არიან ადამიანები, რომლებიც სრულიად უპასუხისმგებლოდ და მავნებლურად უპასუხისმგებლოდ აკეთებენ ასეთი ტიპის განცხადებებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ თქვა, რითაც გამოეხმაურა ე.წ. მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს.
„რასაკვირველია, ეს არ არის მისაღები, რადგან ეს არის არამცთუ გაგრძელება, არამედ მთლიანი მდგენელი კამპანიისა, რომ საქართველოში შეიქმნას განწყობა, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს საომარი მოქმედებების გაჩაღება. ეს არის დაუშვებელი“, – განაცხადა სარჯველაძემ.