მინდა, ვახტანგ გომელაურს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადავუხადო, ვფიქრობ, ის ერთმნიშვნელოვნად დადებით შეფასებას იმსახურებს, რადგან ამ სტრუქტურამ ძალიან მძიმე და რთულ ვითარებაში შეძლო, უმძიმესი გამოწვევებისთვის თავი გაერთვა, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
სარჯველაძის თქმით, ეს განსაკუთრებულად დასაფასებელია.
„ეს პირადად გომელაურის მაღალი კვალიფიკაციის და მისი პიროვნული ღირსებების დამსახურებაა. მას მივიჩნევ, როგორც მეგობარს და განსაკუთრებულად პატივისცემით ვეპყრობი. მისი გადაწყვეტილება ნამდვილად გულდასაწყვეტია, თუმცა მის ამ მოტივაციაზე, რის გამოც მიიღო ეს გადაწყვეტილება, რაიმე ინფორმაციის მოწოდება გამიჭირდება“, – განაცხადა სარჯველაძემ.
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ვახტანგ გომელაურმა თანამდებობა დატოვა.