ოთხშაბათი, იანვარი 1, 2025

მიხეილ ყაველაშვილი – განსაკუთრებული სიფრთხილე და წინდახედულობა გვმართებს, წარსულში დაშვებული შეცდომების გაანალიზება უნდა იყოს თითოეული ჩვენი მომავალი გადაწყვეტილების საწინდარი

ქართველ ხალხს ყოველთვის კარგად ჰქონდა გათავისებული, რომ მშვიდობა გადარჩენისა და განვითარების მთავარი საწინდარია. კეთილდღეობის მიღწევა, უწყვეტი განვითარება, უსაფრთხო და ნათელი მომავლის უზრუნველყოფა, ბედნიერებისკენ სწრაფვა მხოლოდ იმ პირობებშია შესაძლებელი, თუკი არსებულ გამოწვევებს სიფრთხილით მოვეკიდებით, გავაანალიზებთ ჩვენს წინაშე არსებულ საფრთხეებს და გადაწყვეტილებებს არა ემოციებზე დაყრდნობით, არამედ გააზრების შედეგად მივიღებთ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ინაუგურაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ყაველაშვილი აღნიშნავს, ქართველი ხალხი განსაკუთრებული ემოციურობით გამოირჩევიან, რითაც  არაკეთილმოსურნეები ხშირად სარგებლობენ, ამიტომ მნიშვნელოვანია  წარსულში დაშვებული შეცდომების გაანალიზება და მხოლოდ ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედება.

„ალბათ დამეთანხმებით, რომ ჩვენ, ქართველი ხალხი განსაკუთრებული ემოციურობით გამოვირჩევით, რითაც ჩვენი არაკეთილმოსურნეები ხშირად სარგებლობენ. სწორედ ამიტომ, განსაკუთრებული სიფრთხილე და წინდახედულობა გვმართებს! წარსულში დაშვებული შეცდომების გაანალიზება უნდა იყოს თითოეული ჩვენი მომავალი გადაწყვეტილების საწინდარი. ჩვენ უნდა ვიხელმძღვანელოთ მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

მისივე თქმით, ჩვენი ისტორია და ქართული სუფრა მკაფიოდ გვიჩვენებს ქართველების დამოკიდებულებას მშვიდობის მიმართ.

„ჩვენი ისტორია მკაფიოდ გვიჩვენებს, რომ სამშობლოსა და ტრადიციების დასაცავად გადატანილი უამრავი ბრძოლის კვალდაკვალ, ქართველი კაცისთვის ერთ-ერთი მთავარი მიზანი და ღირებულება იყო მშვიდობა, როდესაც ჩვენს ერს სიმშვიდეში – შრომის, საკუთარი კულტურის გამდიდრების, გენიალური ხელოვნების ნიმუშებისა და ხუროთმოძღვრების ძეგლების შექმნის შესაძლებლობა უნდა ჰქონოდა. მოგეხსენებათ, ქართული სუფრა არამხოლოდ ჩვენი ტრადიციებისა და დამოკიდებულებების გამოვლინებაა, არამედ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, რომელიც ყველაზე უკეთ გვიჩვენებს ჩვენი – ქართველების დამოკიდებულებას მშვიდობის მიმართ. ნებისმიერი ქართული ტრადიციული სუფრა უფლისა და მშვიდობის სადღეგრძელოთი იწყება. ამით ქართველი კაცი ღმერთს ადიდებს, მადლიერებას გამოხატავს და პირველ რიგში მშვიდობას შესთხოვს. ეს აიხსნება სწორედ ჩვენი წარსულით, იმით, რომ ომებისგან დაქანცულ ქართველებს მშვიდობა სანატრელად გვაქვს ქცეული“, – აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

მიხეილ სარჯველაძე – სასწრაფო სამედიცინო სამსახურის წარმომადგენლების მიმართ უმიზეზოდ აგრესიის გამოვლენა სასიამოვნო არ არის, ისინი ყოველდღიურად გმირობის ჩამდენი ადამიანები არიან

