ხუთშაბათი, ოქტომბერი 9, 2025

მიხეილ სააკაშვილი – ქუჩამ მოახდინა ვარდების რევოლუცია, ორჯერ მაიდანი, არაბული გაზაფხული, მოაქვს რევოლუცია მაროკოში, არჩევანს როდესაც გართმევენ, ეს არის აუცილებელი გზა

ქუჩამ მოახდინა ვარდების რევოლუცია, ორჯერ მაიდანი, ქუჩამ მოიტანა არაბული გაზაფხული და მოაქვს რევოლუცია მაროკოში. როდესაც გართმევენ არჩევანს, ეს არის არა მარტო გამოსავალი, არამედ აუცილებელი გზა, –  ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„მინდა, საზოგადოების იმ მცირე ნაწილს ვუპასუხო, რომელიც ფიქრობს, რომ არჩევნებში მონაწილეობა უნდა მიგვეღო, სხვანაირად კი მოკვდება პოლიტიკა.

ვერ მიიღებ იმაში მონაწილეობას, რაც არ არსებობს, კვდება თუ არა ამით პოლიტიკა? სრულიად პირიქით.

მოგიყვებით ისტორიას, 2000-იანების დასაწყისში ოპოზიციამ გამართა კონფერენცია გუდაურში და ჩვენ მოწვეული გვყავდა იერუსალიმის უნივერსიტეტის სახელგანთქმული პროფესორი შლომო ავინერი.

მაშინ ზურა ჟვანია და ნინო ბურჯანაძე ყოყმანობდნენ ქუჩის პროტესტის მიზანშეწონილობაშიშლომომ გააწყვეტინა და უთხრა: რატომ გეშინიათ ქუჩის აქციების? ეს ხომ პოლიტიკის ლეგიტიმური და ყველაზე ეფექტური გზაა.

ქუჩამ მოახდინა ვარდების რევოლუცია, ორჯერ მაიდანი, ქუჩამ მოიტანა არაბული გაზაფხული და მოაქვს რევოლუცია მაროკოში. როდესაც გართმევენ არჩევანს, ეს არის არა მარტო გამოსავალი, არამედ აუცილებელი გზა.

ოცნებამ “არჩევნებში” ამომრჩევლის მხოლოდ 20 % დაწერა შეძლო, ამას დაემატა სხვა მონაწილე პარტიების მცირე პროცენტი, მაგრამ 70%-მა უნდა მიმართოს თავისი ენერგია სხვა ასპარეზზე, ქუჩის პროტესტით, გაფიცვით, ეროვნული დაუმორჩილებლობით, სოციალურ ქსელებში აქტიურობით.

ჩვენ რუსულ ოკუპაციურ დიქტატორულ რეჟიმის წესებით არ უნდა ვიმოქმედოთ, შულერს არ უნდა მივუსხდეთ მაგიდასთან სათამაშოდ, ჩვენი გზა უნდა ვიპოვოთ. ეს ორ-სამ დღეში შეიძლება არ მოხდეს, მაგრამ ვინც სწორ გზაზე დადგება, წარმატება და გამარჯვება მისია!“, – წერს მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქზე“.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

თურქი არქეოლოგები აცხადებენ, რომ ქართველი მეფის, აშოტ კურაპალატის სამარხი აღმოაჩინეს

თურქმა არქეოლოგებმა არტანუჯის (გევჰერნიკის) ციხეში ქართველი მეფის, აშოტ I დიდის (კურაპალატი) სამარხი აღმოაჩინეს. კერძოდ, სამარხი წმინდა პეტრესა და პავლეს ტაძარში, აფსიდის ქვეშ არის განთავსებული და ვარაუდობენ, რომ ის აშოტ პირველს ეკუთვნის. მიუხედავად იმისა, რომ აკლდამაში ნეშტი არ უპოვიათ, მისი მდებარეობა ზუსტად შეესაბამება შუა საუკუნეების წყაროებში სამარხის შესახებ არსებულ ჩანაწერებს. ეს აღმოჩენა ისტორიული წყაროების პირველი არქეოლოგიური მტკიცებულებაა.როგორც სტატიაშია აღნიშნული, გათხრები თურქეთის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროსა და ვანის იუზუნჯუ ილის უნივერსიტეტის ეგიდით განხორციელდა. გათხრები ძირითადად ფოკუსირებულია ციხის შიდა ტერიტორიასა და წმინდა პეტრესა და პავლეს სახელობის ეკლესიის ნანგრევებზე. გათხრების ხელმძღვანელის, დოქტორ ოსმან აითექინის თქმით, არქეოლოგთა ჯგუფმა აღმოაჩინა 2 მეტრის სიგრძისა და 1,8 მეტრის სიგანის ქვის თაღით გადახურული სამარხი, რომელიც უშუალოდ ეკლესიის აფსიდის ქვეშაა განთავსებული.როგორც აითექინმა აღნიშნა, „შუა საუკუნეების ქართულ წყაროებში მოხსენიებულია, რომ მეფე აშოტი დაკრძალულია სწორედ ამ ეკლესიაში“.„სამარხის არქიტექტურული მდებარეობა და სტრუქტურა სრულად ემთხვევა ჩანაწერებს. მეცნიერულად, ჩვენ ახლა შეგვიძლია დავადასტუროთ აშოტ დიდის სამარხის ადგილმდებარეობა თურქული არქეოლოგიის სახელითაც“, – აღნიშნა აითექინმა.სამარხის გარდა, არქეოლოგებმა ასევე აღმოაჩინეს საერთო სამზარეულო (თონე) და წყალსაცავების ფართო სისტემები, რაც მიუთითებს ციხის შიგნით მუდმივად მცხოვრებ მოსახლეობაზე. არქეოლოგებმა შეძლეს ორი ავზის ამოღება და მუშაობა გრძელდება მესამე ავზის ამოსაღებად. ასევე აღმოჩენილია ადრეული მე-11 საუკუნის ბიზანტიური მონეტები, კერამიკული ფრაგმენტები, ქვისა და მეტალის საბრძოლო მასალა.ტერიტორიაზე არქეოლოგიური სამუშაოები როდესაც დასრულდება, არტეფაქტები ართვინის მუზეუმში იქნება გადატანილი.მე-5 საუკუნეში აგებული არტანუჯის ციხესიმაგრე მე-9 საუკუნეში მეფე აშოტ პირველის მიერ იქნა გაფართოებული და გაძლიერებული. აშოტმა ის ბაგრატიონთა სამეფოს ადმინისტრაციულ ცენტრად აქცია. არქეოლოგიური მტკიცებულებები მიუთითებს, რომ მონარქი და დიდგვაროვნები შიდა ციტადელში ცხოვრობდნენ, ხოლო ვაჭრები და შეძლებული მოსახლეობა გალავნით შემოსაზღვრულ ქვედა ქალაქში, სადაც ასევე იყო აბანო, სალოცავები და შადრევნები.აითექინის თქმით, გათხრები კიდევ ხუთ წელიწადს გაგრძელდება, რის შემდეგაც არტანუჯი უმნიშვნელოვანესი კულტურული მემკვიდრეობისა და ტურიზმის ცენტრად იქცევა შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე.  

