პარასკევი, ნოემბერი 7, 2025

მიხეილ სარჯველაძე – ინფორმაცია, თითქოს ინსულინის მოწოდება შეწყვიტა სახელმწიფომ, არის ტყუილის შეგნებულად გავრცელება

ინფორმაცია, თითქოს ინსულინის მოწოდება შეწყვიტა სახელმწიფომ, არის ტყუილის შეგნებულად გავრცელება, დეზინფორმაცია, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ტიპი ერთი დიაბეტის დიაგნოზის მქონე პაციენტების ინსულინით უზრუნველყოფის ფარგლებში ცვლილების თაობაზე განაცხადა.

მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, მიზანმიმართული დეზინფორმაცია არ უნდა გახდეს მშობლების აღელვებისა და პოლიტიკური მანიპულაციების საფუძველი.

„რაც შეეხება ცალკეული ადამიანების მცდელობებს, რომ აშკარად გამიზნულად, დამახინჯებული ინფორმაციის გავრცელებით შექმნან ხელოვნური აჟიოტაჟი ამ საკითხის ირგვლივ და შემდეგ ვინმემ ეს აჟიოტაჟი პოლიტიკურ სპეკულაციებს საბაბად გამოიყენოს, კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვაცხადებ, რომ დღეს საქართველოში არცერთი ბავშვი არ არის დარჩენილი ინსულინის გარეშე, როგორც ამის წარმოჩენას ცდილობენ ზოგიერთები. რისკიც კი გამოირიცხება. მიუხედავად იმისა, რომ ამის შესახებ ცალსახად ინფორმირებულები არიან მშობლები, „სანოფის“ მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობას არავითარი რისკი არ ემუქრება.  მედიკამენტის ჩანაცვლებასთან დაკავშირებით ყველა ექიმი მზად არის, ჩაერთოს მართვაში და ამაში სამინისტროა ჩართული. იციან, რომ საუბარია ძალიან მაღალი ხარისხის მედიკამენტზე.

ამის მიუხედავად, ზოგიერთი მათგანი ამბობს, რომ თურმე ინსულინის მოწოდება შეწყვიტა სახელმწიფომ. ეს არის ტყუილის შეგნებულად გავრცელება, დეზინფორმაცია. მინდა, მედიასაშუალებებს მოვუწოდო, თავი შეიკავონ ასეთი ინფორმაციის გავრცელებისგან, რადგან ინფორმაცია სენსიტიურია, ვინაიდან ეხება ბავშვების ჯანმრთელობას. ახლაც აღვნიშნავ, რომ უმაღლესი ხარისხის მედიკამენტი დღეს საქართველოში ხელმისაწვდომია და არც მოსალოდნელია რაიმე შეფერხება. ამასთან, თუ ვინმეს დასჭირდება ექიმის კონსულტაცია მედიკამენტის ცვლილებასთან დაკავშირებით, ამისთვისაც სახელმწიფო წინასწარ მომზადებულია და არავის მსგავსი პრობლემა არ შეექმნება“, – ამის შესახებ მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ორივე კომპანია აწარმოებს ისეთ პრეპარატებს, რომლებიც ფართოდ გამოიყენება მსოფლიოში, ხოლო საქართველოში „სანოფის“ ინსულინი ისედაც ხელმისაწვდომი იყო და პაციენტთა გარკვეული რაოდენობა მას უკვე იყენებდა.

„როგორც SanofiAventis-ის, ისე NovoNordisk-ის მიერ წარმოებული ინსულინები უმაღლესი ხარისხის მედიკამენტებია. ორივე ბრენდი არის ევროპული სტანდარტების შესაბამისი.

ეს მედიკამენტი ისედაც ხელმისაწვდომი იყო ბაზარზე და უკვე ჰყავს დიდი წრე მომხმარებლებისა, რომელთათვისაც ის მეტად მისაღებია. შესაბამისად, არასწორია, თუ ვიტყვით, რომ ერთი მეორეს  ჩამნაცვლებელია – ეს ასე არ არის. ორივე წარმოადგენს მაღალი ხარისხის პრეპარატს“, – აღნიშნა სარჯველაძემ.

