კვირა, იანვარი 18, 2026

მიხეილ სარჯველაძე ოპოზიციაზე: მათი არჩეული სტრატეგიაა, რეკომენდაციების შესრულებას, ევროინტეგრაციას ხელი შეეშალოს იმისთვის, რომ ეს დაჰბრალდეს ხელისუფლებას და გამოიყენონ პოლიტიკურ ბატალიებში

საბედნიეროდ პაატა მანჯგალაძის ქცევის ავკარგიანობაზე არ არის დამოკიდებული საქართველოს პროგრესი. ეს ძალიან კარგი ამბავია იმიტომ, რომ რეალურად ეს უპასუხისმგებლო დამოკიდებულებები, რომელსაც ხშირ შემთხვევაში ოპოზიცია ავლენს, ამ შემთხვევაში ვგულისხმობ იმას, რომ მათი არჩეული სტრატეგიაა ის, რომ რეკომენდაციების შესრულებას, ევროინტეგრაციას ხელი შეეშალოს იმისთვის, რომ ეს დაბრალდეს ხელისუფლებას და ეს გამოიყენონ პოლიტიკურ ბატალიებში. ეს არის მათი ამოცანა და დღის წესრიგი, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ 12 რეკომენდაციის შესასრულებლად სამუშაო ჯგუფებში ოპოზიციის მონაწილეობაზე და მათ პასუხისმგებლობაზე საუბრისას განაცხადა.

„თუკი დღეს არჩეული გვყავს 3 არამოსამართლე წევრი ევროკომისიისა, ეს სწორედ იმის გამოა, რომ ხუთივეზე შეთანხმება ვერ შევძელით. მხოლოდ იმან განაპირობა ეს გარემოება, რომ ოპოზიციას ასეთი არასწორი, მანკიერი სტრატეგია აქვს არჩეული. სამწუხაროა, მაგრამ ეს არის რეალობა, რომელიც გვაქვს.“- აღნიშნა სარჯველაძემ.

როგორც მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, დეპოლარიზაციის მიმართულებით ყველაზე სწორი გამოსავალი, რაც მმართველმა გუნდმა ოპოზიციას შესთავაზა, თითოეულ პუნქტთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფების შექმნა იყო.

მისივე თქმით, როდესაც ამ შეთავაზებაზე უარს იღებ, ეს იმას ნიშნავს, რომ დეპოლარიზაციის მიმართულებით ოპოზიციას ხელის შეშლის სურვილი აქვს.

„დეპოლარიზაციის მიმართულებით, ყველაზე სწორი გამოსავალი იყო ის, რაც ჩვენ შევთავაზეთ პირველივე დღეებში, როდესაც მივიღეთ ევროპული რეკომენდაციები. გამოვედით ინიციატივით, ირაკლი კობახიძის ბრიფინგი იყო, რომელმაც თქვა, რომ თითოეულ პუნქტთან დაკავშირებით ვქმნით სამუშაო ჯგუფებს. სამუშაო ჯგუფის მთელი ფუნქცია ის კი არ იყო, რომ მე განსხვავებულად ვიმუშავებდი, არა, მთავარი ფუნქცია იმაში მდგომარეობდა, რომ ერთობლივად მუშაობა წარმართულიყო. ამ შეთავაზებაზე, რომელიც იყო ჩვენი კეთილგანწყობის დემონსტრირება, მათ შორის, ოპოზიციასთან ერთად მუშაობის თვალსაზრისით, როდესაც იღებ ცივ უარს, ეს იმას ნიშნავს, რომ დეპოლარიზაციის მიმართულებით ოპოზიციას სურვილი აქვს, რომ ხელი შეგიშალოს. აბსოლუტურად გაშიშვლდა პრობლემა რაში მდგომარეობდა და დაინახა ყველამ, რომ რეალურად ისინი დესტრუქციულად იყვნენ განწყობილები. ამისგან თავდაცვის მიზნით გააკეთეს მუშაობის სიმულაცია, როდესაც მოითხოვეს რიგგარეშე სხდომის ჩატარება. სხდომისა, რომელზედაც განსახილველი საკითხი არ არსებობდა. საზოგადოებაც ძალიან კარგად ხვდება, რომ ეს არის დასტური იმისა, რომ ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში ოპონენტები გამოიყენებენ ესეთ არგუმენტს, როგორიც არის ხელის შეშლა ქვეყნისთვის, რომ შემდგომ წარმატებას მიაღწიოს ევროინტეგრაციის მიმართულებით.“- განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

