საზოგადოებრივი მოძრაობის „ხალხის ძალა“ ერთ-ერთი ლიდერი, მიხეილ ყაველაშვილი გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს მიერ წინგადადგმულ ნაბიჯებს აფასებს.
მისი თქმით, ოპოზიციის ქვეყნის მიმართ დამოკიდებულება არის არა დემოკრატიული პროცესის შეფასება, არამედ – აგენტოკრატია.
„დღეს საქართველო დგამს თავისი დამოუკიდებელი, გონიერი პოლიტიკის განვითარების პირველ ნაბიჯებს – სწორედ აქ არის ყველაზე დიდი ზეწოლა. მათი ეს დამოკიდებულება არის არა პროცესის შეფასება, არამედ – აგენტოკრატია. ეს ადამიანები დღევანდელ ხელისუფლებას, რომელიც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობით არის არჩეული და დამოუკიდებელ ნაბიჯებს დგამს, ვერ ეგუებიან. ბატონი თალაკვაძე კითხვებს სვამდა, საქართველოს მიმართ რა პრეტენზია შეიძლება ჰქონდეს ნებისმიერ ინსტიტუტს როგორც ევროკავშირში, ისე – ამერიკის შეერთებულ შტატებში? ჩვენ ვხედავთ, რომ ყველაფერი პირიქით არის და საქართველო სწორად ვითარდება. გამოწვევები, რა თქმა უნდა, არის“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.