მინისტრმა განმარტა, რომ იმ პაციენტებისთვის, რომლებიც აქამდე NovoNordisk-ის პრეპარატს იყენებდნენ, უზრუნველყოფა მოხდება ეკვივალენტური საშუალებით, რომელიც სრულად აკმაყოფილებს საერთაშორისო ხარისხის მოთხოვნებს.

„საუბარია პრაქტიკულად ეკვივალენტურ პრეპარატზე, რომლის გამოყენებაც პაციენტებისთვის უსაფრთხოა და უზრუნველყოფილია უწყვეტად. ჩვენი ამოცანაა, რომ დიაბეტის მქონე ადამიანებს ჰქონდეთ სტაბილური წვდომა მედიკამენტებზე, რაც სახელმწიფოს მიერ გარანტირებულია“, – განაცხადა მინისტრმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

„6 მედიკამენტი, რომელიც მშიერმა არ უნდა მიიღო“ – გიორგი ღოღობერიძე

„6 მედიკამენტი, რომელიც მშიერმა არ უნდა მიიღო“  - ექიმი, გიორგი ღოღობერიძე  გვირჩევს. „ამ მედიკამენტებს ნუ მიიღებთ მშიერ კუჭზე“1 - კარდიომაგნილი2 - ნებისმიერი ტკივილგამაყუჩებელი - სიცხის დამწევი3 - სტერეოიდები - მაგ, დექსამეტაზონი4 - შაქრის დამწევი საშუალებები5 - C ვიტამინი6 - დოქსიციკლინი

ლაშა ბასლანძის შვილის ნათლია ემოციურ განცხადებას აკეთებს

ლაშა ბასლანძის შვილის ნათლია თემო პირველაშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს :“ჩემი სიყვარულია ეს ბიჭი ,,სანტი-ბასლა,,ზუსტად ისეთი კაცი დადგება რაც მისი მამიკო იყო სხვაგვარად წარმოუდგენელია მთელ,თავის რესურს დებდა სანტის აღზრდაში და ზუსტად ვიცი 100% გამაამართლებს ვინც იცნობს სანტიკოს დამეთანხმება. მიყვარხარ ნათლი და სანამ პირში სული მიდგას ჩემი შვილების გვერდით იქნები მუდამ❤️❤️❤️❤️✊🏼” – წერია პოსტში.

პეტრას აუსტრევიჩუსი – “ქართული ოცნების” ხელმძღვანელობამ დარჩენილი საღი აზრიც დაკარგა

მმართველმა არადემოკრატიული „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობამ არა მხოლოდ ქვეყნის მეგობრები, არამედ დარჩენილი საღი აზრიც დაკარგა , - ამის შესახებ ევროპარლამენტარი, პეტრას აუსტრევიჩუსი სოციალურ ქსელში წერს.„მმართველმა არადემოკრატიული „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობამ არა მხოლოდ ქვეყნის მეგობრები და მხარდაჭერა, არამედ დარჩენილი საღი აზრიც საბოლოოდ დაკარგა“, - წერს პეტრას აუსტრევიჩუსი X-ზე.ევროპარლამენტარმა Liga.net-ის სტატია გააზიარა, სათაურით: „საქართველო უკრაინას ევროკავშირში მისი გაწევრიანებისთვის სავარაუდო ხელის შეშლაში ადანაშაულებს“, სადაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებიდან ციტატაა მოყვანილი, რომელიც მან ჟურნალისტებთან გააკეთა.

მიხეილ სარჯველაძე – მუნთან დაკავშირებით არანაირი განგაშის მიზეზი არ არსებობს, სტატისტიკურადაც, წინა წლებთან შედარებით, რაიმე განსხვავება არ არის