ექიმების, განსაკუთრებით, გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სამედიცინო პერსონალის ღვაწლი, უაღრესად დიდია ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოებისათვის. საზოგადოების მხრიდან აუცილებელია ექიმების, განსაკუთრებით, სასწრაფო სამედიცინო სამსახურის წარმომადგენლების პატივისცემა. მათ მიმართ უმიზეზოდ, აგრესიის გამოვლენა სასიამოვნო არ არის, – ამ განცხადებით გამოეხმაურა ჯანდაცვის მინისტრი 30 დეკემბერს, ბოლნისში განვითარებულ მოვლენებს. მიხეილ სარჯველაძემ გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს მიუსამძიმრა და აღნიშნა, რომ ეს მძიმე ტრაგედიაა. „სასწრაფო სამედიცინო სამსახურის წარმომადგენლების მიმართ უმიზეზოდ აგრესიის გამოვლენა სასიამოვნო არ არის. ისინი ყოველდღიურად გმირობის ჩამდენი ადამიანები არიან. მე მესმის ემოციების, ეს ძალიან მძიმე, ტრაგიკული შემთხვევაა, მაგრამ ალბათ, არ იქნება მართებული, რომ ასეთი დამოკიდებულებები იქნეს საზოგადოდ, ან წახალისებული, ან მოწონებული. ტრაგედიიდან რამდენიმე საათში, ერთ-ერთი გარდაცვლილის ოჯახის წევრს როდესაც სასწრაფო სამედიცინო დახმარება დასჭირდა, ჩვენი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების პერსონალი ადგილზე მივიდა და ყველას, ვისაც ესაჭიროებოდა, დაუყოვნებლივ გაუწია დახმარება“, – განაცხადა მინისტრმა.

მიხეილ ყაველაშვილი ოჯახთან ერთად ილია მეორეს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ოჯახთან ერთად სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს, ილია მეორეს შეხვდა. კათოლიკოს-პატრიარქმა მიხეილ ყაველაშვილი დალოცა და საჩუქრად ხატი გადასცა. ამასთან, პატრიარქმა ყაველაშვილს პრეზიდენტის თანამდებობაზე წარმატებული საქმიანობა უსურვა.

ელენე ეპიტაშვილი თბილ კადრებს გვიზიარებს

ეროვნული ნაკრების მეკარეს გიორგი მამარდაშვილს და მის მეუღლეს, ელენე ეპიტაშვილს ქალიშვილი შეეძინათ, რომელსაც ენი დაარქვეს. ელენემ, სოციალურ ქსელში პატარა ენის მორიგი უსაყვარლესი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, როგორ ნებივრობს გოგონა, ცუგასთან ერთად.

შსს განცხადებას ავრცელებს

შსს განცხადებას ავრცელებს. ,,შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მარნეული-ბოლნისის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი 2003 წელს დაბადებული თ.ჩ. დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული პირი, საავტომობილო გზაზე, თავისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილით ოთხ მგზავრთან ერთად გადაადგილდებოდა , რა დროსაც მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა, რომლის შედეგად, ქვეითად მოძრავი ორი მოზარდი, აქედან ერთ-ერთი ადგილზე, ხოლო მეორე სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იაგო ხვიჩია: სალომე ზურაბიშვილის ყველა ნაბიჯი ოპოზიციას სულ ასუსტებდა, დაწყებული ქარტიიდან, მათ წინ და უკან რომ დაატარებდა

სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის პოზიციიდან ვერ შეძლო მისთვის პრინციპული საკითხების დალაგება, ზოგადად რაც ამ ქვეყანას სჭირდებოდა, პირიქით, ჩემი აზრით, მისი ყველა ნაბიჯი ოპოზიციას სულ ასუსტებდა, - ამის შესახებ „გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ პირველი არხის ეთერში განაცხადა. „შექმნილ პოლიტიკურ მოცემულობაში სალომე ზურაბიშვილს არსად არ ვხედავ, მე მგონი ვხედავ პენსიაზე, თუმცა წარმატებებს ვუსურვებ, რამე რომ გამოუვიდეს, თუმცა პრეზიდენტის პოზიციიდან ვერ შეძლო მისთვის პრინციპული საკითხების დალაგება, ზოგადად რაც ამ ქვეყანას სჭირდებოდა, პირიქით, ჩემი აზრით, მისი ყველა ნაბიჯი, საბოლოო ჯამში, როგორც დასრულდა ეს ყველაფერი გუშინ, ოპოზიციას სულ ასუსტებდა თავისი ქარტიიდან დაწყებული, ოპოზიციას წინ და უკან რომ დაატარებდა, რითაც აკაჩავებდა თითქოს ერთი გაგებით, მეორეს მხრივ საერთოდ გაუგებარი იყო ოპოზიციის ნაწილს, მაგალითად ნაცებს თუ იმედი ჰქონდათ, რომ სააკაშვილს შეიწყალებდა, ფაქტობრივად გამოვიდა, რომ ამაშიც გადააგდო",- განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ბოლო სიახლეები