კვირა, აგვისტო 24, 2025

მიხეილ ყაველაშვილი – ეროვნულ ღირებულებებს თუ არ დავიცავთ, დავკარგავთ ყველაფერს, რადგან თანამედროვე საქართველოს ერთგვარი ქვაკუთხედი ის პრინციპებია, რომლებიც კონსტიტუციაშია ასახული

ქვეყნის ეროვნულ ღირებულებებსა და ინტერესებს თუ ბოლომდე არ დავიცავთ, დავკარგავთ ყველაფერს, რადგანაც თანამედროვე საქართველოს ერთგვარი ქვაკუთხედი სწორედ ის პრინციპებია, რომლებიც ჩვენს კონსტიტუციაშია ასახული, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა პრეზიდენტის სასახლეში კონსტიტუციის მიღების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.

როგორც მიხეილ ყაველაშვილმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, კონსტიტუცია ქართველი ხალხისთვის ერთიანობისა და ქვეყნის სიყვარულის სიმბოლოა.

„ჩვენი ხალხისთვის, ქვეყნის უმთავრესი სამართლებრივი დოკუმენტი ერთიანობის, ურთიერთნდობის, ერთმანეთისა და ქვეყნის სიყვარულის სიმბოლოა, რომელიც ისტორიულ გამოცდილებას, კულტურულ ფასეულობებს, უკეთესი მომავლის რწმენასა და სახელმწიფოს შენების სურვილს ეფუძნება. განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ჩვენი კონსტიტუციის პრეამბულა, რომელიც დასაწყისშივე აცხადებს ღვთისა და ქვეყნის წინაშე ჩვენი ერის ღირებულებებსა და მიზნებს, რომელთა გარშემოც თითოეული ქართველია გაერთიანებული“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრეზიდენტმა  ბოლო პერიოდში ქვეყნის შიგნით თუ გარეთ არსებულ გამოიწვევებზე  გაამახვილა ყურადღება.

„დღეს, 30 წლის შემდეგ, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში გამძაფრებული შიდა და გარე გამოწვევების ფონზე კარგად უნდა გავიაზროთ ის თითოეული ცნება, თითოეული ღირებულება, რომელიც საქართველოს კონსტიტუციაშია ასახული. ჩვენი ხალხის სურვილს, იცხოვროს დემოკრატიულ და სამართლებრივ სახელმწიფოში, უზრუნველყოფილი იყოს ადამიანის უფლებები და თავისუფლებები და ასევე ჩვენს მიზანს – განვამტკიცოთ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა, ქვეყნის შიგნით თუ გარეთ გარკვეული ძალები ეწინააღმდეგებიან“,-  განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, თბილისის მერი კახა კალაძე, აღმასრულებელი, საკანონმდებლო, სასამართლო ხელისუფლების წარმომადგნლები, კონსტიტუციონალისტები და მიწვეული სტუმრები დაესწრნენ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

„დაბადების დღეს გილოცავ იმიერში… დღეს მძიმე დღე გვაქვს… 70 წლის გახდი და შენი დასაფლავებაა“ – მომღერალი, ხათუნა ჭავჭანიძე

ყველასთვის საყვარელ მუსიკოსსა და კომპოზიტორს, მამუკა ჩარკვიანს, სოციალურ ქსელში კოლეგები და მეგობრები ემოციური სტატუსებით ემშვიდობებიან.მომღერალი, ხათუნა ჭავჭანიძე წერს, რომ დღეს მამუკა ჩარკვიანის დაბადების დღეა: „მამუკა!!!  დაბადების დღეს გილოცავ იმიერში. დღეს მძიმე დღე გვაქვს შენ ახლობლებს. 70 წლის გახდი და შენი დასაფლავებაა. ვუსამძიმრებ ოჯახს და სრულიად საქართველოს. შენი შემოქმედება უკვდავია, ჩვენო გენიოსო!!!“ – წერს ხათუნა ჭავჭანიძე სოციალურ ქსელში. 

ილია მეორე – სამშობლოზე შეყვარებული კიდევ ერთი გამორჩეული პიროვნება გამოაკლდა ჩვენს ქვეყანას, აღვავლენთ ლოცვებს მამუკა ჩარკვიანის უკვდავი სულისთვის

