ორშაბათი, აგვისტო 11, 2025

მიხეილ ყაველაშვილი – დღეს აქ ვართ, რათა პატივი მივაგოთ უვაჟკაცეს მებრძოლებს, შინდისის გმირებს, რომლებმაც თანამედროვე საქართველოს დაგვიტოვეს გმირობის უდიდესი მაგალითი, როგორი უნდა იყოს ქართველი მებრძოლი

დღეს აქ ვართ, რათა პატივი მივაგოთ უვაჟკაცეს მებრძოლებს, შინდისის გმირებს, რომლებმაც თანამედროვე საქართველოს დაგვიტოვეს გმირობის უდიდესი მაგალითი, როგორი უნდა იყოს ქართველი მებრძოლი, ქართველი ადამიანი და ვიდრე ეს გმირები იარსებებენ, ყველა უნდა ვიყოთ დარწმუნებული, რომ საქართველო ყოველთვის იარსებებს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა აგვისტოს ომის დროს შინდისში დაღუპულ გმირთა მემორიალთან განაცხადა.

მისი თქმით, შინდისის გმირებმა განაცვიფრეს მტერი თავისი გმირობით.

„სწორედ ასეთი გმირობებით, ამ ადამიანების ქმედებით გვაქვს გარანტია, რომ საქართველო უკვდავია. კიდევ ერთხელ მინდა, მივაგო პატივი და მარადიული ხსოვნა ამ მართლაც უვაჟკაცეს გმირებს, რომლებმაც განაცვიფრეს მტერი და მოწინააღმდეგე, იმდენად სამაგალითო გმირობა ჩაიდინეს. კიდევ ერთხელ დიდება და პატივი მათ ხსოვნას“, – განაცხადა ყაველაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

„ქართულმა ოცნებამ“ რეგიონებში მერობის კანდიდატები დაასახელა

„ქართულმა ოცნებამ“ 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის რეგიონებში მერობის კანდიდატები დაასახელა.კანდიდატები „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ წარადგინა.კერძოდ, მერობის კანდიდატები არიან:ახმეტა – ალექსი ფიცხელაური; გურჯაანი – გიორგი მაჭავარიანი; დედოფლისწყარო – ნიკოლოზ ჯანიაშვილი; ლაგოდეხი – ჯონდო მდივნიშვილი; სიღნაღი – მალხაზ ბეგიაშვილი; ყვარელი – ილია მზექალაშვილი; საგარეჯო – ვახტანგ კაკუტაშვილი; თელავი – ვაჟა მაღრაძე;რუსთავი – ნინო ლაცაბიძე; გარდაბანი – დავით კარგარეთელი; დმანისი -კობა მურადაშვილი; წალკა – ილია საბაძე; მარნეული – დაური ისმაილოვი; თეთრიწყარო – მიხეილ აფციაური; ბოლნისი – ზამური ჭითანავა;მცხეთა – გოგი აბუაშვილი; დუშეთი – კახაბერ ჩიტაური; ყაზბეგი – კობა გელაძე;გორი – კონსტანტინე ბუზალაძე; ქარელი – ზაზა გულიაშვილი; კასპი – ვახტანგ მაისურაძე; ხაშური – პაატა ჩადუნელი;ადიგენი – გოჩა ქიმაძე; ასპინძა – როსტომ მაგრაქველიძე; ახალქალაქი – მელქონ მაკარიანი; ნინოწმინდა – ანივარდ მოსოიანი​; ახალციხე – ვარლამ წიკლაური; ბორჯომი – მამუკა გელაშვილი;ქუთაისი – დავით ერემეიშვილი; საჩხერე – ლევან ივანაშვილი; ჭიათურა – გივი მოდებაძე; ხარაგაული – კობა ლურსმანაშვილი; თერჯოლა – მანუჩარ რობაქიძე; ვანი – ალექსანდრე გოგორიშვილი; სამტრედია – დავით ბახტაძე; ხონი – ლადო ჯურხაძე; წყალტუბო – გენადი ბალანჩივაძე;ბაღდათი – ნოდარ გიორგიძე; ზესტაფონი – ვახტანგ ღამბაშიძე; ტყიბული  – დავით კუბლაშვილი;ცაგერი  – ჭაბუკი ჭაბუკიანი; ლენტეხი  – გიორგი გაზდელიანი; ამბროლაური  – ზაზა ქევანიშვილი; ონი  – დავით ლობჟანიძე;ფოთი  – ბექა ვაჭარაძე; ხობი  – დავით ბუკია; სენაკი  – ვახტანგ გადელია; აბაშა  – გიგა გაბელაია; ზუგდიდი –  დათო კოდუა; ჩხოროწყუ  – ჯუმბერ იზორია; მარტვილი  – გიორგი ნაჭყებია; წალენჯიხა  – გუბა საჯაია; მესტია  – კაპიტონ ჟორჟოლიანი;ლანჩხუთი – ალექსანდრე სარიშვილი; ოზურგეთი  – პაატა კუნჭულია; ჩოხატაური – მინდია ჟღერია;ქობულეთი  – ირაკლი ცეცხლაძე; ხელვაჩაური  – ზაზა დიასამიძე; შუახევი  – ომარ ტაკიძე; ქედა  – მამუკა თურმანიძე; ხულო  – ვახტანგ ბერიძე; ბათუმი – გიორგი ცინცაძე.

