებული ვართ მხოლოდ იმ ერთობით, რომელიც „ლელოსთვის“ იქნება ორგანული და ბუნებრივი. მათი კრიტიკა და მათთან არსებულ პრობლემებზე საუბარი ჩემს არც სურვილებში და არც ინტერესში არ შედის.მარტივი მოცემულობაა, ჩვენ ვეძებთ სხვა ბუნებრივ პარტნიორებს, რომლებიც ჩვენს სტრატეგიულ ხაზებსა და ჩვენი ამომრჩევლის ბუნებასთან თუ სურვილთან ახლოს არიან“, – აღნიშნა ირაკლი კუპრაძემ.კითხვაზე, – „რა ხაზები აქვთ ალიანსის წევრ პარტიებს, რაც თქვენთვის მიუღებელია?“ – კუპრაძემ ჟურნალისტებს უპასუხა, რომ ეს ოპოზიციური ალიანსის წევრ პარტიებს უნდა ჰკითხონ.

ბოლო სიახლეები