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მამუკა ჩარკვიანის გარდაცვალების გამო სამძიმარს გამოთქვამს.„სამშობლოზე შეყვარებული კიდევ ერთი გამორჩეული პიროვნება გამოაკლდა ჩვენს ქვეყანას.მიწიერი ცხოვრება დატოვა და მარადიულობის მკვიდრი გახდა ბატონი მამუკა ჩარკვიანი – დიდტკივილგამოვლილი და, ამასთან, შეუპოვარი ადამიანი, ფრიად ნიჭიერი, დახვეწილი გემოვნების, ქართული კულტურის შესანიშნავი წარმომადგენელი, მუსიკოსი, კომპოზიტორი, ავტორ-შემსრულებელი…მართალია, იგი განგვეშორა, მაგრამ ამ ქვეყნად დარჩა ეროვნული ჰანგებით გაჯერებული, ძირითადად მამის, ბატონი ჯანსუღის ლექსებზე შექმნილი მისი სიმღერები, თაობებში რომ იცოცხლებს.აღვავლენთ ლოცვებს ბატონ მამუკას უკვდავი სულისათვის, რათა სავანესა მართალთასა დააწესოს იგი უფალმა, ხოლო ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და მისი შემოქმედების დამფასებელთ მიმადლოს მშვიდობა და მამუკასათვის ლოცვის ძალა“, – ნათქვამია ილია მეორის სამძიმრის წერილში, რომელიც საქართველოს საპატრიარქოს გვერდზე გამოქვეყნდა.

„თვითონ მიიყენა ჭრილობები, თეკლა მის გადარჩენას ცდილობდა…“ – რას ამბობს ქმრის მკვლელობაში ბრალდებულის დედა

თბილისში 25 წლის ქალმა ქმარი მოკლა - როგორც „პრაიმ ტაიმმა" გაარკვია მოკლული ბიჭი ლუკა დარასელიაა, ხოლო ქალი, რომელიც დააკავეს თეკლა გერსამიაა.შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 22 აგვისტოს, თბილისში, საცხოვრებელ ბინაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მეუღლეს - 2003 წელს დაბადებულ ლ.გ.-ს, ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.ბრალდებულის დედა ამბობს, რომ ბიჭმა დანა თვითონ ჩაირტყა და თეკლა მის გადარჩენას ცდილობდა.„ერთად არ ცხოვრობდნენ. ამ ბიჭს უყვარდა ძალიან და ცდილობდა ერთად ყოფილიყვნენ. თეკლა წინააღმდეგი იყო. მერე ისე მოხდა, რომ ხელი მოაწერეს...თეკლა საზღვარგარეთ აპირებდა წასვლას და პასპორტიც კი წაართვა, მის ნივთებში ამოიღეს თეკლას პასპორტი. ეუბნებოდა, რომ თავს მოვიკლავო, ხან ხელებს ისერავდა. სადარბაზოში თვითონ მიიყენა დაზიანებები ერთ-ერთი ჩხუბის და მუქარის დროს. თვითონ ჩაირტყა დანა და თეკლამ გამოაძრო ეს დანა. მერე თეკლა გავარდა, მიჰყავდა მხარზე აკიდებული. გავარდა გარეთ, სასწრაფო მოიყვანა და კლინიკაშიც კი გაჰყვა, მის გადარჩენას ცდილობდა“,- ამბობს ტიკტოკერის დედა „ტვ პირველთან“ საუბრისას.

დღეს ბუტა რობაქიძეს 40 წელი შეუსრულდებოდა

24 აგვისტოს, ბუტა რობაქიძის დაბადების დღეა.მის საფლავთან ოჯახის წევრები, არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე საზოგადოების სხვა წარმომადგენლები შეიკრიბებნენ.2004 წლის 24 ნოემბერს, თბილისში, დიდუბეში, პატრულმა ავტომანქანა გააჩერა. ვტომანქანაში რამდენიმე ახალგაზრდა, მათ შორის ბუტა რობაქიძეც იჯდა.პოლიციის მოთხოვნის საფუძველზე ახალგაზრდები მანქანიდან გადავიდნენ, პატრულის თანამშრომელმა ბაშალეიშვილმა  ორი ტყვია გაისროლა და ბუტა რობაქიძე ადგილზე მოკლა.მეორე დღეს, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაცემა „პატრულმა“, გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს პოლიციამ კარგად შეიარაღებული ყაჩაღური ჯგუფის დევნის ოპერაცია განახორციელა და წინააღმდეგობის გაწევის მომენტში ერთ-ერთი დამნაშავე მოკლა. ამ ვერსიის გასამყარებლად გადაცემაში აჩვენეს ავტომატები და ხელყუმბარები რობაქიძის გვამთან.

ირაკლი კობახიძე – საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის სახელით, გულწრფელად ვულოცავ უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს

საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის სახელით, გულწრფელად ვულოცავ უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე X-ზე წერს.მთავრობის მეთაური უკრაინელ ხალხს მშვიდობას, სტაბილურობას, კეთილდღეობას და ნათელ მომავალს უსურვებს.„საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის სახელით, გულწრფელად ვულოცავ უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს. გისურვებთ მშვიდობას, სტაბილურობას, კეთილდღეობას და ნათელ მომავალს და ვუდასტურებთ ჩვენს სოლიდარობას და მეგობრობას უკრაინელ ერს“, – აღნიშნავს პრემიერი.  

ბოლო სიახლეები