პაპუაშვილი: მოდიოდნენ ჩვენში მეთაურად სრულიად უცნობი და უზრდელი კინტოები. არავინ იცოდა, ვინ იყვნენ და საიდან… „ამბოხება დავიწყოთო“ – დაიძახებდნენ და ყველა მათ გაჰყვებოდა, როგორც...

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ნიკო ნიკოლაძის დაბადების დღესთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს და ნიკო ნიკოლაძის ნათქვამს ციტირებს.„მოდიოდნენ ჩვენში მეთაურად ვიღაც სრულიად უცნობი და უზრდელი კინტოები. არავინ იცოდა, ვინ იყვნენ და საიდან მოსული, რა რჯულის ან აზრის, სახელი რა ერქვათ, გვარი მათი რა იყო, როგორი წარსული ჰქონდათ.„ამბოხება დავიწყოთო“ - დაიძახებდნენ და ყველა მათ გაჰყვებოდა, როგორც თხას - ცხვრის ფარა. ჭკუაში არავის მოსვლია, მოეთხოვა მათგან ან ცოდნა, ან ახსნა, ან სიმტკიცე. იფარფაშებდნენ, სანამ გასაჭირი არ მოახლოვდებოდა და მაშინ კი მოქუსლავდნენ და გაჰქრებოდნენ“.დღეს ნიკო ნიკოლაძის დაბადების დღეა“, - წერს შალვა პაპუაშვილი. 

პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა

დღეს, 9 ოქტომბერს, 12:00 საათზე, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ბრიფინგი გაიმართება.სპიკერი:  საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე ამირან გულუაშვილი.ბრიფინგის თემა ჯერჯერობით უცნობია.

დონალდ ტრამპი – წარმოდგენა არ მაქვს, მივიღებ თუ არა ნობელის პრემიას, მაგრამ შვიდი ომი დავასრულე, მერვეს დასრულებასთან ახლოს ვართ

წარმოდგენა არ მაქვს, მივიღებ თუ არა ნობელის პრემიას, მაგრამ შვიდი ომი დავასრულე, მერვეს დასრულებასთან ახლოს ვართ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.ასე უპასუხა ტრამპმა ჟურნალისტის კითხვაზე – „თქვენ ბევრი ქვეყნის მიერ ხართ წარდგენილი, ასევე მძევლების ოჯახების მიერ, ფიქრობთ, რომ გაიმარჯვებთ?”„წარმოდგენა არ მაქვს. ჩვენ შვიდი ომი დავასრულეთ, მერვეს დასრულებასთან ახლოს ვართ. ვფიქრობ, საბოლოოდ, რუსეთის სიტუაციასაც მოვაგვარებთ, რაც საშინელებაა. სხვათა შორის, გასულ კვირას იქ 7000 ადამიანი დაიღუპა. ვფიქრობ, ამას მოვაგვარებთ. ასე რომ, არა მგონია, ისტორიაში ვინმემ ამდენივე ომი დაასრულოს, მაგრამ შესაძლოა, იპოვონ მიზეზი, რომ მე არ მომცენ“, – განაცხადა ტრამპმა.

მარკო რუბიო – ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ ღაზასთან დაკავშირებით შეთანხმებას მივაღწევთ, დღეს დიდი პროგრესი გვაქვს, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი

ღაზასთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევის მიმართულებით „დიდი პროგრესია“, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა.„ვფიქრობ, დღეს დიდი პროგრესი გვაქვს, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი. ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ შეთანხმებას მივაღწევთ. იმედია, მძევლები გათავისუფლდებიან – ყველა მძევალი. კარგი პროგრესია მიღწეული“, – განაცხადა რუბიომ.ამასთან, რუბიომ აღნიშნა, რომ მოლაპარაკებები იმდენად სწრაფად მიმდინარეობს, რომ საფრანგეთში ვიზიტის გაუქმება უწევს, რათა შეძლოს ახლო აღმოსავლეთში გამგზავრება.აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეთანხმების თანახმად, მძევლები „თითქმის დაუყოვნებლივ“ გათავისუფლდებიან.„ჩვენ გვსურს, რომ ისინი 72 საათის განმავლობაში გათავისუფლდნენ, როგორც ეს შეთანხმების მონახაზშია გათვალისწინებული“, – აღნიშნა რუბიომ.

ბოლო სიახლეები