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, მუნთან დაკავშირებით არანაირი განგაშის და აჟიოტაჟის შექმნის მიზეზი არ არსებობს.სარჯველაძის თქმით,  დაავადების გავრცელებასთან, მის შესაძლო რისკებთან დაკავშირებით გარკვეული ინფორმაციის გავრცელებისას  სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო.„პაატა იმნაძემ ისაუბრა ამასთან დაკავშირებით და საკმაოდ ნათლად ახსნა, რომ აჟიოტაჟის შექმნის რაიმე რეალური მიზეზი არ არსებობს. მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ დაავადების გავრცელებასთან, მის შესაძლო რისკებთან დაკავშირებით გარკვეული ინფორმაციის გავრცელება როდესაც ხდება, ზედმიწევნით ფრთხილები უნდა ვიყოთ, რადგან ეს პანიკის დათესვას იწვევს. სტატისტიკურადაც კი, აბსოლუტურად არ არის რაიმე განსხვავებული წინა წლებთან შედარებით. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, ცოტა გადაჭარბებული იყო ამ თვალსაზრისით ყურადღება. მინდა, საზოგადოება დავამშვიდო. ყველა სპეციალისტისგან გვაქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რაიმე განსაკუთრებული და საგანგაშო საქართველოში არ ხდება. რა თქმა უნდა, თითოეული გადადებული ინფექცია სამწუხაროა, მაგრამ რაიმე არასტანდარტული და არანორმალური არ ხდება. კვლავ ძალაშია ჩვენი მოწოდება – ჰიგიენური ნორმების დაცვა, ხელების ხშირი დაბანა, მაგრამ თვითონ დაავადების გავრცელებაც არ ხდება უბრალო ხელის ჩამორთმევით ან გადაკოცნით. კანზე უნდა იყოს ხანგრძლივი დროით შეხება, ასე ხსნიან სპეციალისტები. გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს მედიკამენტი არ არის ქსელში. ესეც მცდარი ინფორმაციაა. მედიკამენტი თავისუფლად ხელმისაწვდომია რამდენიმე სააფთიაქო ქსელში. ამ ყველაფრის ფონზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ, ცალკეული სამწუხარო შემთხვევების მიუხედავად, მუნთან მიმართებით განგაშის არანაირი მიზეზი არ არსებობს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტთან ერთად, „სტუდფესტი 2025“-ის გრან-პრი მოიპოვა

საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტთან ერთად, „სტუდფესტი 2025“-ის გამარჯვებულის ტიტული და გრან-პრი მოიპოვა. გამარჯვებული უმაღლესი სასწავლებლები და მონაწილე სტუდენტები სტუდფესტის დასკვნით ღონისძიებაზე დააჯილდოვეს.ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.სტუ-ის ცნობით, „სტუდფესტის“ ჟიურიმ ორ ეტაპად და ოთხი მიმართულებით (განათლება, სპორტი, კულტურა და მოხალისეობა) ჩატარებულ საფესტივალო ღონისძიებებში მოპოვებული ქულების დაჯამების შედეგად, „სტუდფესტი 2025“-ის გრან-პრი ერთდროულად ორ უმაღლეს სასწავლებელს - საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს მიაკუთვნა. დასკვნით ღონისძიებაზე „სტუდფესტი 2025“-ის მონაწილეებს გამარჯვება მიულოცა და ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციისა და მათი წახალისების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ. როგორც მინისტრმა აღნიშნა, „სტუდფესტი“ ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ახალგაზრდული ინიციატივაა, რომელსაც სამინისტროს ახალგაზრდობის სააგენტო, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასთან და საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაციასთან ერთად ახორციელებს. ფესტივალის დასკვნით ღონისძიებას და გამარჯვებულთა დაჯილდოებას ესწრებოდნენ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წარმომადგენლები, სტუდენტური ფესტივალის მონაწილე უმაღლესი სასწავლებლების რექტორები, ადმინისტრაციების წარმომადგენლები და სტუდენტები, მათ შორის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტი პროფესორი ზურაბ გუდავაძე, პროფესორ-მასწავლებლები, სტუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი დავით ლეშკაშელი, სტუდენტური სერვისების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლევან ფიფია, გამარჯვებული საუნივერსიტეტო გუნდები, შემოქმედებითი ჯგუფები და სტუდენტები, ასევე, ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ბააკაშვილი, თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა და მიწვეული სტუმრები. წლევანდელი „სტუდფესტის“ ფარგლებში გამართულ სპორტულ ტურნირებში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტურმა გუნდებმა და ინდივიდუალურმა სპორცმენებმა სპორტის სხვადასხვა სახეობაში ღირსეულად იასპარეზეს და მოიპოვეს: 7 ოქრო - ვაჟთა ფრენბურთი; ვაჟთა და გოგონათა პადელი; ვაჟთა ჩოგბურთი; შვიდკაცა რაგბი; ჭიდაობა 100 კგ წონით კატეგორიაში; ვაჟთა სპრინტი; 9 ვერცხლი - მკლავჭიდი; გოგონათა ფრენბურთი; გოგონათა და ვაჟთა სასტენდო სროლა; ძიუდო 81 კგ წონით კატეგორიაში; ვაჟთა და გოგონათა ჭადრაკი; ვაჟთა და გოგონათა ხელბურთი; 6 ბრინჯაო - ბოულინგი; ძიუდო 66 კგ და 73 კგ წონით კატეგორიებში; გოგონათა ფრენბურთი; ჯომარდობა; მინი ფეხბურთი. ფესტივალის მეორე ეტაპის ფარგლებში, კულტურის მიმართულებით ჩატარებულ კონკურსებში ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი აჩვენეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტური თვითშემოქმედების ჯგუფებმა, რომლებმაც 4 ოქრო და ერთი ბრინჯაო მოიპოვეს. ხალხური სიმღერების კონკურსის უპირობო გამარჯვებული გახდა სტუ-ის ვაჟთა ფოლკლორული ჯგუფი „ფესვები“; საესტრადო სიმღერების კონკურსში (დუეტები) - შემოქმედებით ჯგუფ „Music Art House”-ის გოგონათა დუეტი; საესტრადო სიმღერების კონკურსში (სოლო შემსრულებლები) - „Music Art House”-ის სოლისტი გვანცა გიგაშვილი, ბენდების კონკურსში კი - „Music Art House”-ის ბენდი „მარე“. ბრინჯაოს მედალი კი სტუ-ის ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „მერანმა“ მოიპოვა. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, გამარჯვებულ სპორტულ გუნდებსა და მათ მწვრთნელებს, საუნივერსიტეტო შემოქმედებით ჯგუფებსა და მათ სამხატვრო ხელმძღვანელებს, უნივერსიტეტის ყველა სტუდენტს „სტუდფესტი 2025“-ის წარმატებით დასრულებას ულოცავს. „სტუდფესტის გრან-პრის მფლობელ ორივე უნივერსიტეტსა და მათ სტუდენტებს გულითადად ვულოცავ ამ უმაღლესი ჯილდოს მოპოვებას. მათთან ერთად მინდა ყველა უმაღლეს სასწავლებელს და ახალგაზრდას მივულოცო წლევანდელი სტუდენტური ფესტივალის წარმატებით დახურვა. მიგვაჩნია, რომ ასეთი მასშტაბური სტუდენტური ღონისძიებების ჩატარება ხელს უწყობს საუნივერსიტეტო თვითშემოქმედებისა და სპორტის პოპულარიზაციას, საუნივერსიტეტო ტრადიციების აღორძინებას და ახალგაზრდების ნიჭისა და უნარების წარმოჩენას. მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩვენს სტუდენტებს, რომლებმაც დაძაბულ ტურნირებსა და სახელოვნებო კონკურსებში ღირსეულად გამოსვლისთვის თავი არ დაზოგეს და თავიანთ ალმა-მატერს კიდევ ერთი შესანიშნავი გამარჯვება მოუტანეს. ვამაყობთ იმით, რომ ჩვენი სტუდენტები საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საქვეყნოდ განთქმულ სასპორტო და სახელოვნებო ტრადიციებს დიდი სიყვარულითა და ერთგულებით აგრძელებენ“,-აცხადებს რექტორი დავით გურგენიძე. ცნობისათვის, მასშტაბურ ახალგაზრდულ ფესტივალში - „სტუდფესტი 2025“ მონაწილეობა საქართველოში მოქმედი სახელმწიფო და კერძო უმაღლესი სასწავლებლების 15 000-ზე მეტმა სტუდენტმა მიიღო, გამოვლინდა 400-ზე მეტი გამარჯვებული, რომლებიც პრიზებითა და შესაბამისი სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ.

ბოლო სიახლეები