რა ხდება ამ დროისთვის რიკოთზე – გაფრთხილება მძღოლებს

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ40-კმ162 (ახალგორის სატრანსპორტო კვანძი-ბორითის სატრანსპორტო კვანძი) მონაკვეთზე, დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

მსოფლიოს ყველაზე ხანდაზმული ადამიანი 142 წლის ასაკში გარდაიცვალა

142 წლის ასაკში გარდაიცვალა ნასერ ბინ რადან ალ-რაშიდ ალ-ვადაი,  საუდის არაბეთში მცხოვრები ყველაზე ხანდაზმული მამაკაცი. იგი 1884 წელს დაიბადა დჰაჰრან ალ-ჯანუბის რაიონში, რომელიც დღეს ქვეყნის სამხრეთ ნაწილს ეკუთვნის. ალ-ვადაი იყო იმ ისტორიული პროცესების თვითმხილველი, როდესაც ემირატები ერთიან სამეფოდ გაერთიანდა. ამის შესახებ პორტალი Qatar Tribune იუწყება.გარდაცვალების მიზეზი ხანგრძლივი ავადმყოფობა გახდა. ნათესავების თქმით, მას 142 წელი შეუსრულდა და 134 შთამომავალი დარჩა.მამაკაცი სამჯერ იყო დაქორწინებული. მისი მესამე მეუღლე მასთან 30 წელი ცხოვრობდა და თავადაც 100 წლის გახდა. ნათესავები მის ძლიერ ჯანმრთელობას მკაცრ დისციპლინასა და ტრადიციულ დიეტას უკავშირებდნენ. გამოსამშვიდობებელი ცერემონიის შემდეგ იგი ისტორიულ სამშობლოში  ალ-რაშიდში  დაკრძალეს.    Get smarter responses, upload files and images, and more.Log inSign up f

შვილი ავტოავარიაში დაიღუპა, მამას კი ეს ამბავი რომ უთხრეს, გულის შეტევა დაემართა და გარდაიცვალა – ტრაგედია გურიაში

ტრაგედია დატრიალდა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, დაღუპულია მამა-შვილი. „გურია ნიუსის“ ინფორმაციით, შვილი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაიღუპა.„ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ქუთაისთან, რა დროსაც შვილი დაიღუპა. მანქანა დაბალი სიჩქარით ზიგზაგისებურად მოძრაობდა, შემდეგ გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. ის ადგილზე დაიღუპა, მამას კი, როცა შვილის გარდაცვალების ამბავი შეატყობინეს, გულის შეტევა დაემართა და გარდაიცვალა“ - წერს რეგიონული მედია.

„ის არის არაჩვეულებრივი შვილი, ღმერთმა მარგუნა ეს ბედნიერება“ – თიკა ფაცაციას დედის მიმართვა სცენაზე მყოფ შვილს

მუსიკალური ტელეპროექტი „ასე მღერიან საქართველოში“ თიკა ფაცაციას დედის, მანანა ფაცაციას ვიდეოს გვიზიარებს.მანანა ფაცაცია სიამაყით საუბრობს შვილზე, თიკა ფაცაციაზე, დედის საუბარს კი ტელეწამყვანი სცენიდან ისმენს.„მრცხვენია, რომ ვთქვა, ბევრს შურს ჩემი რომ მყავს ასეთი შვილი და ნამდვილად ასეთია, ფაქტია და ვერ გავექცევი, ის არის არაჩვეულებრივი შვილი. ღმერთმა მარგუნა ეს ბედნიერება, მყავს არაჩვეულებრივი შვილები და 6 შვილიშვილი,“ – ამბობს თიკას დედა.

„მთელი ბოლნისი გლოვობს“ – ავარიაში დაღუპული გოგონა კარატისტი ნინი მამარდაშვილია

ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და ბოლ­ნის­ში. ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვას, რო­მე­ლიც გუ­შინ მოხ­და, ახალ­გაზ­რდა გო­გო­ნა ემსხვერ­პლა. 17 წლის ნინი მა­მარ­დაშ­ვი­ლი მო­ტო­ციკ­ლით გა­და­ად­გილ­დე­ბო­და, რა დრო­საც ავა­რი­ა­ში მოყ­ვა და და­ი­ღუ­პა. ნინი წარ­მა­ტე­ბუ­ლი კა­რა­ტის­ტი იყო."მთე­ლი ბოლ­ნი­სი გლო­ვობს, უკარ­გე­სი ნინი დავ­კარ­გეთ. დე­და­მისს რო­გორ უნდა შევ­ხე­დოთ თვა­ლებ­ში არ ვიცი" - წე­რენ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

ბოლო სიახლეები

მიწისძვრა მოხდა