ევროკავშირთან მიმართებაში ჩვენი დამოკიდებულება არის გულწრფელი და ღია, თუ იქნება ჩვენ შორის ჯანსაღი პროცესი და კონკრეტულ საკითხებზე საუბარი, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა „იმედის“ ეთერში განაცხადა.
წამყვანმა მას ჰკითხა, როგორ ფასდება საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები ახლა, გაყინულია თუ შეინიშნება რაიმე ტენდენცია ყინულის დნობის თვალსაზრისით.
„ევროკავშირთან მიმართებაში ჩვენი დამოკიდებულება არის გულწრფელი და ღია. ღია ვართ ჩვენ, თუ იქნება ჩვენ შორის ჯანსაღი პროცესი და კონკრეტულ საკითხებზე საუბარი. ამისთვის მზად ვართ. მაგრამ სპეკულაციებია, როდესაც გეუბნებიან, ერთი მხრივ, ვითანამშრომლოთო და თან რევოლუციებს გვიწყობენ. მარტივია, რომ სხვა ქვეყნის საარჩევნო პროცესში არ უნდა ჩაერიოს სხვა ქვეყნის საგარეო მინისტრი თუ სხვა ვინმე“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.