„ნაციონალური მოძრაობა“ სწორ გზას ადგას ამ წუთას. გვიან, მაგრამ მაინც მიხვდნენ, რომ როგორც ჩანს, ფუჭი აღმოჩნდა მათი 6-თვიანი მცდელობა, რამენაირად წყალი აემღვრიათ და ამასობაში თევზი მოენადირებინათ. ასევე გვიან, მაგრამ მაინც მიხვდნენ, რომ უნიჭოდ დაგეგმილი ფოკუსის არსს ყველა მიუხვდა და ჯიუტად ამის გამეორების მცდელობა უკვე განწირულია- ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
„ასევე გვიან, მაგრამ მაინც მიხვდნენ იმასაც, რომ მატარებელი მათ გარეშე დაიძრა და სხვებმა და სამართლიანადაც დაიკავეს მათ მიერ ოკუპირებული ადგილი. დაგვიანებით, მაგრამ მაინც მიხვდნენ ამას და დაგვიანებული ნაბიჯი შემოდგეს. თუმცა თვალი მაინც იმ ფოკუსზე უჭირავთ, რომ შარლ მიშელის დოკუმენტის ხელისმოწერისგან კვლავ თავს იკავებენ. არა უშავს, ალბათ მალე ასევე დაგვიანებით, მაგრამ მაინც მიხვდებიან იმასაც, რომ შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელის მოწერა მოუწევთ, თორემ თავად ეს დოკუმენტი გააფორმებს მათ ფიასკოს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.