მიხეილ სააკაშვილი: რას გავაკეთებდი უკრაინაში ამ უსახურების ნაცვლად – პირველ რიგში გადავცემდი უსასყიდლოდ რამდენიმე “დიდგორს” და ტყვიაწამლით დატვირთულ თვითმფრინავს

Read Time:36 Second

რას გავაკეთებდი უკრაინაში ამ უსახურების ნაცვლად, პირველ რიგში:- ამის შესახებ მსჯავრდებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

“1. გავაგზავნიდი პრემიერს არამხოლოდ კიევში, არამედ დასავლეთის დედაქალაქებსა და თურქეთში დახმარების მობილიზაციისთვის;

2. გადავცემდი უსასყიდლოდ რამდენიმე „დიდგორს“ და ტყვიაწამლით დატვირთულ თვითმფრინავს (რაც ლიეტუვამ გაგვიკეთა 2008 წელს);

3. გამოვაცხადებდი შეთავაზებას უკრაინელი სამხედროების 1 000 მცირეწლოვანი შვილის დასვენების ჩვენს კურორტებზე;

4. შევუერთდებოდი სამთა კავშირს – ლონდონი, ვარშავა, კიევი;

5. გავაფრთხილებდი მთელ მსოფლიოს, რომ რუსეთი უკრაინის ტერიტორიებთან ერთად ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიას აპირებს (თუ მსოფლიომ წინასწარ არ იმოქმედა, რუსეთი მინიმუმ ცხინვალის ანექსიას გააკეთებს. სულ რომ ბოლომდე შეუძვრეს ივანიშვილი, ეს მისთვის არაფერს ცვლის, ვინაიდან ის დასავლეთს ექიშპება და უგებს ნიშანს და ივანიშვილი სასაცილოდ არ ყოფნის. ამ გზით ივანიშვილი დასავლეთსა და უკრაინას მაინც მოიმადლიერებდა)” – წერს მიხეილს სააკაშვილი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ზარქუა: ყველაზე მაღალი ინფლაცია 2011 წელს იყო – 34%, თუმცა მაშინ ტელევიზიები ერთხმად საუბრობდნენ და ამ საკითხზე არავინ ამოიღებდა ხმას
Next post გია გაბრიჭიძე „ტვ პირველს“: ორი დღე რომ გუდკოვი „აპრავეთ“ და ხელისუფლებას ლანძღავდით მისი ქვეყანაში არშემოშვების გამო, დავიჯერო არ იცოდით, რომ პუტინის მონა და ჩვენი ქვეყნის მტერია?