ირაკლი კობახიძე – შინდისის გმირები შეგვახსენებენ, რომ სამშობლოს სიყვარული, პატრიოტიზმი უზენაესი ღირებულებაა, რისთვისაც ღირს ყველაზე ძვირფასის გაწირვაც კი, ესაა სიცოცხლე

პატივს მივაგებთ შინდისის გმირების ხსოვნას, რომლებმაც თითოეულ ქართველს, მომავალ თაობას გმირობის მაგალითი მისცეს, ასეთ გმირობაზე უნდა იზრდებოდნენ ჩვენი შვილები, მომავალი თაობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ აგვისტოს ომის დროს შინდისში დაღუპულ გმირთა მემორიალთან განაცხადა.პრემიერის თქმით, სამშობლოს სიყვარული, პატრიოტიზმი უზენაესი ღირებულებაა.„ეს გმირობა შეგვახსენებს, რომ სამშობლოს სიყვარული, პატრიოტიზმი უზენაესი ღირებულებაა, რისთვისაც ღირს ყველაზე ძვირფასის გაწირვაც კი, ესაა სიცოცხლე და ზუსტად ამის მაგალითი მოგვცეს შინდისის გმირებმა. ჩვენი ვალია, რომ პატივი მივაგოთ მათ ხსოვნას“, – განაცხადა კობახიძემ.

ავსტრალიის პრემიერი – პალესტინის სახელმწიფოს სექტემბერში ვაღიარებთ

ავსტრალია პალესტინის სახელმწიფოს სექტემბერში გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე აღიარებს, - ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ენტონი ალბანეზემ განაცხადა.ავსტრალიის პრემიერის თქმით, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც მისმა მთავრობამ პალესტინის ხელისუფლების პრეზიდენტისგან, მაჰმუდ აბასისგან მიიღო ვალდებულება, რომ ჰამასს არცერთ მომავალ სახელმწიფოში არანაირი როლი არ ექნება.მისივე თქმით, ავსტრალიამ პალესტინის ხელისუფლებისგან მიიღო ვალდებულებები, მათ შორის დემილიტარიზაცია, საყოველთაო არჩევნების ჩატარება და ისრაელის არსებობის უფლების აღიარების გაგრძელება.„ორი სახელმწიფოს პრინციპით გადაწყვეტა კაცობრიობის საუკეთესო იმედია, რათა დაირღვეს ძალადობის ციკლი ახლო აღმოსავლეთში და დასრულდეს კონფლიქტი, ტანჯვა და შიმშილი ღაზაში“, - განაცხადა ენტონი ალბანეზემ.

გარკვეული კატეგორიის მოქალაქეებს შეეძლებათ, 5 სექტემბრამდე ID ბარათი შეღავათიან ფასად აიღონ

იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო გარკვეული კატეგორიის მოქალაქეებისთვის დღეიდან პირადობის ელექტრონულ მოწმობაზე შეღავათიან ფასად გაცემის აქციას აცხადებს, რომელიც 5 სექტემბრამდე გაგრძელდება.უწყების ცნობით, საბუთი მე-10 სამუშაო დღეს ნახევარ ფასად გაიცემა, ხოლო დოკუმენტისთვის საჭირო ფოტოსურათი უფასო იქნება.სერვისების განვითარების სააგენტოს ცნობით, აქციის მიზანია მოქალაქეების ელექტრონული დოკუმენტით უზრუნველყოფა და საარჩევნო სიების სრულყოფა.პირადობის ელექტრონულ მოწმობას ნახევარ ფასად მიიღებენ:„სრულწლოვანი მოქალაქეები, რომლებსაც არასდროს აუღიათ პირადობის ელექტრონული მოწმობა; სრულწლოვანი მოქალაქეები, რომლებსაც მოქმედების ვადის გასვლის გამო გაუუქმდათ ან მიმდინარე წლის 5 ოქტომბრამდე გაუუქმდებათ პირადობის ელექტრონული მოწმობა და არ ფლობენ მოქმედ ბიომეტრიულ პასპორტს; მოქალაქეები, რომლებსაც 5 ოქტომბრამდე უსრულდებათ 18 წელი და მოქმედების ვადის გასვლის გამო გაუუქმდათ ან 5 ოქტომბრამდე გაუუქმდებათ პირადობის ელექტრონული მოწმობა და არ ფლობენ მოქმედ ბიომეტრიულ პასპორტს; მოქალაქეები, რომლებსაც 5 ოქტომბრამდე უსრულდებათ 18 წელი და მათზე გაცემული არ არის პირადობის ელექტრონული მოწმობა.აქციის ფარგლებში პირადობის ელექტრონული მოწმობა მე-10 სამუშაო დღეს გაიცემა ნახევარ ფასად, ხოლო დოკუმენტისთვის საჭირო ფოტოსურათი უფასო იქნება.ID ბარათზე განაცხადის გაკეთება შესაძლებელია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში, იუსტიციის სახლის ფილიალებსა და მობილურ იუსტიციის სახლებში“, – ნათქვამია სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

რობერტ ფიცო – უკრაინაში კონფლიქტის შესახებ სუვერენული აზრი თითქმის სიცოცხლის ფასად დამიჯდა, მე მსურს უკრაინისთვის სამართლიანი მშვიდობა და სლავების უაზრო მკვლელობის შეწყვეტა

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას ეხმაურება.ფიცოს თქმით, მას სუვერენული აზრი კონფლიქტის შესახებ თითქმის სიცოცხლის ფასად დაუჯდა და აღნიშნავს, რომ არ ეთანხმება უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მტკიცებას, რომ მისი რიტორიკა უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ შეურაცხმყოფელია.„მე მსურს უკრაინისთვის სამართლიანი მშვიდობა და სლავების უაზრო მკვლელობის შეწყვეტა“, – განაცხადა ფიცომ.ფიცომ აღნიშნა, რომ სლოვაკეთი შედის იმ ქვეყნების რიცხვში, რომლებიც ყველაზე ინტენსიურად ეხმარებიან უკრაინას.„თუმცა კარგი მეზობლური ურთიერთობები ვერ იქნება ცალმხრივი. უკრაინა ელოდება, რომ ყველამ მიაღწიოს შეთანხმებას მასთან ყოველთვის. სლოვაკეთის რესპუბლიკა უზრუნველყოფს უკრაინას კრიტიკულად მნიშვნელოვანი ელექტროენერგიის მიწოდებით. მეორე მხრივ, უკრაინის პრეზიდენტმა შეწყვიტა გაზის მიწოდება სლოვაკეთში უკრაინული ტერიტორიის მეშვეობით, რითიც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა სლოვაკეთს“, – აღნიშნა ფიცომ.სლოვაკეთის პრემიერი ასევე მიიჩნევს, რომ უკრაინაში მიმდინარე ომმა დაამახინჯა სიტყვის თავისუფლება ევროკავშირში.„ყველა აზრი, რომელიც განსხვავდება სავალდებულო აზრისგან, მკაცრად არის დაგმობილი, მაშინაც კი, თუ ის ეფუძნება ობიექტურ ინფორმაციას. უკრაინული დიპლომატიის პატივისცემის მიუხედავად, მსურს, ხაზი გავუსვა, რომ განსხვავებული აზრის უფლება, რომელიც ნორმალური გზით არის გადმოცემული, წარმოადგენს დემოკრატიის საფუძველს და ამ უფლების შეზღუდვა წარმოადგენს დემოკრატიის დასასრულის დაწყებას“, – აღნიშნა ფიცომ.მისივე თქმით, ემხროებოდა განსხვავებული აზრის გამოხატვის უფლებას, მაშინაც კი, თუ ეს ნერვიულობას იწვევდა კოლეგებში ევროკავშირსა და უკრაინაში.უკრაინის საგარეო უწყებამ 10 აგვისტოს გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, რობერტ ფიცოს განცხადებები ეწინააღმდეგება კეთილმეზობლობის სულისკვეთებას. „უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელებული სრულმასშტაბიანი აგრესიის სამ წელზე მეტი ხნის შემდეგ რობერტ ფიცომ ჯერ კიდევ ვერ გააცნობიერა ამ კრიმინალური შემოჭრის ნამდვილი მიზეზები, ასევე აგრესორ სახელმწიფოსთან ფლირტის შედეგად წარმოქმნილი საფრთხე“, – ნათქვამია განცხადებაში.

ბოლო სიახლეები